სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა ბოლო 24 სა­ათ­ში 3-ით გა­ი­ზარ­და და 638 გახ­და. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია მთავ­რო­ბის მიერ შექ­მნილ სპე­ცი­ა­ლურ ვებ-გვერ­დზე stopcov.ge-ზე არის გან­თავ­სე­ბუ­ლი.

გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი 8-ით გა­ი­ზარ­და და 317 გახ­და.

კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­შია 4896 ადა­მი­ა­ნი, ხოლო სტა­ცი­ო­ნარ­ში მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ - 444 პირი.

ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის, 638 ადა­მი­ა­ნი­დან 317 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლია, ხოლო 10 გარ­და­იც­ვა­ლა. ამას­თან, უცხო­ე­თი­დან სამ­კურ­ნა­ლოდ გად­მოყ­ვა­ნი­ლია სა­ქარ­თვე­ლოს 3 მო­ქა­ლა­ქე.

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტო­რის, მა­რი­ნა ეზუგ­ბა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, ინ­ფექ­ცი­ურ­ში მო­თავ­სე­ბულ კრი­ტი­კულ პა­ცი­ენ­ტთან უკვე მე­ო­რე დღეა მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ბი­ლი­ზი­რე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, თუმ­ცა პროგ­ნოზ­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია.

მი­სი­ვე თქმით, კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 2 ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი მო­ა­თავ­სეს, ორი­ვე თეთ­რი­წყა­როს კლას­ტერს უკავ­შირ­დე­ბა.

ამას­თან, მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ბოლო 24 სა­ათ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის სამი ახა­ლი შემ­თხვე­ვი­დან, ყვე­ლა თეთ­რი­წყა­როს კლას­ტე­რი­და­ნაა და სა­მი­ვე სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში იყო.

„ამ ეტაპ­ზე ჩვენ გვყავს 41 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, გუ­შინ გა­მო­ჯან­მრთელ­და ერთი და უკვე 87 გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტი გვყავს, რო­მელ­მაც და­ტო­ვა ჩვე­ნი კლი­ნი­კა. ერთი კრი­ტი­კუ­ლი პა­ცი­ენ­ტი, რო­მე­ლიც გვყავ­და, დღეს შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მას­თან მე­ო­რე დღეა მდგო­მა­რე­ო­ბის სტა­ბი­ლი­ზი­რე­ბა მი­ღე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჯერ პროგ­ნოზ­ზე ლა­პა­რა­კი არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ თუ ეს სტა­ბი­ლი­ზი­რე­ბა ასე გაგ­რძელ­და რამ­დე­ნი­მე დღე, მერე შეგ­ვიძ­ლია ვი­ლა­პა­რა­კოთ შემ­დგომ გა­მო­სა­ვალ­ზე. დაგ­ვე­მა­ტა კი­დევ 1 პა­ცი­ენ­ტი მძი­მე პნევ­მო­ნი­ით და გვყავს 2, მათ­თან და­ა­ვა­დე­ბის პროგ­რე­სი­რე­ბა არ შე­იმ­ჩნე­ვა ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში”, - გა­ნა­ცხა­და ეზუგ­ბა­ი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3-ით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ბოლო 24 საათში 3-ით გაიზარდა და 638 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 8-ით გაიზარდა და 317 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 444 პირი.

ინფორმაციისთვის, 638 ადამიანიდან 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურში მოთავსებულ კრიტიკულ პაციენტთან უკვე მეორე დღეა მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია, თუმცა პროგნოზზე ლაპარაკი ნაადრევია.

მისივე თქმით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 2 ახალი პაციენტი მოათავსეს, ორივე თეთრიწყაროს კლასტერს უკავშირდება.

ამასთან, მისივე განმარტებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების სამი ახალი შემთხვევიდან, ყველა თეთრიწყაროს კლასტერიდანაა და სამივე საკარანტინო სივრცეში იყო.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვყავს 41 დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გამოჯანმრთელდა ერთი და უკვე 87 გამოჯანმრთელებული პაციენტი გვყავს, რომელმაც დატოვა ჩვენი კლინიკა. ერთი კრიტიკული პაციენტი, რომელიც გვყავდა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ მასთან მეორე დღეა მდგომარეობის სტაბილიზირება მიღებულია, მაგრამ ჯერ პროგნოზზე ლაპარაკი არ შეიძლება იმიტომ, რომ თუ ეს სტაბილიზირება ასე გაგრძელდა რამდენიმე დღე, მერე შეგვიძლია ვილაპარაკოთ შემდგომ გამოსავალზე. დაგვემატა კიდევ 1 პაციენტი მძიმე პნევმონიით და გვყავს 2, მათთან დაავადების პროგრესირება არ შეიმჩნევა ბოლო 24 საათის განმავლობაში”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

დარიალის ხეობაში თხევადი აირის გადამტანი ცარიელი სატვირთო გზიდან გადავარდა - დაშავებულია რუსეთის მოქალაქე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ავარია წყალტუბოში - ავტომობილი ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა