ავტორი:

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღებისათვის 3 დღე დარჩა

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღებისათვის 3 დღე დარჩა

საქართველოში ყველაზე წარმატებულ ლიტერატურულ კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ განაცხადების მიღების დრო იწურება. მონაწილეობის მსურველებს, განაცხადის გასაგზავნად, 3 დღე დარჩათ.

კონკურსზე, რომლის მთავარი მიზანი ქართველი მწერლების პოპულარიზაცია და ახალი, ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა-ხელშეწყობაა, განაცხადების მიღება 1-ელ აპრილს დაიწყო და 1-ლი მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

მათ, ვისაც წერა უყვარს და ფიქრობს, რომ ეს კარგად გამოსდის; მათ, ვინც საკუთარ წიგნსა და წარმატებულ სამწერლო კარიერაზე ოცნებობს, შეუძლიათ, ოცნება რეალობად აქციოს.

კონკურსს გამომცემლობა „პალიტრა L” მე-4 წელია ატარებს. გასული სამი სეზონის გამარჯვებულებს მკითხველი უკვე იცნობს და რაც ყველაზე მთავარია, ეს ავტორები აგრძელებენ წერას.

გამარჯვების შემდგომ, დებიუტანტ ავტორებს ჰქონდათ წიგნის პრეზენტაციები, არა მარტო თბილისში, არამედ მონაწილეობას იღებდნენ ბიბლუსის „დიდ ლიტერატურულ ტურნეში“, მიწვეულნი იყვნენ სხვადასხვა ტელე- და რადიოგადაცემაში, უნივერსიტეტებში.

ახლა ისინი რეალური ბესტსელერები არიან და და მათმა გაყიდვებმა ქართულ ლიტერატურაში გაყიდვების რეკორდებიც მოხსნა.

ამჯერად, ასპარეზი კიდევ ერთხელ ეთმობა, როგორც დამწყებ, ასევე უკვე შემდგარ მწერლებს.

კონკურსზე მიიღება მხოლოდ რომანი. ჟანრი და თემატიკა თავისუფალია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, 18 წლის ასაკიდან.

კონკურსის წესები და პირობები

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეერთე თავი)

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ ხმის მიცემა დაიწყო

გახსოვს, ბოლოს როდის შეამჩნიე, რა საოცრად გიყვება სამყაროს  ამბავს გულყვითელა ჩიტი შენს ფანჯარასთან...