სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ
პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში მათი ექი­მის და­ინ­ფი­ცი­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას არ ადას­ტუ­რე­ბენ. რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კლი­ნი­კის სა­მე­დი­ცი­ნო დი­რექ­ტორ­მა, ლალი ტუ­რძე­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, თსსუ-ს პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზით რამ­დე­ნი­მე მე­დი­კო­სი მკურ­ნა­ლობს, თუმ­ცა მათი ექი­მი არც ერთი არ არის.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ კლი­ნი­კა კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბა­ზე გა­და­ვი­და, ტუ­რძე­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა ისე­დაც აღ­ნიშ­ნულ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობ­და.

"ჩვე­ნი კლი­ნი­კის ექიმს კო­რო­ნა­ვირუ­სი არ აქვს და ისე ჩვენ­თან ბევ­რი მე­დი­კო­სი წევს სხვა­დას­ხვა კლი­ნი­კი­დან.

კა­რან­ტინს რაც შე­ე­ხე­ბა, ჩვენს კლი­ნი­კა­ში ისე­დაც არის კა­რან­ტი­ნი - დღეს შევ­ცვა­ლეთ „სტა­ფი“, რო­მე­ლიც ბოლო 2 კვი­რა მუ­შა­ობ­და. ტეს­ტე­ბი გა­ვუ­კე­თეთ, ყვე­ლა უარ­ყო­ფი­თია და ბი­ნა­ზე გა­ვუშ­ვით. ახლა ახა­ლი ნა­კა­დი შე­მო­ვიყ­ვა­ნეთ შემ­დე­გი 2 კვი­რით, შე­საძ­ლოა, 10 დღით დავ­ტო­ვოთ. ამა­თაც ჩა­ვუ­ტა­რეთ ტეს­ტი­რე­ბა.

ასეთ რე­ჟიმ­ში ვმუ­შა­ობთ, ტეს­ტი­რე­ბებს ვა­კე­თებთ, ახა­ლი არა­ფე­რია. ჩვე­ულ რე­ჟიმ­ში გან­ვაგ­რძობთ მუ­შა­ო­ბას, უბ­რა­ლოდ „სტა­ფი“ შევ­ცვა­ლეთ“, - გა­ნა­ცხა­და ტუ­რძე­ლა­ძემ.

ამას­თან, გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა ლე­ვან რა­ტი­ან­მაც. რო­გორც რა­ტი­ან­მა „პა­ლიტ­რა­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, „მა­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად კო­რო­ნა­ვირუ­სი კლი­ნი­კის არ­ცერთ თა­ნამ­შრო­მელს არ და­დას­ტუ­რე­ბია“.

"ტყუ­ი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აა. რაც გა­ვიხ­სე­ნით, კლი­ნი­კა­ში ეს სი­ტუ­ა­ცი­აა ყო­ველ­თვის. მა­სი­უ­რი ტეს­ტი­რე­ბის შე­დე­გად, არ­ცერ­თი გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრო­მელს არ და­დას­ტუ­რე­ბია", - აღ­ნიშ­ნა რა­ტი­ან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მათი ექიმის დაინფიცირების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განუცხადა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით რამდენიმე მედიკოსი მკურნალობს, თუმცა მათი ექიმი არც ერთი არ არის.

რაც შეეხება ინფორმაციას, რომ კლინიკა კარანტინის რეჟიმში მუშაობაზე გადავიდა, ტურძელაძის განმარტებით, საუნივერსიტეტო კლინიკა ისედაც აღნიშნულ რეჟიმში მუშაობდა.

"ჩვენი კლინიკის ექიმს კორონავირუსი არ აქვს და ისე ჩვენთან ბევრი მედიკოსი წევს სხვადასხვა კლინიკიდან.

კარანტინს რაც შეეხება, ჩვენს კლინიკაში ისედაც არის კარანტინი - დღეს შევცვალეთ „სტაფი“, რომელიც ბოლო 2 კვირა მუშაობდა. ტესტები გავუკეთეთ, ყველა უარყოფითია და ბინაზე გავუშვით. ახლა ახალი ნაკადი შემოვიყვანეთ შემდეგი 2 კვირით, შესაძლოა, 10 დღით დავტოვოთ. ამათაც ჩავუტარეთ ტესტირება.

ასეთ რეჟიმში ვმუშაობთ, ტესტირებებს ვაკეთებთ, ახალი არაფერია. ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ მუშაობას, უბრალოდ „სტაფი“ შევცვალეთ“, - განაცხადა ტურძელაძემ.

ამასთან, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმაც. როგორც რატიანმა „პალიტრანიუსს“ განუცხადა, „მასიური ტესტირების შედეგად კორონავირუსი კლინიკის არცერთ თანამშრომელს არ დადასტურებია“.

"ტყუილი ინფორმაციაა. რაც გავიხსენით, კლინიკაში ეს სიტუაციაა ყოველთვის. მასიური ტესტირების შედეგად, არცერთი განყოფილების თანამშრომელს არ დადასტურებია", - აღნიშნა რატიანმა.

"ჩხუბი ერისკაცებს შორის მოხდა... გარყვნილი ადამიანები გაყრილი მყავს ეპარქიიდან" - მეუფე იობი

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კიდევ გაიზარდა

"ბოდიშს გიხდით..." - ბიძინა კულუმბეგოვი თენგიზ ცერცვაძის კრიტიკას პასუხობს