სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!
NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!

მსოფ­ლი­ო­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე NASA, European Space Agency (ESA)-სა და Japan Aerospace Exploration Agency (JAXA) - თან ერ­თად, 29-31 მა­ისს COVID-19 პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით გლო­ბა­ლურ ჰა­კა­თონს - NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში ჩა­ა­ტა­რებს.

პრო­ექ­ტი Tbilisi Startup Bureau-სა და ილი­ას სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ორ­გა­ნი­ზე­ბით და სა­ქარ­თვე­ლოს ინო­ვა­ცი­ე­ბის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს მხარ­და­ჭე­რით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მთა­ვა­რი პარტნი­ო­რე­ბი კი არი­ან სექ­ტო­რი 3 და "პრო­დე­მო­სი".

ვირ­ტუ­ა­ლურ ჰა­კა­თონ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად NASA იწ­ვევს პროგ­რა­მის­ტებს, ენ­ტერპრე­ნე­რებს, მეც­ნი­ე­რებს, დი­ზა­ი­ნე­რებს, ორა­ტო­რებს, მშე­ნებ­ლებს, არ­ტის­ტებ­სა და ტექ­ნო­ლო­გებს მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან შექ­მნი­ან ვირ­ტუ­ა­ლურ გუნ­დებს და დე­და­მი­წის დაკ­ვირ­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ი­მუ­შა­ვე­ბენ COVID-19 პან­დე­მი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის (ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი, მისი გავ­რცე­ლე­ბა, გავ­ლე­ნა დე­და­მი­წა­ზე, ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი სა­პა­სუ­ხო ქმე­დე­ბა ვირუ­სი­სად­მი) გა­დაჭ­რის გზებს.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა NASA-ს, ESA-სა და JAXA-ს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­ტე­ლი­ტუ­რი მი­სი­ე­ბით დე­და­მი­წის დაკ­ვირ­ვე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბი, გარ­და ამი­სა ESA ჰა­კა­თო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის შე­სარ­ჩე­ვად გა­მო­ყოფს დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ ექ­სპერ­ტებ­სა და ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტით გაძ­ლი­ე­რე­ბულ EuroDataCube-ს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰა­კა­თო­ნი ორ ეტა­პად ჩა­ტარ­დე­ბა - და­ტა­თონ-ბუთ­ქემ­ფი და გლო­ბა­ლუ­რი ჰა­კა­თო­ნი. 29 მა­ისს გა­ი­მარ­თე­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი და­ტა­თონ- ბუთ­ქემ­ფი ქარ­თვე­ლი მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის. ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო მომხსე­ნებ­ლე­ბი და მენ­ტო­რე­ბი და­ეხ­მა­რე­ბი­ან მო­ნა­წი­ლე­ებს გლო­ბა­ლუ­რი ჰა­კა­თო­ნის­თვის მომ­ზა­დე­ბა­ში მო­ნა­ცე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის, სქ­რა­ფინ­გის, ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ი­სა და სხვა სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ სა­უბ­რე­ბი­თა და ვორ­ქშო­ფე­ბით. მო­ნა­წი­ლე­ებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, წა­რად­გი­ნონ თა­ვი­ან­თი პრო­დუქ­ტე­ბი და მი­ი­ღონ ფუ­ლა­დი და სხვა სა­ხის ჯილ­დო სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ა­ში (სა­უ­კე­თე­სო იდეა, სა­უ­კე­თე­სო გუნ­დი, სა­უ­კე­თე­სო მოქ­მე­დე­ბა და ა. შ.)

30-31 მა­ისს კი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი შე­უ­ერ­თდე­ბი­ან გლო­ბა­ლურ ჰა­კა­თონს და მუ­შა­ო­ბას გა­აგ­რძე­ლე­ბენ ად­გი­ლობ­რივ და სა­ერ­თა­შო­რი­სო მომხსე­ნებ­ლებ­თან.

რე­გის­ტრა­ცია მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას შეძ­ლებთ მა­ი­სის შუა რი­ცხვე­ბი­დან ამ ბმულ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!

NASA COVID-19-თან ბრძოლაში კიდევ უფრო აქტიურად ერთვება!

მსოფლიოში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე NASA, European Space Agency (ESA)-სა და Japan Aerospace Exploration Agency (JAXA) - თან ერთად, 29-31 მაისს COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით გლობალურ ჰაკათონს - NASA Space Apps COVID-19 Challenge-ს ონლაინ რეჟიმში ჩაატარებს.

პროექტი Tbilisi Startup Bureau-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება, მთავარი პარტნიორები კი არიან სექტორი 3 და "პროდემოსი".

ვირტუალურ ჰაკათონში მონაწილეობის მისაღებად NASA იწვევს პროგრამისტებს, ენტერპრენერებს, მეცნიერებს, დიზაინერებს, ორატორებს, მშენებლებს, არტისტებსა და ტექნოლოგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მონაწილეები სხვადასხვა ქვეყნიდან შექმნიან ვირტუალურ გუნდებს და დედამიწის დაკვირვების მონაცემების საფუძველზე შეიმუშავებენ COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების (ახალი კორონავირუსი, მისი გავრცელება, გავლენა დედამიწაზე, ადამიანებისა და ეკონომიკური საპასუხო ქმედება ვირუსისადმი) გადაჭრის გზებს.

პროექტის ფარგლებში მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი იქნება NASA-ს, ESA-სა და JAXA-ს მიერ მოპოვებული სატელიტური მისიებით დედამიწის დაკვირვების მონაცემები, გარდა ამისა ESA ჰაკათონის გამარჯვებულების შესარჩევად გამოყოფს დედამიწის შემსწავლელ ექსპერტებსა და ხელოვნური ინტელექტით გაძლიერებულ EuroDataCube-ს.

საქართველოში ჰაკათონი ორ ეტაპად ჩატარდება - დატათონ-ბუთქემფი და გლობალური ჰაკათონი. 29 მაისს გაიმართება ვირტუალური დატათონ- ბუთქემფი ქართველი მონაწილეებისთვის. ადგილობრივი და საერთაშორისო მომხსენებლები და მენტორები დაეხმარებიან მონაწილეებს გლობალური ჰაკათონისთვის მომზადებაში მონაცემების გამოყენების, სქრაფინგის, ვიზუალიზაციისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრებითა და ვორქშოფებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარადგინონ თავიანთი პროდუქტები და მიიღონ ფულადი და სხვა სახის ჯილდო სხვადასხვა კატეგორიაში (საუკეთესო იდეა, საუკეთესო გუნდი, საუკეთესო მოქმედება და ა. შ.)

30-31 მაისს კი მონაწილეები შეუერთდებიან გლობალურ ჰაკათონს და მუშაობას გააგრძელებენ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხსენებლებთან.

რეგისტრაცია მონაწილეობის მიღებას შეძლებთ მაისის შუა რიცხვებიდან ამ ბმულზე

სამხრეთ კორეაში მოედანზე მაყურებლის ნაცვლად სექს-თოჯინები დასვეს - სკანდალური საფეხბურთო მატჩის დეტალები

ორი დღე წვიმა, მომდევნო დღეებში კი ცხელი ამინდია მოსალოდნელი - სინოპტიკოსების პროგნოზი

საქართველოში 4 ადამიანს მილიარდი ჰქვია - რა უჩვეულო და საინტერესო სახელებს არქმევენ ჩვენს ქვეყანაში