სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ არის ანემია საყურადღებო და რა კავშირი აქვს მას იმუნურ სისტემასთან?
რატომ არის ანემია საყურადღებო და რა კავშირი აქვს მას იმუნურ სისტემასთან?

ანე­მია მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და­ა­ვა­დე­ბაა და მჭიდ­რო კავ­შირ­შია ორ­გა­ნიზ­მის მნიშ­ვნე­ლო­ვან ფუნ­ქცი­ებ­თან, მათ შო­რის იმუ­ნუ­რი სის­ტე­მის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას­თან. რკი­ნის დე­ფი­ცი­ტის უყუ­რა­დღე­ბოდ და­ტო­ვე­ბამ, შე­იძ­ლე­ბა მრა­ვა­ლი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­უქ­მნას ჩვენს ჯან­მრთე­ლო­ბას.

რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის შე­სა­ხებ გვე­სა­უბ­რე­ბა ჰე­მა­ტო­ლო­გი­ი­სა და ტრანსფუ­ზი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე სამ­კურ­ნა­ლო დარ­გში, თსსუ პრო­ფე­სო­რი ნანა ლო­ლაშ­ვი­ლი

ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, რო­დის ვი­თარ­დე­ბა ანე­მია და რა ფუნ­ქცია აკის­რია ჰე­მოგ­ლო­ბინს?

ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის ფუნ­ქცია მოკ­ლედ ასე შეგ­ვიძ­ლია გა­მოვ­ხა­ტოთ: ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით ორ­გა­ნიზ­მი ჟანგბა­დით მა­რაგ­დე­ბა. ორ­გა­ნიზ­მში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კი სწო­რედ ჟანგბა­დის მოხ­მა­რე­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. რო­დე­საც ჰე­მოგ­ლო­ბინ­ში შე­მა­ვა­ლი რკი­ნის რა­ო­დე­ნო­ბა მცირ­დე­ბა, ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის ფუნ­ქცია ირ­ღვე­ვა და სწო­რედ ამ დროს ვი­თარ­დე­ბა რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია.

რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია ყვე­ლა­ზე ხში­რად (80-90% ში) გვხვდე­ბა ანე­მი­ებს შო­რის და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნიზ­მა­ცი­ის მო­ნა­ცე­მე­ბით ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბულ და­ა­ვა­დე­ბა­თა შო­რის პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს.

არ­სე­ბობს თუ არა კავ­ში­რი რკი­ნის მა­რაგ­სა და იმუ­ნი­ტეტს შო­რის?

დიახ, არ­სე­ბობს. რად­გა­ნაც რკი­ნის დე­ფი­ცი­ტი იწ­ვევს იმუ­ნი­ტე­ტის დაქ­ვე­ი­თე­ბას ყვე­ლა დო­ნე­ზე. რაც გა­ნა­პი­რო­ბებს ორ­გა­ნიზ­მის თავ­დაც­ვის რე­აქ­ცი­ე­ბის შე­სუს­ტე­ბას. თუ პა­ცი­ენტს აქვს ანე­მია, რკი­ნის დე­ფი­ცი­ტის აღ­მო­ფხვრის შემ­დეგ იმუ­ნი­ტე­ტი ნორ­მას უბ­რუნ­დე­ბა ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი ჩა­რე­ვის გა­რე­შე.

რა იწ­ვევს რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტულ ანე­მი­ას?

  • სხვავ­დას­ხვა მი­ზე­ზით გა­მოწ­ვე­უ­ლი სის­ხლდე­ნა. მა­გა­ლი­თად, საშ­ვი­ლოს­ნო­დან გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი სის­ხლდე­ნა
  • რკი­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ხარ­ჯვა, რო­მე­ლიც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლია ორ­სუ­ლო­ბის, ლაქ­ტა­ცი­ის, გარ­და­ტე­ხის ასაკ­ში სწრა­ფი ზრდის პე­რი­ოდ­ში, დიდი ფი­ზი­კუ­რი და გო­ნებ­რი­ვი დატ­ვირ­თვი­სას, ჭი­ე­ბით ინ­ვა­ზი­ი­სას.
  • რკი­ნის შე­წო­ვის დაქ­ვე­ი­თე­ბა: გას­ტრი­ტის, კო­ლი­ტის, კუ­ჭი­სა და წვრი­ლი ნაწ­ლა­ვის რე­ზექ­ცი­ის შე­დე­გად
  • რკი­ნით, ვი­ტა­მი­ნე­ბით და ცი­ლე­ბით ღა­რი­ბი ერ­თფე­რო­ვა­ნი კვე­ბა

რო­გორ ამო­ვიც­ნოთ ანე­მია, რა ნიშ­ნე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ის და რა სიმპტო­მებს უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა?

ანე­მია უფრო მე­ტად გა­ზა­ფხუ­ლის პე­რი­ოდ­ში იჩენს თავს და მის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სიმპტო­მე­ბი ად­ვი­ლად ამო­საც­ნო­ბია. ანე­მი­ის დროს ავად­მყო­ფე­ბი უჩი­ვი­ან სა­ერ­თო სი­სუს­ტეს, ად­ვი­ლად დაღ­ლას, თა­ვის ტკი­ვილს, თავ­ბრუს­ხვე­ვას, მეხ­სი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბას, გუ­ლის ფრი­ალს, ქვე­მო კი­დუ­რე­ბის შე­შუ­პე­ბას, ად­ვილ აგ­ზნე­ბა­დო­ბას, უძი­ლო­ბას, თმე­ბის ცვე­ნას, ფრჩხი­ლე­ბის მტვრე­ვას, შარ­დის შე­უ­კა­ვებ­ლო­ბას ხვე­ლე­ბი­სა და სი­ცი­ლის დროს.ზოგ­ჯერ ვი­თარ­დე­ბა ისე­თი უც­ნა­უ­რი ნიშ­ნე­ბი რო­გო­რი­ცაა: ყნოს­ვი­სა და გე­მოვ­ნე­ბის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა, ავად­მყო­ფებს მოს­წონთ ბენ­ზი­ნის, საპ­ნის, აცე­ტო­ნის სუნი. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გე­მოვ­ნე­ბის გა­უ­კუღ­მარ­თე­ბა, მხო­ლოდ რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მი­ის­თვის არის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი. ადა­მი­ანს უჩ­ნდე­ბა ცარ­ცის, მი­წის, უმი ფარ­შის, ბურ­ღუ­ლე­უ­ლის და ა.შ ჭა­მის მო­თხოვ­ნი­ლე­ბა.

არის თუ არა ანე­მი­ის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი რის­კის ჯგუ­ფე­ბის არ­სე­ბო­ბა?

ქა­ლებს რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ასაკ­ში ორ­ჯერ მეტი რკი­ნა სჭირ­დე­ბათ ვიდ­რე მა­მა­კა­ცებს. შე­სა­ბა­მი­სად ანე­მია უმე­ტეს­წი­ლად ქა­ლე­ბის ხვედ­რია, ასე­ვე მინ­და გა­მოვ­ყო ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ო­დი. თუმ­ცა ქა­ლებ­თან ერ­თად და­ა­ვა­დე­ბის რის­კის ჯგუფს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან ბავ­შვე­ბი და მო­ზარ­დე­ბი.

რა­ტომ არის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ორ­სუ­ლე­ბი­სათ­ვის ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის მაჩ­ვე­ნებ­ლის კონ­ტრო­ლი?

ორ­სუ­ლო­ბი­სას მო­თხვნი­ლე­ბა რკი­ნა­ზე მკვეთ­რად იმა­ტებს, ამი­ტომ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­სუ­ლო­ბის და­სა­წყის­ში ორ­სულს არ ჰქონ­დეს ანე­მია. მე­ო­რე ტრი­მესტრში (ორ­სუ­ლო­ბის მე IV-VI თვე) რკი­ნა­ზე მო­თხოვ­ნი­ლე­ბა 2-ჯერ არის მო­მა­ტე­ბუ­ლი, ხოლო მე­სა­მე ტრი­მესტრში (ორ­სუ­ლო­ბის VI-IX თვე) - 3 ჯერ. სამ­წუ­ხა­როდ ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ხში­რად ვი­თარ­დე­ბა ანე­მია რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს ორ­სუ­ლო­ბი­სა და მშო­ბი­ა­რო­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გარ­თუ­ლე­ბა, ახალ­შო­ბილ­თა ავა­დო­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის კუ­თხით.ორ­სუ­ლო­ბის დროს რკი­ნის გაზ­რდი­ლი მოხ­მა­რე­ბის გამო, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით რკი­ნა იკარ­გე­ბა და მისი რა­ო­დე­ნო­ბის შევ­სე­ბას ფი­ზი­ო­ლო­გი­ურ პი­რო­ბებ­ში 2 წელი სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ ორ­სუ­ლო­ბებს შო­რის 2 წელ­ზე ნაკ­ლე­ბი ინ­ტერ­ვა­ლის და ტყუ­პი ნა­ყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ანე­მი­ის გან­ვი­თა­რე­ბის საფრ­თხეს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა და­ბა­ლი ჰე­მოგ­ლო­ბი­ნის (რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია) გა­მოს­წო­რე­ბა მხო­ლოდ კვე­ბით?

საკ­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ მხო­ლოდ იმ დღის­თვის სა­ჭი­რო ან ცოტა მეტი რკი­ნის მი­ღე­ბა შეგ­ვიძ­ლია. ცხო­ვე­ლუ­რი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი­დან (მა­გა­ლი­თად წი­თე­ლი ხორ­ცი) ჩვენ ვი­ღებთ მისი შე­მად­გე­ნე­ლი რკი­ნის 30%-ს, მცე­ნა­რე­უ­ლი­დან კი­დევ უფრო ცო­ტას : მხო­ლოდ 3-5%-ს. არ­სე­ბობს პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან საკ­ვე­ბი­დან რკი­ნის შე­წო­ვას ესე­ნია: ყავა, ჩაი, რძე, ცხი­მი­ა­ნი ხორ­ცი, კალ­ცი­უ­მის პრე­პა­რა­ტე­ბი, ამი­ტომ ჩვენ პა­ცი­ენ­ტებს ვურ­ჩევთ ისი­ნი მი­ი­ღონ კვე­ბი­დან 2 სა­ა­თის შემ­დეგ. კვე­ბით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია მხო­ლოდ შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ რკი­ნის დონე, თუმ­ცა მკურ­ნა­ლო­ბას კვე­ბის კო­რექ­ცი­ით ვერ მო­ვახ­დენთ.

რო­გორ ხდე­ბა ანე­მი­ის მკურ­ნა­ლო­ბა?

ანე­მი­ის სამ­კურ­ნა­ლოდ უპი­რა­ტე­სო­ბა პე­რო­რა­ლურ, ანუ და­სა­ლევ პრე­პა­რა­ტებს ენი­ჭე­ბა. სრულ­ყო­ფი­ლი ეფექ­ტის­თვის მკურ­ნა­ლო­ბა და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა.რკი­ნის პრე­პა­რა­ტებს შო­რის გა­მოვ­ყოფ­დი ფე­რუმ-ლეკს, მი­ზე­ზი მარ­ტი­ვია: რო­დე­საც ანე­მი­ას ვმკურ­ნა­ლობთ, პრე­პა­რა­ტის შერ­ჩე­ვი­სას რა­მო­დე­ნი­მე ფაქ­ტორს ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას: ხა­რისხს, მყარ ეფექტს, უსაფრ­თხო­ე­ბას და ნაკ­ლებ გვერ­დით მოვ­ლე­ნებს. ყვე­ლა ამ თვალ­საზ­რი­სით ეს პრე­პა­რა­ტი ნამ­დვი­ლად გა­მოც­დი­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლია. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც პა­ცი­ენ­ტი სვამს ფე­რუმ - ლეკს, არ არ­სე­ბობს შემ­თხვე­ვი­თი მო­წამ­ვლის რის­კიც კი, ვი­ნა­ი­დან შე­ი­წო­ვე­ბა რკი­ნის მხო­ლოდ ის რა­ო­დე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ესა­ჭი­რო­ე­ბა ორ­გა­ნიზმს2. აღ­ნიშ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბის გამო ფე­რუმ-ლე­კის და­ნიშ­ვნა შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის პა­ცი­ენ­ტთან, მათ შო­რის ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­შიც (ორ­სუ­ლო­ბის IV თვი­დან, ანუ მე­ო­რე ტრი­მესტრი­დან). პა­ცი­ენ­ტის­თვის მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია ისიც, რომ ფე­რუმ-ლეკი არ ურ­თი­ერთქმე­დებს საკ­ვებ­თან და სხვა პრე­პა­რა­ტებ­თან, ამი­ტომ მისი მი­ღე­ბა არ არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი კვე­ბა­სა და სხვა პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზე. ტაბ­ლე­ტის და სირო­ფის ფორ­მის არ­სე­ბო­ბა სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს გა­მო­ვი­ყე­ნოთ ის რო­გორც მოზ­რდი­ლებ­ში, ასე­ვე ბავ­შვებ­შიც. ფე­რუმ ლეკი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა რო­გორც სამ­კურ­ნა­ლოდ, ასე­ვე პრო­ფი­ლაქ­ტი­კის მიზ­ნით.

დრო­უ­ლად დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლი და სწო­რად ნამ­კურ­ნა­ლე­ბი რკი­ნა­დე­ფი­ცი­ტუ­რი ანე­მია გან­კურ­ნე­ბა­დია და თა­ვი­დან აგ­ვა­ცი­ლებს ჯან­მრთე­ლო­ბის მრა­ვალ სე­რი­ო­ზულ გარ­თუ­ლე­ბას.

1.https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1924983/ 2. PiL of Products

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რატომ არის ანემია საყურადღებო და რა კავშირი აქვს მას იმუნურ სისტემასთან?

რატომ არის ანემია საყურადღებო და რა კავშირი აქვს მას იმუნურ სისტემასთან?

ანემია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა და მჭიდრო კავშირშია ორგანიზმის მნიშვნელოვან ფუნქციებთან, მათ შორის იმუნური სისტემის ფუნქციონირებასთან. რკინის დეფიციტის უყურადღებოდ დატოვებამ, შეიძლება მრავალი სერიოზული პრობლემა შეუქმნას ჩვენს ჯანმრთელობას.

რკინადეფიციტური ანემიის შესახებ გვესაუბრება ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, თსსუ პროფესორი ნანა ლოლაშვილი

ქალბატონო ნანა, როდის ვითარდება ანემია და რა ფუნქცია აკისრია ჰემოგლობინს?

ჰემოგლობინის ფუნქცია მოკლედ ასე შეგვიძლია გამოვხატოთ: ჰემოგლობინის საშუალებით ორგანიზმი ჟანგბადით მარაგდება. ორგანიზმში მიმდინარე პროცესების უმრავლესობა კი სწორედ ჟანგბადის მოხმარებაზეა დაფუძნებული. როდესაც ჰემოგლობინში შემავალი რკინის რაოდენობა მცირდება, ჰემოგლობინის ფუნქცია ირღვევა და სწორედ ამ დროს ვითარდება რკინადეფიციტური ანემია.

რკინადეფიციტური ანემია ყველაზე ხშირად (80-90% ში) გვხვდება ანემიებს შორის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზმაციის მონაცემებით ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა შორის პირველ ადგილს იკავებს.

არსებობს თუ არა კავშირი რკინის მარაგსა და იმუნიტეტს შორის?

დიახ, არსებობს. რადგანაც რკინის დეფიციტი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას ყველა დონეზე. რაც განაპირობებს ორგანიზმის თავდაცვის რეაქციების შესუსტებას. თუ პაციენტს აქვს ანემია, რკინის დეფიციტის აღმოფხვრის შემდეგ იმუნიტეტი ნორმას უბრუნდება ყოველგვარი დამატებითი ჩარევის გარეშე.

რა იწვევს რკინადეფიციტულ ანემიას?

  • სხვავდასხვა მიზეზით გამოწვეული სისხლდენა. მაგალითად, საშვილოსნოდან განვითარებული სისხლდენა
  • რკინის გაძლიერებული ხარჯვა, რომელიც დამახასიათებელია ორსულობის, ლაქტაციის, გარდატეხის ასაკში სწრაფი ზრდის პერიოდში, დიდი ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას, ჭიებით ინვაზიისას.
  • რკინის შეწოვის დაქვეითება: გასტრიტის, კოლიტის, კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექციის შედეგად
  • რკინით, ვიტამინებით და ცილებით ღარიბი ერთფეროვანი კვება

როგორ ამოვიცნოთ ანემია, რა ნიშნებით ხასიათდება ის და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ანემია უფრო მეტად გაზაფხულის პერიოდში იჩენს თავს და მისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ადვილად ამოსაცნობია. ანემიის დროს ავადმყოფები უჩივიან საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, მეხსიერების დაქვეითებას, გულის ფრიალს, ქვემო კიდურების შეშუპებას, ადვილ აგზნებადობას, უძილობას, თმების ცვენას, ფრჩხილების მტვრევას, შარდის შეუკავებლობას ხველებისა და სიცილის დროს.ზოგჯერ ვითარდება ისეთი უცნაური ნიშნები როგორიცაა: ყნოსვისა და გემოვნების გაუკუღმართება, ავადმყოფებს მოსწონთ ბენზინის, საპნის, აცეტონის სუნი. აღსანიშნავია, რომ გემოვნების გაუკუღმართება, მხოლოდ რკინადეფიციტური ანემიისთვის არის დამახასიათებელი. ადამიანს უჩნდება ცარცის, მიწის, უმი ფარშის, ბურღულეულის და ა.შ ჭამის მოთხოვნილება.

არის თუ არა ანემიისთვის დამახასიათებელი რისკის ჯგუფების არსებობა?

ქალებს რეპროდუქციულ ასაკში ორჯერ მეტი რკინა სჭირდებათ ვიდრე მამაკაცებს. შესაბამისად ანემია უმეტესწილად ქალების ხვედრია, ასევე მინდა გამოვყო ორსულობის პერიოდი. თუმცა ქალებთან ერთად დაავადების რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან ბავშვები და მოზარდები.

რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორსულებისათვის ჰემოგლობინის მაჩვენებლის კონტროლი?

ორსულობისას მოთხვნილება რკინაზე მკვეთრად იმატებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ორსულობის დასაწყისში ორსულს არ ჰქონდეს ანემია. მეორე ტრიმესტრში (ორსულობის მე IV-VI თვე) რკინაზე მოთხოვნილება 2-ჯერ არის მომატებული, ხოლო მესამე ტრიმესტრში (ორსულობის VI-IX თვე) - 3 ჯერ. სამწუხაროდ ორსულობის პერიოდში ხშირად ვითარდება ანემია რამაც შეიძლება გამოიწვიოს ორსულობისა და მშობიარობის მიმდინარეობის გართულება, ახალშობილთა ავადობა, განსაკუთრებით ინფექციური დაავადებების კუთხით.ორსულობის დროს რკინის გაზრდილი მოხმარების გამო, დიდი რაოდენობით რკინა იკარგება და მისი რაოდენობის შევსებას ფიზიოლოგიურ პირობებში 2 წელი სჭირდება. ამიტომ ორსულობებს შორის 2 წელზე ნაკლები ინტერვალის და ტყუპი ნაყოფის შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ანემიის განვითარების საფრთხეს.

შესაძლებელია თუ არა დაბალი ჰემოგლობინის (რკინადეფიციტური ანემია) გამოსწორება მხოლოდ კვებით?

საკვების საშუალებით ჩვენ მხოლოდ იმ დღისთვის საჭირო ან ცოტა მეტი რკინის მიღება შეგვიძლია. ცხოველური საკვები პროდუქტებიდან (მაგალითად წითელი ხორცი) ჩვენ ვიღებთ მისი შემადგენელი რკინის 30%-ს, მცენარეულიდან კიდევ უფრო ცოტას : მხოლოდ 3-5%-ს. არსებობს პროდუქტები, რომლებიც ხელს უშლიან საკვებიდან რკინის შეწოვას ესენია: ყავა, ჩაი, რძე, ცხიმიანი ხორცი, კალციუმის პრეპარატები, ამიტომ ჩვენ პაციენტებს ვურჩევთ ისინი მიიღონ კვებიდან 2 საათის შემდეგ. კვებით ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევინარჩუნოთ რკინის დონე, თუმცა მკურნალობას კვების კორექციით ვერ მოვახდენთ.

როგორ ხდება ანემიის მკურნალობა?

ანემიის სამკურნალოდ უპირატესობა პერორალურ, ანუ დასალევ პრეპარატებს ენიჭება. სრულყოფილი ეფექტისთვის მკურნალობა დაახლოებით 3 თვის განმავლობაში გრძელდება.რკინის პრეპარატებს შორის გამოვყოფდი ფერუმ-ლეკს, მიზეზი მარტივია: როდესაც ანემიას ვმკურნალობთ, პრეპარატის შერჩევისას რამოდენიმე ფაქტორს ვაქცევთ ყურადღებას: ხარისხს, მყარ ეფექტს, უსაფრთხოებას და ნაკლებ გვერდით მოვლენებს. ყველა ამ თვალსაზრისით ეს პრეპარატი ნამდვილად გამოცდილი და გამორჩეულია. მაგალითად, როდესაც პაციენტი სვამს ფერუმ - ლეკს, არ არსებობს შემთხვევითი მოწამვლის რისკიც კი, ვინაიდან შეიწოვება რკინის მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც ესაჭიროება ორგანიზმს2. აღნიშნული თვისებების გამო ფერუმ-ლეკის დანიშვნა შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის პაციენტთან, მათ შორის ორსულობის პერიოდშიც (ორსულობის IV თვიდან, ანუ მეორე ტრიმესტრიდან). პაციენტისთვის მოსახერხებელია ისიც, რომ ფერუმ-ლეკი არ ურთიერთქმედებს საკვებთან და სხვა პრეპარატებთან, ამიტომ მისი მიღება არ არის დამოკიდებული კვებასა და სხვა პრეპარატების მიღებაზე. ტაბლეტის და სიროფის ფორმის არსებობა საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ ის როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებშიც. ფერუმ ლეკი გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე პროფილაქტიკის მიზნით.

დროულად დიაგნოსტირებული და სწორად ნამკურნალები რკინადეფიციტური ანემია განკურნებადია და თავიდან აგვაცილებს ჯანმრთელობის მრავალ სერიოზულ გართულებას.

1.https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC1924983/ 2. PiL of Products

R

“კამპა” ყოველი გაყიდული წვენიდან თანხის ნაწილს StopCoV ფონდში გადარიცხავს

Mastercard-ი საქართველოს მასშტაბით, მედპერსონალის უფასო, ინდივიდუალურ ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს

Galaxy A51: საუკეთესო ბიუჯეტური სმარტფონი Samsung-ისგან