სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"რემდესივირის" გამოცდაში ქართველი პაციენტებიც ჩაერთვებიან - "ჯერ არ არსებობს მყარი კვლევები, რომ მას განსაკუთრებული როლი აქვს COVID-19-ის მკურნალობაში"
"რემდესივირის" გამოცდაში ქართველი პაციენტებიც ჩაერთვებიან - "ჯერ არ არსებობს მყარი კვლევები, რომ მას განსაკუთრებული როლი აქვს COVID-19-ის მკურნალობაში"

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, „სო­ლი­და­რო­ბის კვლე­ვა­ში“, რი­თაც კო­რო­ნა­ვირუს­ზე პრე­პა­რატ „რემ­დე­სი­ვირს“ გა­მოც­დი­ან, სა­ქარ­თვე­ლო ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის „ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბის“ მი­ხედ­ვით შე­ირ­ჩა.

რო­გორც გამ­ყრე­ლი­ძემ გა­ნა­ცხა­და, ქარ­თველ პა­ცი­ენ­ტებს „რემ­დე­სი­ვი­რით“ შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის შე­დე­გად უმ­კურ­ნა­ლე­ბენ, თუ მათ­თან პრე­პა­რა­ტის და­ნიშ­ვნის სა­ჭი­რო­ე­ბა იქ­ნე­ბა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პრე­პა­რა­ტი კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ მხო­ლოდ მძი­მე პა­ცი­ენ­ტებს და­ე­ნიშ­ნე­ბათ.

„ძა­ლი­ან დიდი აჟი­ო­ტა­ჟია ატე­ხი­ლი "რემ­დე­სი­ვირ­თან" და­კავ­ში­რე­ბით. ეს პრე­პა­რა­ტი შექ­მნი­ლია 2015 წელს კომ­პა­ნია „გი­ლი­ა­დის“ მიერ, რო­მე­ლიც არის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი კომ­პა­ნია ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა­ში.

"რემ­დე­სი­ვი­რი“ შე­იქ­მნა ებო­ლას ეპი­დე­მი­ის დროს და­სავ­ლეთ აფ­რი­კა­ში 2014-15 წლებ­ში და გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და ებო­ლას დროს. შემ­დეგ ეს პრე­პა­რა­ტი გა­მო­ი­ყე­ნეს ჩი­ნეთ­ში, რო­დე­საც იან­ვარ-თე­ბერ­ვალ-მარ­ტში დიდი ეპი­და­ფეთ­ქე­ბა იყო უხან­ში. ყვე­ლა­ზე მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა ამ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბის ჩი­ნე­ლებს აქვთ. დღეს "რემ­დე­სი­ვი­რი“ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ყვე­ლა იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ხელ­მი­საწ­ვდო­მია.

ხაზს ვუს­ვამ, ჯერ­ჯე­რო­ბით ის, რომ არ­სე­ბობ­დეს მყა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და კვლე­ვე­ბი, რომ "რემ­დე­სი­ვირს" გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი როლი აქვს COVID-19-ის მკურ­ნა­ლო­ბა­ში, ანუ რო­გო­რი რო­ლიც აქვს "სო­ფოს­ბუ­ვირს" C-ჰე­პა­ტი­ტის მკურ­ნა­ლო­ბი­სას, რო­დე­საც ის სრუ­ლად კურ­ნავს და­ა­ვა­დე­ბას, ჯერ­ჯე­რო­ბით ამ ტი­პის კვლე­ვე­ბი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბობს ურ­თი­ერ­თსა­წი­ნა­აღ­მდე­გო კვლე­ვე­ბი, ამი­ტო­მაც ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­და­წყვი­ტა ჩა­ა­ტა­როს „რემ­დე­სი­ვირ­ზე“ ე.წ. მულ­ტი­ცენ­ტრუ­ლი კვლე­ვა მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში და და­ა­დას­ტუ­როს ან უარ­ყოს ამ პრე­პა­რა­ტის სარ­გებ­ლი­ა­ნო­ბა.

ამ ტი­პის კვლე­ვას „სო­ლი­და­რო­ბის კვლე­ვა“ ჰქვია და ის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტარ­დე­ბა, მათ შო­რის ჩარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოც იმის გამო, მას აქვს ძა­ლი­ან კარ­გი გა­მოც­დი­ლე­ბა ან­ტი­ვირუ­სუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის დროს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ქარ­თვე­ლოს პრეს­ტი­ჟი გან­სა­კუთ­რე­ბით ამაღ­ლდა C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის დროს პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას. ვფიქ­რობ, ამი­ტო­მაც შე­ირ­ჩა ერთ-ერთ კან­დი­დატ ქვე­ყა­ნად სა­ქარ­თვე­ლო ამ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბი­სას.

რო­გორც მე ვიცი, ამ კვლე­ვის დი­ზა­ი­ნი დამ­თავ­რე­ბუ­ლია, მიმ­დი­ნა­რე­ობს ექი­მე­ბის და ექთ­ნე­ბის ტრე­ნინ­გი, რო­გორ უნდა ჩა­ტარ­დეს ეს კვლე­ვა. პა­ცი­ენ­ტე­ბი შემ­თხვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით შე­ირ­ჩე­ვი­ან, იქ სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი ჩვე­ნე­ბა იქ­ნე­ბა. "რემ­დე­სი­ვი­რი" არ ინიშ­ნე­ბა ყო­ველ­თვის, ის ინიშ­ნე­ბა მძი­მე პა­ცი­ენ­ტებ­ში. იქ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­კონ­ტრო­ლო ჯგუ­ფე­ბი, რათა მი­ვი­ღოთ ვა­ლი­დუ­რი, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია პრე­პა­რა­ტის ეფექ­ტუ­რო­ბის შე­სა­ხებ“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
goga
7

რემდესივირი არის უშუალოდ კოვიდის წინააღმდეგ მარა ჩვენთვის ხელმისაწვდომი როდის გახდება ესაა საქმე.

წმინდა გაგა
41

მდაააა... არ მალავენ რომ ექსპერიმენტები დაიწყეს. ისიც გვითხარით ბატონო ამირან ჩიპების ჩადგმა როდიდან გაქვთ გეგმაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"რემდესივირის" გამოცდაში ქართველი პაციენტებიც ჩაერთვებიან - "ჯერ არ არსებობს მყარი კვლევები, რომ მას განსაკუთრებული როლი აქვს COVID-19-ის მკურნალობაში"

"რემდესივირის" გამოცდაში ქართველი პაციენტებიც ჩაერთვებიან - "ჯერ არ არსებობს მყარი კვლევები, რომ მას განსაკუთრებული როლი აქვს COVID-19-ის მკურნალობაში"

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სოლიდარობის კვლევაში“, რითაც კორონავირუსზე პრეპარატ „რემდესივირს“ გამოცდიან, საქართველო ანტივირუსული პრეპარატების გამოყენების „ძალიან კარგი გამოცდილების“ მიხედვით შეირჩა.

როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ქართველ პაციენტებს „რემდესივირით“ შემთხვევითი შერჩევის შედეგად უმკურნალებენ, თუ მათთან პრეპარატის დანიშვნის საჭიროება იქნება. მისივე განმარტებით, პრეპარატი კორონავირუსით დაავადებულ მხოლოდ მძიმე პაციენტებს დაენიშნებათ.

„ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი "რემდესივირთან" დაკავშირებით. ეს პრეპარატი შექმნილია 2015 წელს კომპანია „გილიადის“ მიერ, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია ანტივირუსული პრეპარატების წარმოებაში.

"რემდესივირი“ შეიქმნა ებოლას ეპიდემიის დროს დასავლეთ აფრიკაში 2014-15 წლებში და გამოიყენებოდა ებოლას დროს. შემდეგ ეს პრეპარატი გამოიყენეს ჩინეთში, როდესაც იანვარ-თებერვალ-მარტში დიდი ეპიდაფეთქება იყო უხანში. ყველაზე მეტი გამოცდილება ამ პრეპარატის გამოყენების ჩინელებს აქვთ. დღეს "რემდესივირი“ გამოიყენება ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ხელმისაწვდომია.

ხაზს ვუსვამ, ჯერჯერობით ის, რომ არსებობდეს მყარი მტკიცებულებები და კვლევები, რომ "რემდესივირს" განსაკუთრებული როლი აქვს COVID-19-ის მკურნალობაში, ანუ როგორი როლიც აქვს "სოფოსბუვირს" C-ჰეპატიტის მკურნალობისას, როდესაც ის სრულად კურნავს დაავადებას, ჯერჯერობით ამ ტიპის კვლევები დადასტურებული არ არსებობს. არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო კვლევები, ამიტომაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადაწყვიტა ჩაატაროს „რემდესივირზე“ ე.წ. მულტიცენტრული კვლევა მრავალ ქვეყანაში და დაადასტუროს ან უარყოს ამ პრეპარატის სარგებლიანობა.

ამ ტიპის კვლევას „სოლიდარობის კვლევა“ ჰქვია და ის მრავალ ქვეყანაში ჩატარდება, მათ შორის ჩართულია საქართველოც იმის გამო, მას აქვს ძალიან კარგი გამოცდილება ანტივირუსული პრეპარატების სხვადასხვა დაავადებების გამოყენების დროს. მოგეხსენებათ, საქართველოს პრესტიჟი განსაკუთრებით ამაღლდა C ჰეპატიტის ელიმინაციის დროს პროგრამის განხორციელებისას. ვფიქრობ, ამიტომაც შეირჩა ერთ-ერთ კანდიდატ ქვეყანად საქართველო ამ პრეპარატის გამოყენებისას.

როგორც მე ვიცი, ამ კვლევის დიზაინი დამთავრებულია, მიმდინარეობს ექიმების და ექთნების ტრენინგი, როგორ უნდა ჩატარდეს ეს კვლევა. პაციენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩევიან, იქ სადაც შესაბამისი ჩვენება იქნება. "რემდესივირი" არ ინიშნება ყოველთვის, ის ინიშნება მძიმე პაციენტებში. იქნება შესაბამისი საკონტროლო ჯგუფები, რათა მივიღოთ ვალიდური, მტკიცებულებაზე დამყარებული ინფორმაცია პრეპარატის ეფექტურობის შესახებ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ე.წ საბურთალოს კლასტერთან დაკავშირებით, ნუცუბიძის რაიონის ჩაკეტვა არ იგეგმება

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

"უპირველესი ამოცანაა, "რუსთავი 2" იყოს ყველაზე რეიტინგული და ყველაზე სანდო ტელევიზია" - რა სიახლეებს უმზადებს ტელეკომპანია მაყურებელს დაარსების 26-ე წელს