სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რას გულისხმობს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა
რას გულისხმობს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღე­ი­დან, 27 აპ­რი­ლი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის პირ­ვე­ლი ეტა­პი ამოქ­მედ­და. რაც გუ­ლის­ხმობს, რომ დაშ­ვე­ბუ­ლია:

მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა

  • ტაქ­სე­ბის ოპე­რი­რე­ბა;
  • ონ­ლა­ინ ვაჭ­რო­ბა (სა­ბი­თუ­მო და სა­ცა­ლო)
  • მი­ტა­ნის მომ­სა­ხუ­რე­ბა ნე­ბის­მი­ერ პრო­დუქტზე
  • ღია ტი­პის აგ­რა­რუ­ლი ბაზ­რე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა

პრე­მი­ე­რის პრესს­პი­კე­რის, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი მო­იხ­სნე­ბა მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, გარ­და იმ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­სა და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ერ­თე­უ­ლე­ბი­სა, სა­დაც და­წე­სე­ბუ­ლია მკაც­რი სა­კა­რან­ტი­ნო შე­ზღუდ­ვე­ბი.

"ამას­თან, ხაზ­გას­მით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი ეხე­ბა იმ კომ­პა­ნი­ებს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს და ობი­ექ­ტებს, რომ­ლე­ბიც აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ შე­მუ­შა­ვე­ბულ წე­სებს", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა.

ამას­თა­ნა­ვე, რო­გორც ცნო­ბი­ლია, 15 აპ­რი­ლის 21:00 სა­ა­თი­დან აკ­რძა­ლუ­ლია თბი­ლის­ში, რუს­თავ­ში, ბა­თუმ­ში და ქუ­თა­ის­ში შეს­ვლა და ამ ქა­ლა­ქე­ბი­დან გას­ვლა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მოქ­მე­დე­ბის ვა­დით. თუმ­ცა, 27 და 28 აპ­რილს, სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით, და­საშ­ვე­ბია აღ­ნიშ­ნულ დიდ ქა­ლა­ქებ­ში შეს­ვლა და ამ ქა­ლა­ქე­ბი­დან გას­ვლა მხო­ლოდ ფაქ­ტობ­რივ სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით.

ამას­თან, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე, შე­საძ­ლოა, ხე­ლახ­ლა და­წეს­დეს მოხ­სნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი, ასე­ვე ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი ეტა­პის ამოქ­მე­დე­ბის ვადა გა­და­ი­ხე­დოს.

"27 და 28 აპ­რილს, სა­გა­მო­ნაკ­ლი­სო წე­სით, და­საშ­ვე­ბია აღ­ნიშ­ნულ დიდ ქა­ლა­ქებ­ში შეს­ვლა და ამ ქა­ლა­ქე­ბი­დან გას­ვლა ფაქ­ტობ­რივ სა­ცხოვ­რე­ბელ მი­სა­მარ­თზე დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით და არა სხვა მიზ­ნე­ბით, ხაზს ვუს­ვამ - მხო­ლოდ ფაქ­ტობ­რივ მი­სა­მარ­თზე დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით. აქვე უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ამ ქა­ლა­ქებ­ში შეს­ვლა და გას­ვლა, რე­გის­ტრი­რე­ბულ, იუ­რი­დი­ულ მი­სა­მარ­თზე დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით, მოქ­მე­დი რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, შე­საძ­ლე­ბე­ლია ნე­ბის­მი­ერ დროს. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში და­წე­სე­ბუ­ლი ყვე­ლა სხვა შე­ზღუდ­ვა ძა­ლა­ში რჩე­ბა. მათ შო­რის, ძა­ლა­ში რჩე­ბა

კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის მოქ­მე­დე­ბა 21:00 სა­ა­თი­დან 06:00 სა­ა­თამ­დე.

ამას­თან, კვლავ გვსურს გან­ვა­ცხა­დოთ, რომ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი ვი­თა­რე­ბის ანა­ლი­ზის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლოა მოხ­დეს რო­გორც მოხ­სნი­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის ხე­ლახ­ლა და­წე­სე­ბა, ასე­ვე ყო­ვე­ლი შემ­დგო­მი ეტა­პის ამოქ­მე­დე­ბის ვა­დის გა­და­ხედ­ვა",- აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
qeta
4

კომენდანტის საათი ცოტა რომ დაიხვეწოს და საღამოს საათმა ათისთვის გადაიწიოს და მერეც ზაფხულშიც კიდევ ერთი საათით გადაწევა და შესანიშნავი იქნება საერთოდაც ტუ არ გაუქმდება ძლის არ მიწყნარდა გრეობები ღამე უაზროდ მამქანების ბღუილი რბენა უსაქმოდ უსაქმურთა ბირჟები

ქეთი
0

ქალაქში შემოსვლა რომ აკრძალულია, ბაზრებში ვინ უნდა შეიტანოს პროდუქტი??

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რას გულისხმობს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

რას გულისხმობს შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

დღეიდან, 27 აპრილიდან, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი ამოქმედდა. რაც გულისხმობს, რომ დაშვებულია:

მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება

  • ტაქსების ოპერირება;
  • ონლაინ ვაჭრობა (საბითუმო და საცალო)
  • მიტანის მომსახურება ნებისმიერ პროდუქტზე
  • ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობა

პრემიერის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვები მოიხსნება მთელი ქვეყნის მასშტაბით, გარდა იმ მუნიციპალიტეტებისა და ადმინისტრაციული ერთეულებისა, სადაც დაწესებულია მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

"ამასთან, ხაზგასმით აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ეხება იმ კომპანიებს, დაწესებულებებს და ობიექტებს, რომლებიც აკმაყოფილებენ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ წესებს", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთანავე, როგორც ცნობილია, 15 აპრილის 21:00 საათიდან აკრძალულია თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით. თუმცა, 27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა მხოლოდ ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა, ხელახლა დაწესდეს მოხსნილი შეზღუდვები, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადა გადაიხედოს.

"27 და 28 აპრილს, საგამონაკლისო წესით, დასაშვებია აღნიშნულ დიდ ქალაქებში შესვლა და ამ ქალაქებიდან გასვლა ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დაბრუნების მიზნით და არა სხვა მიზნებით, ხაზს ვუსვამ - მხოლოდ ფაქტობრივ მისამართზე დაბრუნების მიზნით. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ქალაქებში შესვლა და გასვლა, რეგისტრირებულ, იურიდიულ მისამართზე დაბრუნების მიზნით, მოქმედი რეგულაციის მიხედვით, შესაძლებელია ნებისმიერ დროს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება. მათ შორის, ძალაში რჩება

კომენდანტის საათის მოქმედება 21:00 საათიდან 06:00 საათამდე.

ამასთან, კვლავ გვსურს განვაცხადოთ, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე შესაძლოა მოხდეს როგორც მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესება, ასევე ყოველი შემდგომი ეტაპის ამოქმედების ვადის გადახედვა",- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

"პატრა საიდუმლოს გაგიმხელთ, ყოველთვის ინფექციონისტი არ ვიყავი... ეს სფერო ფილმებითა და წიგნებით შევარჩიე" - თენგიზ ცერცვაძე

"უახლოესი ერთი კვირა, შეიძლება, კორონავირუსის შემთხვევებმა მოიმატოს - გემუდარებით, დავრჩეთ სახლში!" - თენგიზ ცერცვაძე

"ახლა ჯანმო არ იტყვის კახური ღვინო შველისო, მაგრამ..." - როგორ ხსნის ცნობილი თელაველი კახეთის მწვანე ზონად დარჩენის ფაქტს