სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება
ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება

რამ­დე­ნი­მე მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია იმის თა­ო­ბა­ზე, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­კა­რან­ტი­ნო მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა 15 ივ­ლი­სამ­დე არ აღ­დგე­ბა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 322-ე დად­გე­ნი­ლე­ბით, რო­მე­ლიც 23 მა­ისს ამოქ­მედ­და, იზო­ლა­ცი­ი­სა და კა­რან­ტი­ნის წე­სე­ბის ზო­გა­დი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბია გან­მარ­ტე­ბუ­ლი, სა­დაც მი­თი­თე­ბუ­ლია, მი­მოს­ვლის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სის, კულ­ტუ­რუ­ლი და სპორ­ტუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­ზღუდ­ვის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის, ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის და სხვა სა­კი­თხე­ბის რე­გუ­ლი­რე­ბის შე­სა­ხებ.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დად­გე­ნი­ლე­ბა დღე­ი­დან ამოქ­მედ­და და მისი მოქ­მე­დე­ბის ბოლო ვა­დად 2020 წლის 15 ივ­ლი­სია მი­თი­თე­ბუ­ლი - სწო­რედ ამ თა­რიღ­მა გა­მო­იწ­ვია დაბ­ნე­უ­ლო­ბა, რად­გან ბევ­რმა ჩათ­ვა­ლა, რომ ზე­მო­თჩა­მოთ­ვლი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი კი­დევ და­ახ­ლო­ე­ბით თვე­ნა­ხევ­რით გა­ხან­გრძლივ­დე­ბა.

თუმ­ცა, რო­გორც მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­გვი­მარ­ტეს, 15 ივ­ლი­სი არის დად­გე­ნი­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი ვადა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ამ შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა ეტა­პობ­რი­ვად მოხ­დე­ბა, ისე­ვე რო­გორც მოხ­და ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის ნა­წი­ლის გახ­სნა, მო­იხ­სნა სა­კა­რან­ტი­ნე ზო­ნე­ბი, ან შე­ზღუდ­ვა ავ­ტო­მან­ქა­ნით სამ­ზე მეტი პი­რის გა­და­ად­გი­ლე­ბა­ზე და ა.შ.

"სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭო მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მსჯე­ლობს ცალ­კე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე. ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც კი გა­და­წყდე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტის აღ­დგე­ნა, ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა დად­გე­ნი­ლე­ბა­ში. ეს შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს ნე­ბის­მი­ერ დროს" - აცხა­დე­ბენ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში.

შე­სა­ბა­მი­სად, თუ ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა დას­ტა­ბი­ლურ­დე­ბა, ტრან­სპორ­ტით გა­და­ად­გი­ლე­ბა, შე­საძ­ლოა უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­შიც აღ­დგეს.

ცნო­ბის­თვის, დად­გე­ნი­ლე­ბის თა­ნახ­მად, იქამ­დე, ვიდ­რე ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, ძა­ლა­ში რჩე­ბა შემ­დე­გი შე­ზღუდ­ვე­ბი:

  • შე­ზღუ­დუ­ლი რჩე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო სამ­გზავ­რო სა­ჰა­ე­რო, სახ­მე­ლე­თო და სა­ზღვაო მი­მოს­ვლა (ჩარ­ტე­რუ­ლი რე­ი­სე­ბი ინიშ­ნე­ბა მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით).
  • შე­ზღუ­დუ­ლი რჩე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით, მათ შო­რის, მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნი­თა და სა­ბა­გი­რო­თი გა­და­ად­გი­ლე­ბა და სარ­კი­ნიგ­ზო ტრან­სპორ­ტით მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა.
  • შე­ზღუ­დუ­ლი რჩე­ბა სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო და მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მგზავ­რთა გა­დაყ­ვა­ნა სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სე­ბი­თა და ავ­ტო­ბუ­სე­ბით. ტაქ­სით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას მძღო­ლი აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა იყოს პირ­ბა­დით და და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ 2 მგზავ­რის გა­დაყ­ვა­ნა, რომ­ლე­ბიც უნდა ის­ხდნენ მძღო­ლის უკან.
  • ძა­ლა­ში რჩე­ბა სახ­მე­ლე­თო გზით სა­ერ­თა­შო­რი­სო სატ­ვირ­თო გა­და­ზიდ­ვე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე მძღო­ლე­ბის თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის მიზ­ნით მო­წყო­ბილ სივ­რცე­სა (ტირ­პარკსა) და სა­კა­რან­ტი­ნე სივ­რცე­ში მო­თავ­სე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.
  • სკო­ლებ­მა და უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უნდა გა­ნაგ­რძონ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის/კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სხვა­დას­ხვა ფორ­მის გა­მო­ყე­ნე­ბით.
  • ყვე­ლა სა­ხის ტრე­ნინ­გი, კონ­ფე­რენ­ცია, სე­მი­ნა­რი, კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს დის­ტან­ცი­უ­რი ფორ­მით.
მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gogi
15

ყველას არ გვაქს იმის ფუფუნება მანქანებით ვიაროთ თქვენ ხო არ უბერავთ მართლა ! სიზიზღრები ესენი !

მოქალაქე
33

ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, რომ ეპიდაფეთქება ისევ არ მოხდეს, ნელ-ნელა უნდა მოიხსნას შეზღუდვები. მათ შორის ტრანსპორტის დაშვება, რაც ძალიან საფრთხილოა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება

ინფორმაცია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, სიმართლეს არ შეესაბამება

რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საქართველოში საკარანტინო მდგომარეობის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა 15 ივლისამდე არ აღდგება, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს მთავრობის 322-ე დადგენილებით, რომელიც 23 მაისს ამოქმედდა, იზოლაციისა და კარანტინის წესების ზოგადი რეგულაციებია განმარტებული, სადაც მითითებულია, მიმოსვლის, საგანმანათლებლო პროცესის, კულტურული და სპორტული ღონისძიებების შეზღუდვის, საზოგადოებრივი თავშეყრის, ეკონომიკური საქმიანობის და სხვა საკითხების რეგულირების შესახებ.

აღნიშნული დადგენილება დღეიდან ამოქმედდა და მისი მოქმედების ბოლო ვადად 2020 წლის 15 ივლისია მითითებული - სწორედ ამ თარიღმა გამოიწვია დაბნეულობა, რადგან ბევრმა ჩათვალა, რომ ზემოთჩამოთვლილი შეზღუდვები კიდევ დაახლოებით თვენახევრით გახანგრძლივდება.

თუმცა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნულთან დაკავშირებით განგვიმარტეს, 15 ივლისი არის დადგენილების მოქმედების მაქსიმალური ვადა, რაც იმას ნიშნავს, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, ამ შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად მოხდება, ისევე როგორც მოხდა ეკონომიკური საქმიანობების ნაწილის გახსნა, მოიხსნა საკარანტინე ზონები, ან შეზღუდვა ავტომანქანით სამზე მეტი პირის გადაადგილებაზე და ა.შ.

"საკოორდინაციო საბჭო მუდმივ რეჟიმში მსჯელობს ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქებაზე. ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, როგორც კი გადაწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენა, ცვლილება განხორციელდება დადგენილებაში. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს" - აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

შესაბამისად, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დასტაბილურდება, ტრანსპორტით გადაადგილება, შესაძლოა უახლოეს მომავალშიც აღდგეს.

ცნობისთვის, დადგენილების თანახმად, იქამდე, ვიდრე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, ძალაში რჩება შემდეგი შეზღუდვები:

  • შეზღუდული რჩება საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა (ჩარტერული რეისები ინიშნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების მიზნით).
  • შეზღუდული რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროპოლიტენითა და საბაგიროთი გადაადგილება და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანა.
  • შეზღუდული რჩება საქალაქთაშორისო და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა სამარშრუტო ტაქსებითა და ავტობუსებით. ტაქსით გადაადგილებისას მძღოლი აღჭურვილი უნდა იყოს პირბადით და დასაშვებია მხოლოდ 2 მგზავრის გადაყვანა, რომლებიც უნდა ისხდნენ მძღოლის უკან.
  • ძალაში რჩება სახმელეთო გზით საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელი, საქართველოს მოქალაქეობის მქონე მძღოლების თვითიზოლაციაში, თვითიზოლაციის მიზნით მოწყობილ სივრცესა (ტირპარკსა) და საკარანტინე სივრცეში მოთავსების ვალდებულება.
  • სკოლებმა და უნივერსიტეტებმა სასწავლო პროცესი უნდა განაგრძონ დისტანციური სწავლების/კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
  • ყველა სახის ტრენინგი, კონფერენცია, სემინარი, კულტურული ღონისძიება უნდა ჩატარდეს დისტანციური ფორმით.

"დავუშვი უნებლიე შეცდომა..." - როგორ განმარტავს თენგიზ ცერცვაძე განცხადებას, რომ საქართველოში 370 000-მდე ადამიანს კორონავირუსი გადატანილი აქვს

"მარშუტკებში" ფეხზე დგომა და კონდიცირების ჩართვა იკრძალება - "თბილისის მიკროავტობუსი" განცხადებას ავრცელებს

სემეკმა ლიცენზირებისა და ენერგეტიკული საქმიანობის თაობაზე შეტყობინების წესი დაამტკიცა