სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნოდარ მელაძე "ტვ პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა - რას წერს ინგა გრიგოლია მეგობარზე
ნოდარ მელაძე "ტვ პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა - რას წერს ინგა გრიგოლია მეგობარზე

ნო­დარ მე­ლა­ძე, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ "მთა­ვა­რი არხი" და­ტო­ვა, "ტვ პირ­ვე­ლის" მთა­ვა­რი პრო­დი­უ­სე­რის პოსტზე აგ­რძე­ლებს მუ­შა­ო­ბას. ამის შე­სა­ხებ ინგა გრი­გო­ლია წერს:

"ნო­დარ მე­ლა­ძე - ჩემი მე­გო­ბა­რი და უკვე დღე­ი­დან "ტვ პირ­ვე­ლის" მთა­ვა­რი პრო­დუ­სე­რი. უმაგ­რე­სი ჟურ­ნა­ლის­ტი, უმაგ­რე­სი პრო­დუ­სე­რი და ნი­უს­მე­ი­კე­რი, რო­მელ­თან ერ­თად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა პი­რა­დად მქო­ნია და ესაა ყვე­ლა­ზე მა­გა­რი პრო­ცე­სი, რაც ჩემს სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბას უკავ­შირ­დე­ბა. როცა ისე მუ­შა­ობს და ისე აზ­როვ­ნებს, რომ შენც გა­ი­ძუ­ლებს სულ ფორ­მა­ში იყო, სულ სწრა­ფად იაზ­როვ­ნო და სულ პირ­ველ­მა მი­ა­წო­დო მა­ყუ­რე­ბელს ყვე­ლა სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბა­ვი.

მისი მოს­ვლა ტვ "პირ­ვე­ლის­თვის" უდი­დე­სი შე­ნა­ძე­ნია, ძა­ლი­ან დიდი შე­ნა­ძე­ნი და მი­ხა­რია, რომ ის დღე­ი­დან უკვე ჩვე­ნი გუნ­დის წევ­რია. არ­ხის მთა­ვარ პრო­დუ­სე­რო­ბას­თან ერ­თად, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ის სულ მალე შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა­საც, რო­მე­ლიც ყო­ველ­თვის ყვე­ლას­გან გა­მორ­ჩე­უ­ლი და ზე­სა­ინ­ტე­რე­სო იყო ხოლ­მე და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, უკვე ახა­ლი შე­მარ­თე­ბით.

ნო­დარ მე­ლა­ძემ "ტვ პირ­ველ­ში" პირ­ვე­ლი სა­მუ­შაო დღე რე­მონ­ტით და­ი­წყო

წარ­მა­ტე­ბე­ბი ნო­დარ, ახალ პო­ზი­ცი­ა­ზე, ახა­ლი ენერ­გი­ით და ახა­ლი გეგ­მე­ბით. ვიცი, რას ნიშ­ნავს პრო­ფე­სი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ხე­ლახ­ლა, ნუ­ლი­დან და­წყე­ბა, შენც იცი... გა­მოც­დი­ლი გაქვს და ყო­ვე­ლი ასე­თი ახა­ლი ეტა­პი კი­დევ უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბა იყო ხოლ­მე შენ­თვის!

კე­თი­ლი იყოს შენი ფეხი არხზე, სა­დაც, თა­ვის დრო­ზე, მე­გობ­რე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად პირ­ვე­ლი აგუ­რი შენ დადე, ნი­უ­სის პირ­ვე­ლი მუ­სი­კა შენ შე­არ­ჩიე და პირ­ვე­ლი შე­ფუთ­ვა და სტუ­დი­აც შენი ხე­ლით გაგ­ვი­კე­თე, ისე, უან­გა­როდ... მა­შინ ალ­ბათ ძნე­ლად წარ­მო­გედ­გი­ნა, რო­დეს­მე აქ თუ მო­გიყ­ვან­და შენი ცხოვ­რე­ბის გზა...

სულ ვი­ცო­დი, რომ ოდეს­მე ერ­თმა­ნეთს ისევ გა­და­ვეკ­ვე­თე­ბო­დით. ერ­თად ბევრ მა­გარ პრო­ექტს გა­ვა­კე­თებთ და ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ დღეს ამ სტა­ტუსს ვწერ. დღე­ი­დან ნო­დარ მე­ლა­ძე - ტვ "პირ­ვე­ლის" გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­დუ­სე­რია. P.S უკვე და­ი­წყო ოფი­სის დან­გრე­ვა, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან" - წერს გრი­გო­ლია.

ნო­დარ მე­ლა­ძემ "მთა­ვა­რი არ­ხის" და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამის მი­ზე­ზი ნიკა გვა­რა­მი­ას­თან უთან­ხმო­ე­ბა გახ­და. მე­ლა­ძე ერთ-ერთი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა იყო "მთა­ვა­რი არ­ხის" შექ­მნის პრო­ცეს­ში, იქამ­დე კი 6 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და "რუს­თა­ვი 2"-ში.

მკითხველის კომენტარები / 38 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ.დ.
54

ერთი სიროდან გამოსრიალდა და მეორე სოროში შესრიალდა.

გიორგი
28

ტყუილების დიდოსტატი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ნოდარ მელაძე "ტვ პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა - რას წერს ინგა გრიგოლია მეგობარზე

ნოდარ მელაძე "ტვ პირველის" გენერალური პროდიუსერი გახდა - რას წერს ინგა გრიგოლია მეგობარზე

ნოდარ მელაძე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ "მთავარი არხი" დატოვა, "ტვ პირველის" მთავარი პროდიუსერის პოსტზე აგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ ინგა გრიგოლია წერს:

"ნოდარ მელაძე - ჩემი მეგობარი და უკვე დღეიდან "ტვ პირველის" მთავარი პროდუსერი. უმაგრესი ჟურნალისტი, უმაგრესი პროდუსერი და ნიუსმეიკერი, რომელთან ერთად მუშაობის გამოცდილება პირადად მქონია და ესაა ყველაზე მაგარი პროცესი, რაც ჩემს სამუშაო გამოცდილებას უკავშირდება. როცა ისე მუშაობს და ისე აზროვნებს, რომ შენც გაიძულებს სულ ფორმაში იყო, სულ სწრაფად იაზროვნო და სულ პირველმა მიაწოდო მაყურებელს ყველა საინტერესო ამბავი.

მისი მოსვლა ტვ "პირველისთვის" უდიდესი შენაძენია, ძალიან დიდი შენაძენი და მიხარია, რომ ის დღეიდან უკვე ჩვენი გუნდის წევრია. არხის მთავარ პროდუსერობასთან ერთად, რასაკვირველია, ის სულ მალე შემოგთავაზებთ საავტორო გადაცემასაც, რომელიც ყოველთვის ყველასგან გამორჩეული და ზესაინტერესო იყო ხოლმე და დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო საინტერესო იქნება, უკვე ახალი შემართებით.

ნოდარ მელაძემ "ტვ პირველში" პირველი სამუშაო დღე რემონტით დაიწყო

წარმატებები ნოდარ, ახალ პოზიციაზე, ახალი ენერგიით და ახალი გეგმებით. ვიცი, რას ნიშნავს პროფესიული საქმიანობის ხელახლა, ნულიდან დაწყება, შენც იცი... გამოცდილი გაქვს და ყოველი ასეთი ახალი ეტაპი კიდევ უფრო დიდი წარმატება იყო ხოლმე შენთვის!

კეთილი იყოს შენი ფეხი არხზე, სადაც, თავის დროზე, მეგობრების დასახმარებლად პირველი აგური შენ დადე, ნიუსის პირველი მუსიკა შენ შეარჩიე და პირველი შეფუთვა და სტუდიაც შენი ხელით გაგვიკეთე, ისე, უანგაროდ... მაშინ ალბათ ძნელად წარმოგედგინა, როდესმე აქ თუ მოგიყვანდა შენი ცხოვრების გზა...

სულ ვიცოდი, რომ ოდესმე ერთმანეთს ისევ გადავეკვეთებოდით. ერთად ბევრ მაგარ პროექტს გავაკეთებთ და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ამ სტატუსს ვწერ. დღეიდან ნოდარ მელაძე - ტვ "პირველის" გენერალური პროდუსერია. P.S უკვე დაიწყო ოფისის დანგრევა, პირველივე დღიდან" - წერს გრიგოლია.

ნოდარ მელაძემ "მთავარი არხის" დატოვების შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა. არსებული ინფორმაციით, ამის მიზეზი ნიკა გვარამიასთან უთანხმოება გახდა. მელაძე ერთ-ერთი მთავარი პერსონა იყო "მთავარი არხის" შექმნის პროცესში, იქამდე კი 6 წლის განმავლობაში მუშაობდა "რუსთავი 2"-ში.

ემოციური კადრები ლაგოდეხის სამშობიაროდან: შობის ღამეს მშობიარე საკეისრო კვეთისას გალობს

"ბიჭო, ბიჭო, ბიჭო… ნოვოსიბირსკიო... თავიდან ღადაობა მეგონა. ახლა აღარაა მტერი რუსეთი?" - რას წერს ინგა გრიგოლია ნინო ანანიაშვილზე

"შობაა, მაგრამ შევცოდავ, ეს რომ არ ვთქვა... ღმერთი დაგვსჯის, სანამ ქართველები ამ ქალბატონის მსგავსად მოიქცევიან" - დეკანოზი თამაზ ლომიძე ანანიაშვილზე