სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს
"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის მწარ­მო­ე­ბე­ლი ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი კომ­პა­ნია დო­ნალდ ტრამ­პის წუ­ხან­დე­ლი ბრი­ფინ­გის შემ­დეგ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. Lysol and Dettol მო­სახ­ლე­ო­ბას მო­უ­წო­დებს, რომ ხსნა­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა მხო­ლოდ ზე­და­პი­რუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის­თვის არის შე­საძ­ლე­ბე­ლი და მათი და­ლე­ვა ან ორ­გა­ნიზ­მში სხვა გზით მოხ­ვედ­რა მომ­წამ­ვლე­ლი და ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ძა­ლი­ან სა­ში­შია.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რის სხე­უ­ლის ზე­და­პირ­ზე დიდ­მა მოხ­მა­რე­ბა­მაც შე­საძ­ლოა, და­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს და მისი „ინექ­ცი­ის სა­ხით მი­ღე­ბა ან და­ლე­ვა კა­ტე­გო­რი­უ­ლად აკ­რძა­ლუ­ლია".

ცნო­ბის­თვის, აშშ-ის პრეზ­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა გუ­შინ წარ­მოთ­ქვა ვა­რა­უ­დი, რომ ინექ­ცი­ით სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რის ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნამ, შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სის­გან გან­კურ­ნე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს.

რო­გორც BBC წერს, თეთრ სახ­ლში გუ­შინ კო­რო­ნა­ვირუ­სის პრე­ვენ­ცი­ის სა­მუ­შაო ჯგუფ­მა ოფი­ცი­ა­ლუ­რად წა­რად­გინ­და კვლე­ვის შე­დე­გი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მზის სხი­ვე­ბის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ და მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სი უფრო სწრა­ფად სუს­ტდე­ბა. კვლე­ვამ ასე­ვე აჩ­ვე­ნა, რომ მა­თეთ­რე­ბე­ლი სა­რე­ცხი და სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი ვირუსს 5 წუთ­ში კლავს.

აშშ-ის მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, უი­ლი­ამ ბრა­ი­ან­მა რო­დე­საც ტრამპს და აშშ-ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს კვლე­ვის შე­დე­გი გა­აც­ნო, ასე­ვე ისიც აღ­ნიშ­ნა, რომ ასეთ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან უდი­დე­სი სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნაა სა­ჭი­რო. ტრამპმა კი მას ურ­ჩია, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კვლე­ვა ჩა­ა­ტა­რონ.

მან ურ­ჩია მე­დი­კო­სებს, რომ გა­მოს­ცა­დონ ულტრა­ი­ის­ფე­რი სხი­ვე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა მისი ორ­გა­ნიზ­მში შეყ­ვა­ნით.

"და კი­დევ, მე ვხე­დავ სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რომ­ლე­ბიც ერთ წუთ­ში კლა­ვენ ვირუსს. არ­სე­ბობს რა­ი­მე გზა, რომ ეს ინექ­ცი­ით შე­ვიყ­ვა­ნოთ ორ­გა­ნიზ­მში და ყვე­ლა­ფე­რი გა­ვა­სუფ­თა­ვოთ? სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამის შე­მოწ­მე­ბა“, - თქვა ტრამპმა.

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
0

კიდევ კარგი დაწერეთ, თორემ ბაიანი ხელში მქონდა და ხელიდან გამივარდა სიმონ... მარა, იქნებ ჯობდა მომესწრო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

"მათი დალევა ან ორგანიზმში მოხვედრა ძალიან საშიშია" - ტრამპის განცხადების შემდეგ სადეზინფექციო ხსნარების კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს

სადეზინფექციო ხსნარების მწარმოებელი ერთ-ერთი წამყვანი კომპანია დონალდ ტრამპის წუხანდელი ბრიფინგის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. Lysol and Dettol მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ხსნარების გამოყენება მხოლოდ ზედაპირული დამუშავებისთვის არის შესაძლებელი და მათი დალევა ან ორგანიზმში სხვა გზით მოხვედრა მომწამვლელი და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.

კომპანიის ინფორმაციით, სადეზინფექციო ხსნარის სხეულის ზედაპირზე დიდმა მოხმარებამაც შესაძლოა, დაზიანება გამოიწვიოს და მისი „ინექციის სახით მიღება ან დალევა კატეგორიულად აკრძალულია".

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ წარმოთქვა ვარაუდი, რომ ინექციით სადეზინფექციო ხსნარის ორგანიზმში შეყვანამ, შესაძლოა, კორონავირუსისგან განკურნება გამოიწვიოს.

როგორც BBC წერს, თეთრ სახლში გუშინ კორონავირუსის პრევენციის სამუშაო ჯგუფმა ოფიციალურად წარადგინდა კვლევის შედეგი, რომლის მიხედვითაც, მზის სხივების ზემოქმედების ქვეშ და მაღალ ტემპერატურაზე კორონავირუსი უფრო სწრაფად სუსტდება. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მათეთრებელი სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები ვირუსს 5 წუთში კლავს.

აშშ-ის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, უილიამ ბრაიანმა როდესაც ტრამპს და აშშ-ის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს კვლევის შედეგი გააცნო, ასევე ისიც აღნიშნა, რომ ასეთ საშუალებებთან უდიდესი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო. ტრამპმა კი მას ურჩია, რომ ამ მიმართულებით კვლევა ჩაატარონ.

მან ურჩია მედიკოსებს, რომ გამოსცადონ ულტრაიისფერი სხივების ეფექტურობა მისი ორგანიზმში შეყვანით.

"და კიდევ, მე ვხედავ სადეზინფექციო საშუალებებს, რომლებიც ერთ წუთში კლავენ ვირუსს. არსებობს რაიმე გზა, რომ ეს ინექციით შევიყვანოთ ორგანიზმში და ყველაფერი გავასუფთავოთ? საინტერესო იქნება ამის შემოწმება“, - თქვა ტრამპმა.

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

რუსეთში ორ არასრულწლოვან გოგოს, რომლებიც კარანტინის რეჟიმის დროს გააუპატიურეს, იზოლაციის წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამოუწერეს

მსოფლიოს ქალი ლიდერები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიას წარმატებით ებრძვიან