სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"დღეს გვქონდა პიკი, ქვეყანაში 1 328 კვლევა ჩატარდა და იქიდან 16 ახალი შემთხვევა გვაქვს " - ამირან გამყრელიძე
"დღეს გვქონდა პიკი, ქვეყანაში 1 328 კვლევა ჩატარდა და იქიდან 16 ახალი შემთხვევა გვაქვს " - ამირან გამყრელიძე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დობ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძის გან­ცხა­დე­ბით, ქვე­ყა­ნა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა 32% ქვე­მო ქარ­თლზე მო­დის.

რო­გორც მარ­ნე­ულ­ში მიმ­დი­ნა­რე შეხ­ვედ­რა­ზე გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა, 107 შემ­თხვე­ვაა და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ბოლ­ნის­ში, 48 - თეთ­რი­წყა­რო­ში, 33 კი მარ­ნე­ულ­ში.

"ქვე­მო ქარ­თლმა შე­ად­გი­ნა 32% მთე­ლი ქვეყ­ნის და­ზი­ა­ნე­ბის, ანუ 189 შემ­თხვე­ვა გვაქვს დღე­ის­თვის მთლი­ა­ნად. ეს გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლია მარ­ნე­ულ­ში, ბოლ­ნის­სა და თეთ­რი­წყა­რო­ში, ჯერ­ჯე­რო­ბით. იცით, რომ ძა­ლი­ან გვე­ში­ნია, რომ რუს­თავ­ში არ გაგ­ვე­პა­როს რამე, ერთი შემ­თხვე­ვაა და ამის სა­შიშ­რო­ე­ბა არის. გარ­კვე­უ­ლად კონ­ტროლ­დე­ბა წალ­კა და დმა­ნი­სი. თეთ­რი­წყა­რო­ში გვაქვს 48, ბოლ­ნის­ში 107 და მარ­ნე­ულ­ში 33 და­დე­ბი­თი შემ­თხვე­ვა", - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, დღეს ქვე­ყა­ნა­ში ამ დრო­ის­თვის რე­კორ­დუ­ლი - 1328 ტეს­ტი ჩა­ტარ­და.

"დღეს გვქონ­და პიკი, ქვე­ყა­ნა­ში 1 328 კვლე­ვა ჩა­ტარ­და და იქი­დან ახა­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს 16. აქე­დან 4 არის მარ­ნე­ულ­ში, 4 თეთ­რი­წყა­რო, მაგ­რამ თეთ­რი­წყა­რო მიბ­მუ­ლია ასე­ვე მარ­ნე­უ­ლის სას­წრა­ფოს­თან. რა­ღაც და­მა­ტე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნდა მო­ვი­ფიქ­როთ, უფრო უნდა გამ­კაცრ­დეს შიგ­ნით რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით, მაქ­სი­მა­ლუ­რად უნდა გა­მო­ვავ­ლი­ნოთ ეს ხალ­ხი, გა­და­ვიყ­ვა­ნოთ სამ­კურ­ნა­ლოდ, რომ არ გავ­რცელ­დეს ინ­ფექ­ცია", - აღ­ნიშ­ნა გამ­ყრე­ლი­ძემ.

ცნო­ბის­თვის, მარ­ნე­უ­ლის მე­რი­ა­ში შეხ­ვედ­რას და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე, მისი მო­ად­გი­ლე პა­ა­ტა იმ­ნა­ძე, ცენ­ტრის გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი ხა­თუ­ნა ზა­ხაშ­ვი­ლი, ქვე­მო ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტო­რი შოთა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი, მარ­ნე­უ­ლის მერი ზაურ დარ­გა­ლი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვ ა ხ ო ბიჭიკოსშვილი
4

პიკი გვქონია! მაშ გაუმარჯოს გივი ნოდიას! კაცს კორონასთან უბადლო მებრძოლს. ... ცხვარი მელასთან ვერასდროს ვერ ძოვს და ამ ბრძოლაში მსაჯი მგელია, საკბილო, თუ შემოელია.

პლატო
6

აკი პლატოზე ვართო?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"დღეს გვქონდა პიკი, ქვეყანაში 1 328 კვლევა ჩატარდა და იქიდან 16 ახალი შემთხვევა გვაქვს " - ამირან გამყრელიძე

"დღეს გვქონდა პიკი, ქვეყანაში 1 328 კვლევა ჩატარდა და იქიდან 16 ახალი შემთხვევა გვაქვს " - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით დაავადებულთა 32% ქვემო ქართლზე მოდის.

როგორც მარნეულში მიმდინარე შეხვედრაზე გამყრელიძემ აღნიშნა, 107 შემთხვევაა დაფიქსირებული ბოლნისში, 48 - თეთრიწყაროში, 33 კი მარნეულში.

"ქვემო ქართლმა შეადგინა 32% მთელი ქვეყნის დაზიანების, ანუ 189 შემთხვევა გვაქვს დღეისთვის მთლიანად. ეს განაწილებულია მარნეულში, ბოლნისსა და თეთრიწყაროში, ჯერჯერობით. იცით, რომ ძალიან გვეშინია, რომ რუსთავში არ გაგვეპაროს რამე, ერთი შემთხვევაა და ამის საშიშროება არის. გარკვეულად კონტროლდება წალკა და დმანისი. თეთრიწყაროში გვაქვს 48, ბოლნისში 107 და მარნეულში 33 დადებითი შემთხვევა", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში ამ დროისთვის რეკორდული - 1328 ტესტი ჩატარდა.

"დღეს გვქონდა პიკი, ქვეყანაში 1 328 კვლევა ჩატარდა და იქიდან ახალი შემთხვევა გვაქვს 16. აქედან 4 არის მარნეულში, 4 თეთრიწყარო, მაგრამ თეთრიწყარო მიბმულია ასევე მარნეულის სასწრაფოსთან. რაღაც დამატებით ღონისძიებები უნდა მოვიფიქროთ, უფრო უნდა გამკაცრდეს შიგნით რაღაც თვალსაზრისით, მაქსიმალურად უნდა გამოვავლინოთ ეს ხალხი, გადავიყვანოთ სამკურნალოდ, რომ არ გავრცელდეს ინფექცია", - აღნიშნა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, მარნეულის მერიაში შეხვედრას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე, ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მერი ზაურ დარგალი ესწრებოდნენ.

ქუთაისში კორპუსის ფასადი ჩამოინგრა - ჩამონგრეული მასალა გამვლელს დაეცა

"სარფში დაკავებულ პირს COVID-19 დაუდასტურდა..." - სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება

გვირილობის დღისადმი მიძღვნილი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აქცია