სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჩინეთის სჩუანის პროვინციის წარმომადგენლებმა ქართველ ექსპერტებს კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს
ჩინეთის სჩუანის პროვინციის წარმომადგენლებმა ქართველ ექსპერტებს კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს

ჩი­ნე­თის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩი­ნე­თის სა­ელ­ჩოს ერ­თობ­ლი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩი­ნე­თის სჩუ­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და ქარ­თველ ექ­სპერ­ტებს შო­რის შედ­გა ვი­დეო კონ­ფე­რენ­ცია, რომ­ლის მი­ზა­ნიც იყო კო­რო­ნა­ვირუ­სის კონ­ტრო­ლი­სა და პრე­ვენ­ცი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა. მსგავ­სი ში­ნა­არ­სის შეხ­ვედ­რე­ბი გა­ი­მარ­თა, ასე­ვე, 3 და 20 მარტს.

ჩი­ნე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი არის მთე­ლი მსოფ­ლი­ოს წი­ნა­შე მდგა­რი გლო­ბა­ლუ­რი გა­მოწ­ვე­ვა. ჩი­ნე­თი და სა­ქარ­თვე­ლო, რო­გორც მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი და ახლო პარტნი­ო­რე­ბი, ერ­თად იბ­რძვი­ან ეპი­დე­მი­ის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩი­ნე­თი ღიად, გამჭვირ­ვა­ლედ და დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით მო­მა­ვალ­შიც გა­აგ­რძე­ლებს ზრუნ­ვას კა­ცობ­რი­ო­ბის სი­ცო­ცხლე­ზე და კო­რო­ნა­ვირუ­სის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში და­ეხ­მა­რე­ბა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქვე­ყა­ნას, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს.

ჩი­ნე­თის სჩუ­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ის წარ­მა­ტე­ბულ­მა ექ­სპერ­ტებ­მა და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორს, ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძეს და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა წარ­მო­მად­გენ­ლებს დაწ­ვრი­ლე­ბით გა­აც­ნეს იზო­ლა­ცი­ის, ვირუ­სის დი­აგ­ნო­ზი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა. მათ, ასე­ვე, გულ­მოდ­გი­ნედ უპა­სუ­ხეს ქარ­თვე­ლე­ბის შე­კი­თხვებს სწრა­ფი ტეს­ტე­ბის, უსიმპტო­მო პა­ცი­ენ­ტე­ბის სკრი­ნინ­გი­სა და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ, პირ­ველ რიგ­ში, მი­უ­ლო­ცა ჩი­ნეთს ეპი­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის პრო­ცეს­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი დიდი წინსვლა და მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და პრე­ზი­დენ­ტსა და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­წე­უ­ლი დახ­მა­რე­ბი­სათ­ვის, მათ შო­რის, უკვე მე­სა­მედ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი ვი­დეო კონ­ფე­რენ­ცი­ი­სათ­ვის. მისი თქმით, ქარ­თვე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი­სათ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩი­ნე­თის გა­მოც­დი­ლე­ბა, რად­გან ეს და­ეხ­მა­რე­ბა მათ ეპი­დე­მი­ის უფრო სწრა­ფად და­მარ­ცხე­ბა­ში. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ყუ­რა­დღე­ბით მო­უს­მე­ნენ ჩი­ნელ კო­ლე­გებს და მო­მა­ვალ­შიც, იმე­დია, შეძ­ლე­ბენ ახლო კონ­ტაქ­ტის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას. გარ­და ამი­სა, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტორ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით, დიდი მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ჩი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­სა და სჩუ­ა­ნის პრო­ვინ­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს­თვის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი სწრა­ფი ტეს­ტე­ბი­სათ­ვის, რო­მელ­თა ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი გა­მოც­დის შე­დე­გა­დაც, ქარ­თუ­ლი მხა­რე ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩა. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ აღ­ნიშ­ნა ისიც, რომ ამ­ჟა­მად პე­კინ­ში სა­ქარ­თვე­ლოს­თვის მზად­დე­ბა კი­დევ ერთი რე­ი­სი სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბი­სათ­ვის, რომ­ლის ჩა­მოს­ვლა­საც მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ბათუმი
0

ბოლომდე არ ენდოთ მაგათ....

ელგუჯა
0

უხანის ბაზარი ხომ არ გაძვირებულა კითხეთ ,ვნერვიულობ და ძალიან მაინტერესებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ჩინეთის სჩუანის პროვინციის წარმომადგენლებმა ქართველ ექსპერტებს კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს

ჩინეთის სჩუანის პროვინციის წარმომადგენლებმა ქართველ ექსპერტებს კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილება გაუზიარეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ჩინეთის საელჩოს ერთობლივი ინიციატივით, ჩინეთის სჩუანის პროვინციის წარმომადგენლებსა და ქართველ ექსპერტებს შორის შედგა ვიდეო კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო კორონავირუსის კონტროლისა და პრევენციის მიმართულებით მიღებული გამოცდილების გაზიარება. მსგავსი შინაარსის შეხვედრები გაიმართა, ასევე, 3 და 20 მარტს.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კონფერენციის მსვლელობისას აღნიშნა, რომ კორონავირუსი არის მთელი მსოფლიოს წინაშე მდგარი გლობალური გამოწვევა. ჩინეთი და საქართველო, როგორც მეგობარი სახელმწიფოები და ახლო პარტნიორები, ერთად იბრძვიან ეპიდემიის წინააღმდეგ. ჩინეთი ღიად, გამჭვირვალედ და დიდი პასუხისმგებლობით მომავალშიც გააგრძელებს ზრუნვას კაცობრიობის სიცოცხლეზე და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარება მსოფლიოს ყველა ქვეყანას, მათ შორის, საქართველოს.

ჩინეთის სჩუანის პროვინციის წარმატებულმა ექსპერტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს და საქართველოს სხვა წარმომადგენლებს დაწვრილებით გააცნეს იზოლაციის, ვირუსის დიაგნოზისა და მკურნალობის მიმართულებით მიღებული გამოცდილება. მათ, ასევე, გულმოდგინედ უპასუხეს ქართველების შეკითხვებს სწრაფი ტესტების, უსიმპტომო პაციენტების სკრინინგისა და სხვა საინტერესო საკითხების შესახებ.

ამირან გამყრელიძემ, პირველ რიგში, მიულოცა ჩინეთს ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში მოპოვებული დიდი წინსვლა და მადლობა გადაუხადა პრეზიდენტსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს საქართველოსთვის გაწეული დახმარებისათვის, მათ შორის, უკვე მესამედ ორგანიზებული ვიდეო კონფერენციისათვის. მისი თქმით, ქართველი ექსპერტებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთის გამოცდილება, რადგან ეს დაეხმარება მათ ეპიდემიის უფრო სწრაფად დამარცხებაში. ამირან გამყრელიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართველი სპეციალისტები ყურადღებით მოუსმენენ ჩინელ კოლეგებს და მომავალშიც, იმედია, შეძლებენ ახლო კონტაქტის შენარჩუნებას. გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, საქართველოს სახელით, დიდი მადლობა გადაუხადა ჩინეთის ხელისუფლებასა და სჩუანის პროვინციას საქართველოსთვის გამოგზავნილი სწრაფი ტესტებისათვის, რომელთა ლაბორატორიული გამოცდის შედეგადაც, ქართული მხარე ძალიან კმაყოფილი დარჩა. ამირან გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ ამჟამად პეკინში საქართველოსთვის მზადდება კიდევ ერთი რეისი სამედიცინო აღჭურვილობისათვის, რომლის ჩამოსვლასაც მოუთმენლად ელოდებიან.

"უკეთესი იქნება, საგანგებო მდგომარეობის ორი კვირით გახანგრძლივება" - თენგიზ ცერცვაძე

საპატრიარქოში სასულიერო პირებისა და მთავრობის წევრების შეხვედრა იმართება

სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის შემ­თხვე­ვები 272-მდე გაიზარდა