ქეთი ლობჟანიძე წლებია საფრანგეთში, პარიზის ერთ-ერთი საავადმყოფოს ნეიროპედიატრიის განყოფილების ექიმი-პედიატრია. ჩვენი თანამემამულე ევროპის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნიდან გვაწვდის საინტერესო რეკომენდაციებსა და შეფასებებს COVID-19-თან დაკავშირებით:
"კარგი ამბები მაქვს! ახალი კვლევებით წინას შედეგები თავდაყირა დადგა!
- კოვიდ19-ით სიკვდილიანობა გაცილებით დაბალია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა! ფრანგული პასტერის ინსტიტუტის კვლევით იგი შეადგენს 0,53%-ს, გერმანელების მიხედვით 0,3%-ს, ამერიკელების- 1%.
- ბავშვები ვირუსის სწრაფი გამავრცელებლები რომ ჩანდნენ წინა კვლევებით, ახალმა, უფრო დახვეწილმა ეს ჰიპოთეზაც გააბათილა! ლიცეუმის ასაკის მოზარდებისგან მდარედ ვრცელდება, სავარაუდოდ 17%, ბავშვებისგან- თითქმის არა, ანუ გამორიცხვაც არ შეიძლება! 9 წლის ბავშვს კონტაქტი ქონდა 172 ადამიანთან(!), მისგან არავინ დაინფიცირებულა, საკუთარი და-ძმაც კი!
- ცხელ ქვეყნებში ვირუსი სწრაფად ვრცელდება, ამიტომ დათბობისას მისი მოშორების იმედი არ გვქონდა. ახალი კვლევებით SARS CoV-2 საკმაოდ სენსიტიური აღმოჩნდა ტემპერატურისა და ტენიანობის მიმართ. მაგ, ზედაპირებზე ვირუსის აქტიურობას ამცირებს ტენიანობის მატება- 21-24*-ზე 20% ტენიანობისას 18სთ ძლებს, 80%-ზე მხოლოდ 6სთ!
- ვირუსთან გამკლავებაში კოლექტიური იმუნიზაციის აუცილებლობაც ეჭვქვეშ დადგა. ახალი მონაცემებით ირკვევა, რომ 70%-ის იმუნიზებას თეორიულადაც ვერ მივაღწევთ. საფრანგეთში მწირი ტესტირების ფონზე 6% არის ჯერ იმუნიზებული, ანუ რეალურად კი იქნება მეტი, მაგრამ დასახელებული ციფრის 1/4-იც კი არ მგონია. შეზღუდვების მოხსნისას წამოვა მე-2 ტალღა, მაგრამ 70%-მდე მაინც ვერ მივალთ!
ასე რომ, მოიმარაგეთ ნიღბები, დაიცავით დისტანცია, ჰიგიენური ნორმები. ასე დავაღწევთ თავს ამ საძაგელ ინფექციას, სრულიად პლანეტა რომ ჩააგდო საგონებელში!" - წერს ლობჟანიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.
ეგ თქვენთვის და თქვენი წამყვანი ქვეყნისთვის არის სიახლე, თორემ ჩვენთან პაატა იმნაძის ერთი წლის შვილიშვილმა იცოდა ორი წლის წინ....
მართალია მე ვერაფერი ვერ გავიგე, მაგრამ ჯიგარი ხარ!!!