სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე, პატრულმაც გამაჩერა და..." - კომენდანტის საათის დროს დაბადებული ნანატრი შვილის ამბავი
"სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე, პატრულმაც გამაჩერა და..." - კომენდანტის საათის დროს დაბადებული ნანატრი შვილის ამბავი

"დიდი მჭევ­რმე­ტყვე­ლე­ბით არ გა­მო­ვირ­ჩე­ვი, რო­გორც ოპე­რა­ტორს, კა­მე­რის უკან დგო­მა მირ­ჩევ­ნია" - მი­თხრა რეს­პონ­დენ­ტმა გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძემ, მაგ­რამ ვფიქ­რობ, სა­კუ­თარ გან­ცდებ­ზე - სი­ხა­რულ­სა და ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე, მას­ზე უკეთ ვე­რა­ვინ მო­მიყ­ვე­ბო­და.

ეს ინ­ტერ­ვი­უც ამის დას­ტუ­რია. გი­ორ­გი ძო­წე­ნი­ძე რამ­დე­ნი­მე დღის წინ მამა გახ­და. მარ­თა­ლია, მშო­ბი­ა­რო­ბა მომ­დევ­ნო დღეს იყო და­გეგ­მი­ლი, მაგ­რამ პა­ტა­რა ევამ მშობ­ლე­ბი­სა და ექი­მე­ბის გეგ­მა არაფ­რად ჩა­აგ­დო და კო­მენ­დან­ტის სა­ა­თის დროს გა­და­წყვი­ტა და­ბა­დე­ბა...

- ღა­მის 3 სა­ათ­ზე ჩემი მე­უღ­ლე თიკა დარ­ბა­ი­სე­ლი მაღ­ვი­ძებს, მშო­ბი­ა­რო­ბა და­მე­წყოო. არ მახ­სოვს, რო­გორ ჩა­ვიც­ვი და მან­ქა­ნა­ში რო­გორ ჩავ­სხე­დით. თიკა არ იყო კარ­გად, ამი­ტომ გი­ჟი­ვით გავ­რბო­დი - სიჩ­ქა­რე­საც გა­და­ვა­ჭარ­ბე, წი­თელ­ზეც გა­ვი­ა­რე და პატ­რუ­ლიც ამე­დევ­ნა. მა­ნიშ­ნა, გა­ა­ჩე­რეო.

გა­ვა­ჩე­რე, მაგ­რამ სა­ნამ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი ჩვენს მან­ქა­ნას მო­უ­ახ­ლოვ­დე­ბო­და, მე გა­და­ვე­დი - მე­უღ­ლე მყავს ცუ­დად და სამ­შო­ბი­ა­რო­ში გავ­რბი­ვართ-მეთ­ქი. აღა­რა­ფე­რი უკი­თხავთ - მიდი, ჩქა­რა, და­ჯე­ქი და მი­გა­ცი­ლებთ სამ­შო­ბი­ა­რომ­დეო, მი­თხრეს. მან­ქა­ნა­ში ჩავ­ჯე­ქი, სარ­კე­ში პატ­რულს გავ­ხე­დე და სა­ნამ გა­და­მის­წრებ­და, ეტყო­ბა, პრო­ფე­სი­უ­ლი ხედ­ვა ჩა­მერ­თო - წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გო­რი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კად­რე­ბის გა­და­ღე­ბა შე­მეძ­ლო ამ მო­მენ­ტის და­სა­მახ­სოვ­რებ­ლად.

ასე შე­მო­ვი­ნა­ხე ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი და ამა­ღელ­ვე­ბე­ლი წუ­თე­ბი. მო­მა­ვალ­ში ევას ვაჩ­ვე­ნებთ, რო­დის მო­უ­წია ამ­ქვეყ­ნად მოვ­ლე­ნამ და რა ამ­ბე­ბი გა­ვი­ა­რეთ მის და­ბა­დე­ბამ­დე.

სამ­შო­ბი­ა­რო­ში რომ მი­ვე­დით, პატრ­ულმა, აგა­ცი­ლო­თო? - მკი­თხა. ვი­ცო­დი, არ ამიშ­ვებ­დნენ, ამი­ტომ ვუ­თხა­რი, არა, მაგ­რამ იქ­ნებ და­მე­ლო­დოთ, თი­კას დავ­ტო­ვებ და ახ­ლა­ვე ჩა­მო­ვალ-მეთ­ქი. მინ­დო­და, გა­მეც­ნო და მად­ლო­ბა გა­და­მე­ხა­და, მაგ­რამ როცა ჩა­მო­ვე­დი, წა­სუ­ლე­ბი დამ­ხვდნენ. შევ­წუხ­დი, მაგ­რამ ეკი­პა­ჟის ნო­მე­რი მახ­სოვ­და - 7310. დავ­რე­კე 112-ში, მო­ვუ­ყე­ვი, რაც მოხ­და და ეკი­პა­ჟის წევ­რე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი ვკი­თხე, მაგ­რამ არ მი­თხრეს - არ გვაქვს უფ­ლე­ბა, თუმ­ცა არ იდარ­დოთ, მად­ლო­ბას ჩვენ გა­დავ­ცემ­თო... წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
paata
4

გაგიზარდოს ღმერთმა ძმაო სასახელო ქართველი... ვაჟკაცებს ღმერთი გოგებს ჩუქნის პირველად))) პატრულის ეკიპაჯსაც მადლობა. 

მიშა
1

ჯანმრთელობას, ბედნიერებას და დიდ სიხარულს გისურვებთ მთელ ოჯახს, ღმერთმა გაგიზარდოთ პატარა ევა ჯანმრთელი და სასახელო.საპატრულო ეკიპაჯსაც დიდ მადლობას ვუხდი ასეთი გულისხმიერებისთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე, პატრულმაც გამაჩერა და..." - კომენდანტის საათის დროს დაბადებული ნანატრი შვილის ამბავი

"სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე, პატრულმაც გამაჩერა და..." - კომენდანტის საათის დროს დაბადებული ნანატრი შვილის ამბავი

"დიდი მჭევრმეტყველებით არ გამოვირჩევი, როგორც ოპერატორს, კამერის უკან დგომა მირჩევნია" - მითხრა რესპონდენტმა გიორგი ძოწენიძემ, მაგრამ ვფიქრობ, საკუთარ განცდებზე - სიხარულსა და ბედნიერებაზე, მასზე უკეთ ვერავინ მომიყვებოდა.

ეს ინტერვიუც ამის დასტურია. გიორგი ძოწენიძე რამდენიმე დღის წინ მამა გახდა. მართალია, მშობიარობა მომდევნო დღეს იყო დაგეგმილი, მაგრამ პატარა ევამ მშობლებისა და ექიმების გეგმა არაფრად ჩააგდო და კომენდანტის საათის დროს გადაწყვიტა დაბადება...

- ღამის 3 საათზე ჩემი მეუღლე თიკა დარბაისელი მაღვიძებს, მშობიარობა დამეწყოო. არ მახსოვს, როგორ ჩავიცვი და მანქანაში როგორ ჩავსხედით. თიკა არ იყო კარგად, ამიტომ გიჟივით გავრბოდი - სიჩქარესაც გადავაჭარბე, წითელზეც გავიარე და პატრულიც ამედევნა. მანიშნა, გააჩერეო.

გავაჩერე, მაგრამ სანამ პატრულის თანამშრომელი ჩვენს მანქანას მოუახლოვდებოდა, მე გადავედი - მეუღლე მყავს ცუდად და სამშობიაროში გავრბივართ-მეთქი. აღარაფერი უკითხავთ - მიდი, ჩქარა, დაჯექი და მიგაცილებთ სამშობიარომდეო, მითხრეს. მანქანაში ჩავჯექი, სარკეში პატრულს გავხედე და სანამ გადამისწრებდა, ეტყობა, პროფესიული ხედვა ჩამერთო - წარმოვიდგინე, როგორი მნიშვნელოვანი კადრების გადაღება შემეძლო ამ მომენტის დასამახსოვრებლად.

ასე შემოვინახე ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ამაღელვებელი წუთები. მომავალში ევას ვაჩვენებთ, როდის მოუწია ამქვეყნად მოვლენამ და რა ამბები გავიარეთ მის დაბადებამდე.

სამშობიაროში რომ მივედით, პატრულმა, აგაცილოთო? - მკითხა. ვიცოდი, არ ამიშვებდნენ, ამიტომ ვუთხარი, არა, მაგრამ იქნებ დამელოდოთ, თიკას დავტოვებ და ახლავე ჩამოვალ-მეთქი. მინდოდა, გამეცნო და მადლობა გადამეხადა, მაგრამ როცა ჩამოვედი, წასულები დამხვდნენ. შევწუხდი, მაგრამ ეკიპაჟის ნომერი მახსოვდა - 7310. დავრეკე 112-ში, მოვუყევი, რაც მოხდა და ეკიპაჟის წევრების გვარ-სახელები ვკითხე, მაგრამ არ მითხრეს - არ გვაქვს უფლება, თუმცა არ იდარდოთ, მადლობას ჩვენ გადავცემთო... წაიკითხეთ ვრცლად

"მოემატა შეკვეთები, მაგრამ ჩვენ ხელფასები მოგვაკლდა..." - "გლოვოს" კურიერები გაიფიცნენ

"ავსტრიელები ამბობენ, - ტერორისტებს აძლევენ მოქალაქეობას, ჩვენთან ინტეგრირებულ ადამიანებს კი ყრიანო" - ქართველი ოჯახის გამოძევებისა და მათი მხარდამჭერი აქციების დეტალები

ბათუმში კორონავირუსით მეათეკლასელი მოსწავლე გარდაიცვალა