სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გამოცხადდება თუ არა სკოლებში აკადემიური წელი?
გამოცხადდება თუ არა სკოლებში აკადემიური წელი?

პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის, გე­ნა­დი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სკო­ლებ­ში აკა­დე­მი­უ­რი წლის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ დგას. რო­გორც მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტის სა­გან­გე­ბო სე­სი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა­ზე გა­ნა­ცხა­და, აკა­დე­მი­უ­რი წლის გა­მო­ცხა­დე­ბის შემ­თხვე­ვა­ში პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად სკო­ლებ­ში ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ იქ­ნე­ბა.

„მო­ქა­ლა­ქე­თა მცი­რე ჯგუ­ფი გა­მო­დის ინი­ცი­ა­ტი­ვით მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის აკა­დე­მი­ურ სე­მესტრად გა­მო­ცხა­დე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­ტა­რე­ბულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა, დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გაზ­რდა-გან­ვი­თა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა ის, რომ სწავ­ლის პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა, რაც ეხ­მა­რე­ბა ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებს მი­აღ­წი­ონ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ მიზ­ნებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი კი აზრს უკარ­გავს მიმ­დი­ნა­რე სე­მესტრის აკა­დე­მი­ურ სე­მესტრად გა­მო­ცხა­დე­ბის იდე­ას. აკა­დე­მი­უ­რი წლის გა­მო­ცხა­დე­ბას ჩვე­ნი კო­მი­ტე­ტი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, უბ­რა­ლოდ წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, ამას რა შე­იძ­ლე­ბა მოყ­ვეს. ჯერ ერთი - პან­დე­მი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ვინ იცის, 2-3 თვის შემ­დეგ რო­გორ გაგ­რძელ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ სკო­ლებ­ში ისევ იგი­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვე­ყო­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ, ვე­ღარ მო­ვა­ხერ­ხებთ პირ­ველკ­ლა­სე­ლე­ბის რე­გის­ტრა­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბა­საც კი, რად­გან ამის­თვის სკო­ლებ­ში ად­გი­ლი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა არ გვექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

ამას­თან, გა­ნათ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რემ სა­მი­ნის­ტროს მო­უ­წო­და, მო­წყვლა­დი ჯგუ­ფე­ბის­თვის გა­აძ­ლი­ე­როს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის პროგ­რა­მა, რომ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ეს ბავ­შვე­ბიც ჩა­ერ­თონ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nino
11

ძალიან მაინტერესებს კომაროვის სკოლის მოსწავლეები როგორ ჩააბარებენ ქვიზებს?რა ელით ამ ბავშვებს?

გგგ
2
რაა აკადემიური ხომ არ ფაგიჟდით, ვალების აღება დამჭირდა რომ შესაბამისად მომეწყო ბავშვებისთვის სამეცადინეო კუთხეები.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გამოცხადდება თუ არა სკოლებში აკადემიური წელი?

გამოცხადდება თუ არა სკოლებში აკადემიური წელი?

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, გენადი მარგველაშვილის განცხადებით, სკოლებში აკადემიური წლის გამოცხადების საჭიროება არ დგას. როგორც მარგველაშვილმა პარლამენტის საგანგებო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა, აკადემიური წლის გამოცხადების შემთხვევაში პირველკლასელების მისაღებად სკოლებში ინფრასტრუქტურა არ იქნება.

„მოქალაქეთა მცირე ჯგუფი გამოდის ინიციატივით მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადებასთან დაკავშირებით. მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა, დისტანციური სწავლების მეთოდების ხელმისაწვდომობის გაზრდა-განვითარებამ განაპირობა ის, რომ სწავლის პროცესი გრძელდება, რაც ეხმარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მიაღწიონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებს. აღნიშნული კი აზრს უკარგავს მიმდინარე სემესტრის აკადემიურ სემესტრად გამოცხადების იდეას. აკადემიური წლის გამოცხადებას ჩვენი კომიტეტი ეწინააღმდეგება, უბრალოდ წარმოვიდგინოთ, ამას რა შეიძლება მოყვეს. ჯერ ერთი - პანდემიიდან გამომდინარე, არავინ იცის, 2-3 თვის შემდეგ როგორ გაგრძელდება მოვლენები. იმ შემთხვევაში, თუ სკოლებში ისევ იგივე საზოგადოება გვეყოლება, უბრალოდ, ვეღარ მოვახერხებთ პირველკლასელების რეგისტრაციის დადასტურებასაც კი, რადგან ამისთვის სკოლებში ადგილი და ინფრასტრუქტურა არ გვექნება“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ამასთან, განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ სამინისტროს მოუწოდა, მოწყვლადი ჯგუფებისთვის გააძლიეროს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის პროგრამა, რომ სასწავლო პროცესში ეს ბავშვებიც ჩაერთონ.

საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება

"სერიოზული ინოვაციაა, სიკვდილობის შემთხვევები ხანდაზმულ ადამიანებს შორისაა" - ცერცვაძე გორის ჰოსპიტალში დანერგილ სიახლეზე

"უნდა შევაკავოთ ეპიდემია, რისი პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა... ახალი შემთხვევების ზრდა აღარ შეინიშნება" - ცერცვაძე