სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"გლობალურ კრიზისზე აშშ-ის მთავრობის პასუხი აბსოლუტური კატასტროფა იყო" - აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 615 ადამიანი გარდაიცვალა
"გლობალურ კრიზისზე აშშ-ის მთავრობის პასუხი აბსოლუტური კატასტროფა იყო" - აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 615 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 25 621 ახა­ლი შემ­თხვე­ვა და­დას­ტურ­და და და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა სა­ერ­თო რა­ო­დე­ნო­ბა 1 309 550-მდე გა­ი­ზარ­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „სი­ე­ნე­ნი“ „ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ მო­ნა­ცე­მებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვირუ­სით 1 615 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და ფა­ტა­ლუ­რი შემ­თხვე­ვე­ბის რი­ცხვმა 78 795-ს მი­აღ­წია.

აშშ-ის ექს-პრე­ზი­დენ­ტი ბა­რაქ ობა­მა აცხა­დებს, რომ პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის რე­აქ­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ „აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქა­ო­ტუ­რი კა­ტას­ტრო­ფა“ იყო.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის შე­სა­ხებ ბა­რაქ ობა­მამ თა­ვი­სი ყო­ფი­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რებ­თან პი­რად სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბარ­ში გა­ნა­ცხა­და.

„ამ გლო­ბა­ლურ კრი­ზის­ზე პა­სუ­ხი სა­უ­კე­თე­სო მთავ­რო­ბე­ბის პი­რო­ბებ­შიც კი, ცუდი იქ­ნე­ბო­და, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში, რე­აქ­ცია აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქა­ო­ტუ­რი კა­ტას­ტრო­ფა იყო,“ - აღ­ნიშ­ნა ექს-პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, ის აპი­რებს რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი დრო და­ხარ­ჯოს აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტო­ბის „დე­მოკ­რა­ტი“ კან­დი­და­ტის ჯო ბა­ი­დე­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად.

„მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ვი­ნა­ი­დან ცალ­კე­ულ პი­როვ­ნე­ბას ან პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას კი არ ვებ­რძვით, არა­მედ გრძელ­ვა­დი­ან ტენ­დენ­ცი­ებს, სა­დაც ეგო­ის­ტო­ბა, კლა­ნუ­რო­ბა, გან­ცალ­კა­ვე­ბა და სხვე­ბის მტრე­ბად აღ­ქმა ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის ძლი­ე­რი იმ­პულ­სი გახ­და. სწო­რედ ამი­ტომ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ დროს დავ­ხარ­ჯავ და რაც შე­იძ­ლე­ბა ძლი­ე­რად ვიბ­რძო­ლებ ჯო ბა­ი­დე­ნის­თვის,“- აღ­ნიშ­ნა ობა­მამ.

რაც შე­ე­ხე­ბა გლო­ბა­ლურ მო­ნა­ცე­მებს, მსოფ­ლი­ო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ღუ­პუ­ლია 279 000-მდე ადა­მი­ა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურული NEWS!
41

ლიბერალური სამყარო საბოლაოდ მაინც დამარცხდება რომლის ერთ ერთი თვალ მარგალიტი არაფრის მაქნისი ობამაა! ტამპმა ამერიკული ერი გამოაფხიზლა!

FEOLA
3

ესენი ყველაფერში პირველ ადგილზე როგორ არიან? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"გლობალურ კრიზისზე აშშ-ის მთავრობის პასუხი აბსოლუტური კატასტროფა იყო" - აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 615 ადამიანი გარდაიცვალა

"გლობალურ კრიზისზე აშშ-ის მთავრობის პასუხი აბსოლუტური კატასტროფა იყო" - აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 1 615 ადამიანი გარდაიცვალა

აშშ-ში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 621 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 309 550-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ „ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის“ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 1 615 ადამიანი დაიღუპა და ფატალური შემთხვევების რიცხვმა 78 795-ს მიაღწია.

აშშ-ის ექს-პრეზიდენტი ბარაქ ობამა აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რეაქცია კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ „აბსოლუტური ქაოტური კატასტროფა“ იყო.

მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბარაქ ობამამ თავისი ყოფილი ადმინისტრაციის წევრებთან პირად სატელეფონო საუბარში განაცხადა.

„ამ გლობალურ კრიზისზე პასუხი საუკეთესო მთავრობების პირობებშიც კი, ცუდი იქნებოდა, თუმცა ამ შემთხვევაში, რეაქცია აბსოლუტური ქაოტური კატასტროფა იყო,“ - აღნიშნა ექს-პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის აპირებს რაც შეიძლება მეტი დრო დახარჯოს აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატის ჯო ბაიდენის მხარდასაჭერად.

„მოახლოებული არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ცალკეულ პიროვნებას ან პოლიტიკურ პარტიას კი არ ვებრძვით, არამედ გრძელვადიან ტენდენციებს, სადაც ეგოისტობა, კლანურობა, განცალკავება და სხვების მტრებად აღქმა ამერიკული ცხოვრების ძლიერი იმპულსი გახდა. სწორედ ამიტომ, რაც შეიძლება მეტ დროს დავხარჯავ და რაც შეიძლება ძლიერად ვიბრძოლებ ჯო ბაიდენისთვის,“- აღნიშნა ობამამ.

რაც შეეხება გლობალურ მონაცემებს, მსოფლიოში კორონავირუსის 4 მილიონზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 279 000-მდე ადამიანი.

ევროპა COVID-19-ის შოკიდან გამოდის - რომელ ქვეყანაში რა შეზღუდვა მოიხსნა და რა ეკრძალებათ მოქალაქეებს

კარანტინის შემსუბუქებიდან ერთი თვის შემდეგ, უხანში კორონავირუსის ახალი კლასტერი გაჩნდა

რუსეთში "ალუმინის ომების" ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს - რა აკავშირებდა ანატოლი ბიკოვს ბიძინა ივანიშვილთან