სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
დღეს ანდრია პირველწოდებულისა და იმედის დღე აღინიშნება - მახათას მთაზე წირვას პატრიარქი აღავლენს
დღეს ანდრია პირველწოდებულისა და იმედის დღე აღინიშნება - მახათას მთაზე წირვას პატრიარქი აღავლენს

სა­ქარ­თვე­ლო­ში, დღეს ღვთის­მშობ­ლი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს წილ­ხვდო­მი­ლო­ბის - იმე­დის დღე და ამავდრო­უ­ლად, ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ხსე­ნე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა.

რო­გორც “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­ხ­ა­თას ივე­რი­ის ღვთის­მშობ­ლის ხა­ტის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარ­ში წირ­ვა-ლოც­ვას სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II 10:00 სა­ათ­ზე აღავ­ლენს.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2 ათა­სი წლის მან­ძილ­ზე ღვთის­მშობ­ლი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს წილ­ხვდო­მი­ლო­ბის რწმე­ნამ დიდ­წი­ლად გან­სა­ზღვრა სა­ქარ­თვე­ლოს თვითმყო­ფა­დო­ბა, კულ­ტუ­რა და ის­ტო­რია. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვდო­მი­ლო­ბა წარ­მო­ად­გენს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს მოვ­ლე­ნას და შე­სა­ბა­მი­სად - ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულს.

"შე­სა­ბა­მი­სად, ეს დღე­სას­წა­უ­ლი სცილ­დე­ბა მხო­ლოდ რე­ლი­გი­ურ სა­ზღვრებს და სა­ყო­ველ­თაო ზე­ი­მის ხა­სი­ათს იძენს. ღვთის­მშო­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თათ­ვის მუ­დამ იყო, არის და იქ­ნე­ბა ქვეყ­ნის გა­დარ­ჩე­ნის უპირ­ვე­ლე­სი სა­წინ­და­რი, სიმ­ბო­ლო ურ­ყე­ვი სა­სო­ე­ბი­სა - ანუ იმე­დი­სა. მშვი­დო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის იმე­დი, ახ­ლო­ბე­ლი და გა­მა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ლია ჩვე­ნი ქვეყ­ნის ყო­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის. შე­სა­ბა­მი­სად, სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვი და კა­ნონ­ზო­მი­ე­რი იქ­ნე­ბა, რომ ღვთის­მშობ­ლი­სად­მი სა­ქარ­თვე­ლოს წილ­ხვდო­მი­ლო­ბის დღე­სას­წა­ულს და­ერ­ქვას - იმე­დის დღე“, - აცხა­დე­ბენ სა­პატ­რი­არ­ქო­ში.

ამას­თან, 12 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში წმინ­და მო­ცი­ქუ­ლის ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლის ხსე­ნე­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა.

ბიბ­ლი­უ­რი ლი­ტე­რა­ტუ­რის თა­ნახ­მად, წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ან­დრია პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი წმინ­და პეტ­რე მო­ცი­ქუ­ლის ძმა იყო. უფალ­მა მო­ცი­ქულ­თა შო­რის პირ­ვე­ლად ან­დრი­ას მო­უ­წო­და. ამი­ტო­მაც მას პირ­ველ­წო­დე­ბუ­ლი ეწო­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მოს­ვლამ­დე მას ღვთის­მშო­ბელ­მა მო­უ­წო­და და ამ­ცნო, რომ წმ. ან­დრი­ას ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრ ქვე­ყა­ნა­ში უნდა ექა­და­გა. წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი პირ­ვე­ლად ქარ­თლის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დი­და­ჭა­რა­ში შე­მო­ვი­და. მას თან ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მიერ ბო­ძე­ბუ­ლი ხელ­თუქ­მნე­ლი ღვთის­მშობ­ლის ხატი ჰქონ­და.

წმინ­და მო­ცი­ქუ­ლი ან­დრია სა­ბერ­ძნე­თის ქა­ლაქ პატ­რა­ში ჯვარ­ზე და­კი­დე­ბუ­ლი აღეს­რუ­ლა. მის ხსე­ნე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სია ორ­ჯერ აღ­ნიშ­ნავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
lela
6

gilocavt.mec minda imediiii

!!!!!!!
24

იქნებ ახლა მაინც მიხვდეს ზოგიერთი ურწმუნო თომა, რას ნიშნავს, როცა ქვეყანა ღვთისმშობლის წილხვედრია, დღეს, როცა ამ დღესასწაულზე უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველომ ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში წარმატებით დაამარცხა კორონავირუსი. იმ გერმანელმა ჟურნალისტმაც, რომელიც ჩვენს სასულიერო პირებს დასცინოდა, ქუჩებში წმინდა წყალს რომ ასხურებდნენ, იქნებ შეიგნოს, რომ იმ წყლის მოსხურებამ უფრო უშველა ქვეყანას, ვიდრე ყოველდღე სადეზინფექციო ხსნარების მოსხმამ, ასე რომ, ყველას თავისი რწმენის მიხედვით მიაგებს ღმერთი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

დღეს ანდრია პირველწოდებულისა და იმედის დღე აღინიშნება - მახათას მთაზე წირვას პატრიარქი აღავლენს

დღეს ანდრია პირველწოდებულისა და იმედის დღე აღინიშნება - მახათას მთაზე წირვას პატრიარქი აღავლენს

საქართველოში, დღეს ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის - იმედის დღე და ამავდროულად, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.

როგორც “ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, დღესასწაულთან დაკავშირებით მახათას ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში წირვა-ლოცვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II 10:00 საათზე აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, 2 ათასი წლის მანძილზე ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის რწმენამ დიდწილად განსაზღვრა საქართველოს თვითმყოფადობა, კულტურა და ისტორია. საქართველოს მოსახლეობისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მოვლენას და შესაბამისად - ეროვნულ დღესასწაულს.

"შესაბამისად, ეს დღესასწაული სცილდება მხოლოდ რელიგიურ საზღვრებს და საყოველთაო ზეიმის ხასიათს იძენს. ღვთისმშობელი საქართველოს მართლმადიდებელთათვის მუდამ იყო, არის და იქნება ქვეყნის გადარჩენის უპირველესი საწინდარი, სიმბოლო ურყევი სასოებისა - ანუ იმედისა. მშვიდობისა და კეთილდღეობის იმედი, ახლობელი და გამაერთიანებელია ჩვენი ქვეყნის ყოველი მოქალაქის. შესაბამისად, სრულიად ბუნებრივი და კანონზომიერი იქნება, რომ ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღესასწაულს დაერქვას - იმედის დღე“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ამასთან, 12 მაისს საქართველოში წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება.

ბიბლიური ლიტერატურის თანახმად, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას ღვთისმშობელმა მოუწოდა და ამცნო, რომ წმ. ანდრიას ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმინდა მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.

"სიმშვიდის კუნძული" - რას წერს Washington Post საქართველოში კორონავირუსთან ბრძოლის შესახებ

ბოლნისში, სოფელ მუშევანში კორონავირუსით დაინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"ღვთის ჯილდოა, რომ საქართველო იყოს მართლმადიდებელი" - პატრიარქის ქადაგება ოჯახსა და წმინდა მონიკაზე, რომლის ხსენებაც დღესაა