სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს
"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ნანი ბრეგ­ვა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი - შვი­ლიშ­ვი­ლი ლე­ვან საყ­ვა­რე­ლი­ძე და მისი მე­უღ­ლე, ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­ლე­დი ფუფა გოგ­ლი­ძე, რომ­ლე­ბიც კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს ჩა­კე­ტი­ლი სა­ზღვრე­ბის გამო სა­ქარ­თვე­ლო­დან შორს აღ­მოჩ­ნდნენ, სამ­შობ­ლო­ში ხვალ ბრუნ­დე­ბი­ან.

ლე­ვან საყ­ვა­რე­ლი­ძე ნანი ბრეგ­ვა­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი და ეკა მა­მა­ლა­ძის უფ­რო­სი შვი­ლია. ფუფა და ლე­ვა­ნი რამ­დე­ნი­მე წე­ლია და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან და სა­ერ­თო შვი­ლი - 5 წლის ნიკო ჰყავთ.

მარ­ტის და­სა­წყის­ში, უფ­რო­სი შვი­ლის სა­ნა­ხა­ვად ურუგ­ვა­ი­ში წა­სულ ფუფა გოგ­ლი­ძეს, სამ­შობ­ლო­ში და­საბ­რუ­ნებ­ლად თით­ქმის ერ­თკვი­რი­ა­ნი ლო­დი­ნი, ელ­ჩე­ბის დახ­მა­რე­ბა და სპე­ცი­ა­ლუ­რად ურუგ­ვაი-არ­გენ­ტი­ნის სა­ზღვრის გახ­სნაც კი დას­ჭირ­და.

- ჩემი უფ­რო­სი შვი­ლი ტა­ტი­ა­ნა გე­თია ურუგ­ვა­ი­ში ცხოვ­რობს და მას­თან ვა­პი­რებ­დი გა­ზა­ფხულ­ზე წას­ვლას. ფრე­ნა რამ­დენ­ჯერ­მე გა­დავ­დე და ბო­ლოს 4 მარტს, სა­ქარ­თვე­ლო­დან მად­რიდ­ში გავფრინ­დით. ჩემ­თან ერ­თად იყ­ვნენ ჩემი და ეკა გოგ­ლი­ძე და მე­უღ­ლე - ლე­ვან საყ­ვა­რე­ლი­ძე. მარ­თა­ლია, სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე შე­მო­სუ­ლი იყო კო­რო­ნა­ვირუ­სი, მაგ­რამ ასე­თი პა­ნი­კა არ იყო.

ფუფა გოგ­ლი­ძის უფ­რო­სი შვი­ლი, ტა­ტი­ა­ნა

თავ­და­პირ­ვე­ლად მად­რიდ­ში ჩავფრინ­დით, ორი დღე ვი­ყა­ვით, მუ­შა­ობ­და ყვე­ლა­ფე­რი, ვერც წარ­მო­ვიდ­გენ­დი თუ ასე ჩა­ი­კე­ტე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი. უბ­რა­ლოდ, აე­რო­პორ­ტში რამ­დე­ნი­მე პირ­ბა­დი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი შეგ­ვხვდა.

- უმ­ცრო­სი შვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ტო­ვეთ?

- დიახ, თა­ვი­დან ვნა­ნობ­დი, მაგ­რამ ახლა ვხვდე­ბი, რომ ასე უკე­თე­სი იყო. 6 მარტს მად­რი­დი­დან მონ­ტე­ვი­დე­ო­ში ჩავფრინ­დი შვილ­თან, 26 აპ­რილს უკან უნდა გა­მოვფრე­ნი­ლი­ყა­ვით. 12 აპ­რი­ლამ­დე ძა­ლი­ან კარ­გად ვა­ტა­რებ­დით დროს, ურუგ­ვა­ი­ში ჯერ არ იყო კო­რო­ნა­ვირუ­სი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და ყვე­ლა­ფე­რი მუ­შა­ობ­და.

ურუგ­ვა­ი­ში რომ ჩა­ვე­დით, იქ ზა­ფხუ­ლი იყო, ახლა იწყე­ბა იქ ზამ­თრის პე­რი­ო­დი. ლე­ვა­ნის, ჩემი მე­უღ­ლის და­ბა­დე­ბის დღეც იქ აღ­ვნიშ­ნეთ. ჩვენ­სა­ვით იქაც უყ­ვართ დიდი ქორ­წი­ლე­ბი და ერთ-ერთ 500-კა­ცი­ან ქორ­წილ­ში, მად­რი­დი­დან სტუმ­რად ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რი ქალი ჩა­მო­ვი­და, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის მა­ტა­რე­ბე­ლი იყო და ხალ­ხს გა­დას­დო. ასე გავ­რცელ­და ურუგ­ვა­ი­ში. ხალ­ხს მან­ქა­ნებ­ზე ამ ქა­ლის ფო­ტო­ე­ბი ჰქონ­და აკ­რუ­ლი წარ­წე­რით - "რას გვერ­ჩო­დი" და ქა­ლაქ­ში ასე და­დი­ოდ­ნენ.

- ალ­ბათ მა­ლე­ვე და­ი­წყეთ ფიქ­რი დაბ­რუ­ნე­ბა­ზე?

- დიახ, იტა­ლია-ეს­პა­ნე­თის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ზაფ­რუ­ლე­ბი ძა­ლი­ან ცუდ დღე­ში აღ­მოვ­ჩნდი. თა­ვი­დან უმ­ცრო­სი შვი­ლი ბე­ბი­ებ­თან - ეკა მა­მა­ლა­ძეს­თან და ნანი ბრეგ­ვა­ძეს­თან იყო, მაგ­რამ ასე გა­მო­კე­ტილს ბავ­შვს ძა­ლი­ან უჭირ­და. ძიძა კა­ხე­ლი ჰყავს და კა­ხეთ­ში გა­ვუშ­ვი მას­თან. აკა­კი წე­რე­თე­ლი­ვით გა­ვა­ძი­ძე, კა­ხეთ­შია დღემ­დე.

ერ­თია, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნი მი­დი­ხარ სა­დღაც და იცი, რომ დაბ­რუნ­დე­ბი, თუნ­დაც სამ თვე­ში და ნა­ხავ შვილს, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მქონ­და რა მოხ­დე­ბო­და, რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბო­დით. სა­ზღვრე­ბი სრუ­ლად ჩა­ი­კე­ტა და 20 აპ­რი­ლი­დან უკვე სა­ში­ნე­ლი პა­ნი­კა მქონ­და. შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, უკან ვე­რა­ნა­ი­რი გზით ვერ ვბრუნ­დე­ბო­დით. ბო­ლოს სა­ო­ცა­რი მარ­შრუ­ტი ავარ­ჩი­ეთ და ვფიქ­რობ, რომ გავ­რის­კეთ, მაგ­რამ ღირ­და.

ამ საქ­მე­ში ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ორი ქვეყ­ნის ელ­ჩე­ბი - არ­გენ­ტი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელჩი ირაკ­ლი ყუ­რაშ­ვი­ლი, ეს­პა­ნეთ­ში ჩვე­ნი ელჩი ირაკ­ლი გი­ორ­გა­ძე, რომ­ლე­ბიც ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გობ­რე­ბი არი­ან. მი­ნის­ტრი და­ვით ზალ­კა­ნი­ა­ნი, სა­ოც­რად პატ­რო­ნობს ყვე­ლა ქარ­თველს, რომ­ლე­ბიც ასე ჩარ­ჩნენ სა­ზღვარ­გა­რეთ. ასე­ვე ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენ კონ­სულს ურუგ­ვა­ი­ში სო­ფიო ვე­კუ­ას. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლა ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბი­ან, რომ არა ჩვე­ნი მთავ­რო­ბა და სა­გა­ე­რო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, მე ახლა ისევ იქ ვიქ­ნე­ბო­დი. მარ­თლაც საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან!

- რო­გორ ბრუნ­დე­ბით ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- ურუგ­ვა­ი­დან არ­გენ­ტი­ნა­ში გა­და­ვე­დით. არ­გენ­ტი­ნი­დან მად­რიდ­ში და ხვალ თბი­ლის­ში მოვფრი­ნავთ. მაგ­რამ ასე მარ­ტი­ვად არ ყო­ფი­ლა ყვე­ლა­ფე­რი. ირაკ­ლი ყუ­რაშ­ვილ­მა, ელჩმა, ურუგ­ვაი-არ­გენ­ტი­ნის და­კე­ტი­ლი სა­ზღვა­რი გა­ახ­სნე­ვი­ნა ჩვენ გამო. სა­ზღვრამ­დეც 4 სა­ა­თი ვი­ა­რეთ მან­ქა­ნით, სა­დაც ჩვე­ნი ელჩი და კონ­სუ­ლი დაგ­ვხვდნენ. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა იყო ჩვენ დაბ­რუ­ნე­ბა­ზე, რად­გან თვლიდ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ არ იყო საკ­მა­რი­სი სა­ბუ­თე­ბი, რაც გვქონ­და. ერ­თა­დერ­თი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი, რო­მელ­საც ით­ვა­ლის­წი­ნებ­დნენ, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ტო­ვე­ბუ­ლი ჩემი 5 წლის შვი­ლი იყო.

- ახლა მად­რიდ­ში ხართ?

- დიახ, ჩვე­ნი ელჩი ირაკ­ლი გი­ორ­გა­ძე დაგ­ხვდა და დაგ­ვა­ბი­ნა­ვა. ხვალ მოვფრი­ნავთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. არ ვიცი, კო­რო­ნი­ა­ნი ჩა­მო­ვალ თუ კო­რო­ნას გა­რე­შე, უკვე არ მა­ინ­ტე­რე­სებს, ისე მინ­და დაბ­რუ­ნე­ბა ჩემს ქვე­ყა­ნა­ში და ჩემ შვილ­თან! სა­ვა­რა­უ­დოდ, კა­რან­ტინ­ში გაგ­ვიშ­ვე­ბენ, მაგ­რამ მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლო­ში ვიქ­ნე­ბი და ორ კვი­რა­ში ჩემ შვილ­საც ვნა­ხავ.

ახლა კარ­გად ვართ ყვე­ლა. ურუგ­ვა­ი­ში ყოფ­ნი­სას ერთ დღეს ჩემ­მა შვილ­მა თქვა, ვერ ვარ კარ­გა­დო და სას­წრა­ფო­ში დავ­რე­კეთ, შე­ვავ­სეთ სპე­ცი­ა­ლუ­რი ფორ­მა და მე­ო­რე დღეს მო­ვიდ­ნენ და ცხვი­რი­დან ნა­ცხი აუ­ღეს. სა­ბედ­ნი­ე­როდ პა­სუ­ხი უარ­ყო­ფი­თი მო­ვი­და.

ნანი ბრეგ­ვა­ძე შვი­ლიშ­ვილ­თან, ლე­ვან საყ­ვა­რე­ლი­ძეს­თან ერ­თად

- თბი­ლის­ში ეკა და ქალ­ბა­ტო­ნი ნანი ალ­ბათ ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­დნენ...

- ნანი ყო­ველ­დღე გვი­რე­კავ­და... ძა­ლი­ან ნერ­ვი­უ­ლობ­და, ამ­ბობ­და, ვლო­ცუ­ლობ თქვენ­თვის და ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბაო! რო­გორ მე­ნატ­რე­ბო­და ჩემი შვი­ლი ხომ ხვდე­ბით, იმა­საც კი ვფიქ­რობ­დი, ახლა კო­რო­ნა რომ და­მე­მარ­თოს, აქ, უცხო ქვე­ყა­ნა­ში, ცო­ცხა­ლი თუ დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში-მეთ­ქი?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს

ნანი ბრეგვაძის ოჯახის წევრები - შვილიშვილი ლევან საყვარელიძე და მისი მეუღლე, ცნობილი ბიზნესლედი ფუფა გოგლიძე, რომლებიც კორონავირუსის დროს ჩაკეტილი საზღვრების გამო საქართველოდან შორს აღმოჩნდნენ, სამშობლოში ხვალ ბრუნდებიან.

ლევან საყვარელიძე ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის უფროსი შვილია. ფუფა და ლევანი რამდენიმე წელია დაქორწინებულები არიან და საერთო შვილი - 5 წლის ნიკო ჰყავთ.

მარტის დასაწყისში, უფროსი შვილის სანახავად ურუგვაიში წასულ ფუფა გოგლიძეს, სამშობლოში დასაბრუნებლად თითქმის ერთკვირიანი ლოდინი, ელჩების დახმარება და სპეციალურად ურუგვაი-არგენტინის საზღვრის გახსნაც კი დასჭირდა.

- ჩემი უფროსი შვილი ტატიანა გეთია ურუგვაიში ცხოვრობს და მასთან ვაპირებდი გაზაფხულზე წასვლას. ფრენა რამდენჯერმე გადავდე და ბოლოს 4 მარტს, საქართველოდან მადრიდში გავფრინდით. ჩემთან ერთად იყვნენ ჩემი და ეკა გოგლიძე და მეუღლე - ლევან საყვარელიძე. მართალია, საქართველოში უკვე შემოსული იყო კორონავირუსი, მაგრამ ასეთი პანიკა არ იყო.

ფუფა გოგლიძის უფროსი შვილი, ტატიანა

თავდაპირველად მადრიდში ჩავფრინდით, ორი დღე ვიყავით, მუშაობდა ყველაფერი, ვერც წარმოვიდგენდი თუ ასე ჩაიკეტებოდა ყველაფერი. უბრალოდ, აეროპორტში რამდენიმე პირბადიანი ადამიანი შეგვხვდა.

- უმცროსი შვილი საქართველოში დატოვეთ?

- დიახ, თავიდან ვნანობდი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ასე უკეთესი იყო. 6 მარტს მადრიდიდან მონტევიდეოში ჩავფრინდი შვილთან, 26 აპრილს უკან უნდა გამოვფრენილიყავით. 12 აპრილამდე ძალიან კარგად ვატარებდით დროს, ურუგვაიში ჯერ არ იყო კორონავირუსი დაფიქსირებული და ყველაფერი მუშაობდა.

ურუგვაიში რომ ჩავედით, იქ ზაფხული იყო, ახლა იწყება იქ ზამთრის პერიოდი. ლევანის, ჩემი მეუღლის დაბადების დღეც იქ აღვნიშნეთ. ჩვენსავით იქაც უყვართ დიდი ქორწილები და ერთ-ერთ 500-კაციან ქორწილში, მადრიდიდან სტუმრად ცნობილი დიზაინერი ქალი ჩამოვიდა, რომელიც კორონავირუსის ინფექციის მატარებელი იყო და ხალხს გადასდო. ასე გავრცელდა ურუგვაიში. ხალხს მანქანებზე ამ ქალის ფოტოები ჰქონდა აკრული წარწერით - "რას გვერჩოდი" და ქალაქში ასე დადიოდნენ.

- ალბათ მალევე დაიწყეთ ფიქრი დაბრუნებაზე?

- დიახ, იტალია-ესპანეთის მდგომარეობით დაზაფრულები ძალიან ცუდ დღეში აღმოვჩნდი. თავიდან უმცროსი შვილი ბებიებთან - ეკა მამალაძესთან და ნანი ბრეგვაძესთან იყო, მაგრამ ასე გამოკეტილს ბავშვს ძალიან უჭირდა. ძიძა კახელი ჰყავს და კახეთში გავუშვი მასთან. აკაკი წერეთელივით გავაძიძე, კახეთშია დღემდე.

ერთია, როდესაც ადამიანი მიდიხარ სადღაც და იცი, რომ დაბრუნდები, თუნდაც სამ თვეში და ნახავ შვილს, მაგრამ წარმოდგენაც კი არ მქონდა რა მოხდებოდა, როდის დავბრუნდებოდით. საზღვრები სრულად ჩაიკეტა და 20 აპრილიდან უკვე საშინელი პანიკა მქონდა. შეუძლებელი იყო, უკან ვერანაირი გზით ვერ ვბრუნდებოდით. ბოლოს საოცარი მარშრუტი ავარჩიეთ და ვფიქრობ, რომ გავრისკეთ, მაგრამ ღირდა.

ამ საქმეში ჩართულები იყვნენ ორი ქვეყნის ელჩები - არგენტინაში საქართველოს ელჩი ირაკლი ყურაშვილი, ესპანეთში ჩვენი ელჩი ირაკლი გიორგაძე, რომლებიც ჩემი ბავშვობის მეგობრები არიან. მინისტრი დავით ზალკანიანი, საოცრად პატრონობს ყველა ქართველს, რომლებიც ასე ჩარჩნენ საზღვარგარეთ. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენ კონსულს ურუგვაიში სოფიო ვეკუას. ეს ადამიანები მართლა ყველას ეხმარებიან, რომ არა ჩვენი მთავრობა და საგაერო საქმეთა სამინისტრო, მე ახლა ისევ იქ ვიქნებოდი. მართლაც საქმის პროფესიონალები არიან!

- როგორ ბრუნდებით ახლა საქართველოში?

- ურუგვაიდან არგენტინაში გადავედით. არგენტინიდან მადრიდში და ხვალ თბილისში მოვფრინავთ. მაგრამ ასე მარტივად არ ყოფილა ყველაფერი. ირაკლი ყურაშვილმა, ელჩმა, ურუგვაი-არგენტინის დაკეტილი საზღვარი გაახსნევინა ჩვენ გამო. საზღვრამდეც 4 საათი ვიარეთ მანქანით, სადაც ჩვენი ელჩი და კონსული დაგვხვდნენ. სერიოზული პრობლემა იყო ჩვენ დაბრუნებაზე, რადგან თვლიდნენ ადგილობრივი წარმომადგენლები, რომ არ იყო საკმარისი საბუთები, რაც გვქონდა. ერთადერთი მთავარი მიზეზი, რომელსაც ითვალისწინებდნენ, საქართველოში დატოვებული ჩემი 5 წლის შვილი იყო.

- ახლა მადრიდში ხართ?

- დიახ, ჩვენი ელჩი ირაკლი გიორგაძე დაგხვდა და დაგვაბინავა. ხვალ მოვფრინავთ საქართველოში. არ ვიცი, კორონიანი ჩამოვალ თუ კორონას გარეშე, უკვე არ მაინტერესებს, ისე მინდა დაბრუნება ჩემს ქვეყანაში და ჩემ შვილთან! სავარაუდოდ, კარანტინში გაგვიშვებენ, მაგრამ მთავარია, საქართველოში ვიქნები და ორ კვირაში ჩემ შვილსაც ვნახავ.

ახლა კარგად ვართ ყველა. ურუგვაიში ყოფნისას ერთ დღეს ჩემმა შვილმა თქვა, ვერ ვარ კარგადო და სასწრაფოში დავრეკეთ, შევავსეთ სპეციალური ფორმა და მეორე დღეს მოვიდნენ და ცხვირიდან ნაცხი აუღეს. საბედნიეროდ პასუხი უარყოფითი მოვიდა.

ნანი ბრეგვაძე შვილიშვილთან, ლევან საყვარელიძესთან ერთად

- თბილისში ეკა და ქალბატონი ნანი ალბათ ძალიან ნერვიულობდნენ...

- ნანი ყოველდღე გვირეკავდა... ძალიან ნერვიულობდა, ამბობდა, ვლოცულობ თქვენთვის და ყველაფერი კარგად იქნებაო! როგორ მენატრებოდა ჩემი შვილი ხომ ხვდებით, იმასაც კი ვფიქრობდი, ახლა კორონა რომ დამემართოს, აქ, უცხო ქვეყანაში, ცოცხალი თუ დავბრუნდები საქართველოში-მეთქი?!

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტყუპზე ორსული ია ჩანტლაძე იტალიელ ქმარს კორონავირუსმა დააშორა - "ველოდებით საზღვრების გახსნას, რომ ისევ შევძლოთ ერთად ყოფნა"

ირინა შეიკი პუტინის წიგნით ხელში - ფოტო, რომლის გამოც რუს მოდელს ქართველებმა ონლაინ-თავდასხმა მოუწყვეს