სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ჩემი შვილები ინციდენტს არ შესწრებიან... ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში" - რას ამბობს დავით ცინარიძის მეუღლე ოჯახურ სკანდალზე
"ჩემი შვილები ინციდენტს არ შესწრებიან... ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში" - რას ამბობს დავით ცინარიძის მეუღლე ოჯახურ სკანდალზე

28 აპ­რილს, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი და­ვით ცი­ნა­რი­ძე მო­რიგ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას თით­ქმის და­ვი­წყე­ბუ­ლი ჰყავ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი კად­რი, რომ­ლის კა­რი­ე­რაც რამ­დე­ნი­მე წლის წინ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს შე­ე­წი­რა.

და­ვით ცი­ნა­რი­ძე ამ­ჯე­რად სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ოჯა­ხუ­რი სკან­და­ლის გამო მო­ექ­ცა. შსს-ს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ცი­ნა­რი­ძეს ბრალ­დე­ბა მე­უღ­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის და მუ­ქა­რის ფაქ­ტზე წა­რედ­გი­ნა. უწყე­ბის ცნო­ბით­ვე, ცი­ნა­რი­ძე და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის მო­მენ­ტში ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, რა დრო­საც ცე­ცხსას­რო­ლი ია­რა­ღი გა­ის­რო­ლა. და­კა­ვე­ბუ­ლი და­ვით ცი­ნა­რი­ძე ბრალს არ აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 151-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლის "დ" ქვე­პუნ­ქტით, 126-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ მუ­ქა­რა­სა და ძა­ლა­დო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მე­დი­ას­თან არ კონ­ტაქ­ტობ­და და­ვით ცი­ნა­რი­ძის მე­უღ­ლე მა­ნა­ნა ბო­ლო­თაშ­ვი­ლი, თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, გა­მო­ნაკ­ლი­სი AMBEBI.GE-სთან და­უშ­ვა:

- დღეს შე­მო­ვე­დი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოკ­ვლე­ვა, თქვენს კი­თხვებს ამ ეტაპ­ზე ამომ­წუ­რა­ვად ვერ ვუ­პა­სუ­ხებ. მად­ლო­ბას გიხ­დით თა­ნად­გო­მი­სათ­ვის.

- თავს რო­გორ გრძნობთ?

- რო­გორც აღ­ვნიშ­ნე ფი­ზი­კუ­რი და­ზი­ა­ნე­ბა არ მი­მი­ღია, ვარ ჯან­მრთე­ლად. ჩემი შვი­ლე­ბი ინ­ცი­დენტს არ შეს­წრე­ბი­ან და კარ­გად არი­ან. ვაგ­რძე­ლებთ ცხოვ­რე­ბას ჩვე­ულ რიტ­მში.

- შე­გიძ­ლი­ათ, რომ მომ­ხდა­რი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას და მძი­მე კა­რან­ტი­ნულ ყო­ფას და­აბ­რა­ლოთ?

- ჩემ­თვის თვი­თი­ზო­ლა­ცია შე­საძ­ლებ­ლო­ბაა ჩემს სამ სამ­ყა­როს­თან, ჩემს შვი­ლებ­თან ერ­თად გა­ვა­ტა­რო დრო. ერ­თად ვა­ცხობთ, ვხა­ტავთ, ვუვ­ლით ჩემს ყვა­ვი­ლე­ბის ბაღს, სა­ღა­მო­ო­ბით ვსა­უბ­რობთ იმ წიგ­ნებ­ზე, რომ­ლებ­საც კი­თხუ­ლო­ბენ. ასე­ვე ვას­რუ­ლებ დის­ტან­ცი­უ­რად ჩემს სამ­სა­ხუ­რებ­რივ მო­ვა­ლე­ო­ბას.

და­ვით ცი­ნა­რი­ძე და მა­ნა­ნა ბო­ლო­თაშ­ვი­ლი თით­ქმის 15 წე­ლია ერ­თად არი­ან. წყვილს სამი შვი­ლი ჰყავთ. რო­დე­საც ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი წლე­ბის წინ სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, მა­შინ მე­უღ­ლემ მხარ­დამ­ჭე­რი პოს­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

ლუხო
1

მინდა ყველა ქალბატონი და ვაჟბატონი დაუკვირდეს ამ ლექსის შინაარს, რომელიც ჩემს მეუღლეს მიუძღვენი და რომელთანაც 83 წლის თანაცხოვრებით დიდი ოჯახი შექმენით.და ეს დიდი ღვაწლი მის სულს განანათლებს იმ ქვეყანაში: ჩემ ც. გ-ს სამოცდასამჯერ თორმეტი თვე, დღეებს არ ვითვლი,სამოცდასამი გაზაფხული, ზაფხულ, ზამთარიდა არ ყოფილა ამდენ გზაზე, ერთი დღეც თითქმისარ ყოფილიყო ჩემი გული შენით გამთბარი. დამემოწმება არსთგამრიგე, რომ არ ვიგონებშენით ვიყავი ამაყიც და სვებედნიერი,შენი თვალები მკარნახობდნენ ლექსის სტრიქონებს,და ნაფიქრალსაც ჰქონდა მუდამ შენი იერი. დრო ვერ დაითვლის საამური რამდენი გითქვამს,არ დაიშურე საალერსო სიტყვაც რამდენი,რა იქნებოდა დალოცვილო თუნდ ერთი სიტყვა,წამოგცდენოდა ერთი სიტყვა , გულის სატკენიც.. . . ასე მგონია, როცა გული სკდება ბოღმისგან,რამე საწყენის გახსენება -შვებას მომგვრიდა. 22/06/16.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ჩემი შვილები ინციდენტს არ შესწრებიან... ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში" - რას ამბობს დავით ცინარიძის მეუღლე ოჯახურ სკანდალზე

"ჩემი შვილები ინციდენტს არ შესწრებიან... ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში" - რას ამბობს დავით ცინარიძის მეუღლე ოჯახურ სკანდალზე

28 აპრილს, საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსი დავით ცინარიძე მორიგ სკანდალში გაეხვა. საზოგადოებას თითქმის დავიწყებული ჰყავდა "ქართული ოცნების" ერთ-ერთი კადრი, რომლის კარიერაც რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ ვიდეოს შეეწირა.

დავით ცინარიძე ამჯერად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ოჯახური სკანდალის გამო მოექცა. შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსანი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ცინარიძეს ბრალდება მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის და მუქარის ფაქტზე წარედგინა. უწყების ცნობითვე, ცინარიძე დანაშაულის ჩადენის მომენტში ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რა დროსაც ცეცხსასროლი იარაღი გაისროლა. დაკავებული დავით ცინარიძე ბრალს არ აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით, 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და ძალადობას გულისხმობს.

მედიასთან არ კონტაქტობდა დავით ცინარიძის მეუღლე მანანა ბოლოთაშვილი, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, გამონაკლისი AMBEBI.GE-სთან დაუშვა:

- დღეს შემოვედი სოციალურ ქსელში. იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოკვლევა, თქვენს კითხვებს ამ ეტაპზე ამომწურავად ვერ ვუპასუხებ. მადლობას გიხდით თანადგომისათვის.

- თავს როგორ გრძნობთ?

- როგორც აღვნიშნე ფიზიკური დაზიანება არ მიმიღია, ვარ ჯანმრთელად. ჩემი შვილები ინციდენტს არ შესწრებიან და კარგად არიან. ვაგრძელებთ ცხოვრებას ჩვეულ რიტმში.

- შეგიძლიათ, რომ მომხდარი თვითიზოლაციას და მძიმე კარანტინულ ყოფას დააბრალოთ?

- ჩემთვის თვითიზოლაცია შესაძლებლობაა ჩემს სამ სამყაროსთან, ჩემს შვილებთან ერთად გავატარო დრო. ერთად ვაცხობთ, ვხატავთ, ვუვლით ჩემს ყვავილების ბაღს, საღამოობით ვსაუბრობთ იმ წიგნებზე, რომლებსაც კითხულობენ. ასევე ვასრულებ დისტანციურად ჩემს სამსახურებრივ მოვალეობას.

დავით ცინარიძე და მანანა ბოლოთაშვილი თითქმის 15 წელია ერთად არიან. წყვილს სამი შვილი ჰყავთ. როდესაც ყოფილი სამართალდამცავი წლების წინ სკანდალში გაეხვა, მაშინ მეუღლემ მხარდამჭერი პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 652-მდე გაიზარდა

"სხვათაშორის, კახეთი, საიდანაც ხათუნაა, ე.წ. მწვანე ზონაა, ჩემი რაჭაც მწვანეა და პაატას გურიაც" - ამირან გამყრელიძე

"მეუღლე მიყვებოდა - პარკში ერთი ბავშვი მეორეს ჩაეხუტა, დედები ცდილობდნენ ისინი ერთმანეთს მოეწყვიტათ... ძნელი საყურებელია" - იმნაძე