სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და თუ სახელმწიფო ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს? - როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება?
უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და თუ სახელმწიფო ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს? - როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება?

მე ვერ ვხე­დავ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, რა­ტომ არ უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს მღვდე­ლი ე.წ აგ­რე­სი­ულ ტეს­ტი­რე­ბას?! - ამის შე­სა­ხებ დე­კა­ნოზ­მა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძემ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რი­თაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის, მათ შო­რის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბის თა­ო­ბა­ზე ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ მი­ღე­ბულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

„სა­ხელ­მწი­ფო რე­გუ­ლა­ცი­ებს მე, რო­გორც ჩემი ქვეყ­ნის მოქ­ლა­ქე, სამ­შობ­ლოს მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ვთვლი, რომ ცო­ტა­თი მა­ინც პატ­რი­ო­ტი ვარ, ამას­თან ქრის­ტი­ა­ნი ვარ, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, რომ და­ვე­მორ­ჩი­ლო. თუმ­ცა, ასე­ვე ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, და­ვე­მორ­ჩი­ლო სა­პატ­რი­არ­ქოს რე­გუ­ლა­ცი­ებს, იმი­ტომ, რომ მე მღვდე­ლი ვარ.

ამ შემ­თხვე­ვა­ში მე ვერ ვხე­დავ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას, რა­ტომ არ უნდა და­ე­მორ­ჩი­ლოს მღვდე­ლი ამ ტეს­ტი­რე­ბას?! ჩემი ახ­ლო­ბე­ლი ამე­რი­კა­შია და ახ­ვეწ­ნი­ნეს, რომ ტეს­ტი ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა. ძლივს ჩა­უ­ტა­რეს. უცხო­ეთ­ში ხალ­ხი იხ­ვე­წე­ბა, რომ ტეს­ტი ჩა­უ­ტა­რონ და სა­ხელ­მწი­ფო თუ ჩაგ­ვი­ტა­რებს, მა­გას რა სჯობს?“, - გა­ნა­ცხა­და მამა თე­ო­დო­რე გიგ­ნა­ძემ.

ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ქვე­და­ნა­ყო­ფებ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ინ­ფექ­ცი­ის შე­საძ­ლო შემ­თხვე­ვე­ბის გა­მო­სავ­ლე­ნად აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა უკვე და­წყე­ბუ­ლია. უწყე­ბის ცნო­ბით, თავ­და­პირ­ვე­ლად ის გორ­ში და­ი­წყო.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, და­წყე­ბუ­ლია ასე­ვე მედ­პერ­სო­ნა­ლის ტეს­ტი­რე­ბაც. რაც შე­ე­ხე­ბა, შემ­დეგ სა­მიზ­ნე ჯგუფს, ეს იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რო­დის ჩა­მო­ვა ტეს­ტე­ბის შემ­დე­გი პარ­ტია სა­ქარ­თვე­ლო­ში. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­საძ­ლო ინ­ფექ­ცი­ა­ზე ტეს­ტი­რე­ბა ჯა­რის­კა­ცებს ად­გილ­ზე­ვე ჩა­უ­ტარ­დე­ბათ და მათ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მის­ვლა არ დას­ჭირ­დე­ბათ.

რაც შე­ე­ხე­ბა კი­თხვას, რო­დის ჩა­უ­ტარ­დე­ბათ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა? სა­მი­ნის­ტრო­ში ჯერ­ჯე­რო­ბით ამის ზუს­ტი დრო არ იცი­ან, თუმ­ცა, აცხა­დე­ბენ, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს კო­რო­ნა­ვირუს­ზე ტეს­ტი აუ­ცი­ლებ­ლად ჩა­უ­ტარ­დე­ბათ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ის ჯგუ­ფე­ბი, რომ­ლებ­საც აგ­რე­სი­უ­ლი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­უ­ტარ­დე­ბათ, ცნო­ბი­ლია.

ეს ჯგუ­ფე­ბი არი­ან:

  • პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში
  • ხან­დაზ­მულ­თა სა­დღე­ღა­მი­სო სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში
  • სტა­ცი­ო­ნა­რულ ფსი­ქი­ატ­რი­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში მყო­ფი პი­რე­ბი
  • თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი
  • სა­ეკ­ლე­სიო პი­რე­ბი, მათ შო­რის მო­ნას­ტრებ­ში მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფე­ბის­თვის СOVID-19-ის ტეს­ტი­რე­ბის ახა­ლი ალ­გო­რით­მე­ბი და­ამ­ტკი­ცა. ამას­თან, დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სკრი­ნინ­გი ან­ტის­ხე­უ­ლებ­ზე სწრა­ფი ტეს­ტით ჩა­უ­ტარ­დე­ბათ გარ­კვე­ულ ადა­მი­ა­ნებს, მათ შო­რის თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში მყოფ უსიმპტო­მო პი­რებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ise
3

ვეთანხმები მამა თეოდორეს, სპეციალისტები რასაც იტყვიან მთავრობა თუ შეასრულებს ამაზე კარგი ამ სიტუაციაში რა უნდა ვინატროთ? ასეც ხდება და ძალიან კარგია

patrika
3

ჟურნალისტებსაც ჩაუტარეთ!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და თუ სახელმწიფო ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს? - როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება?

უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და თუ სახელმწიფო ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს? - როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება?

მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ე.წ აგრესიულ ტესტირებას?! - ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც საზოგადოების გარკვეული ჯგუფის, მათ შორის სასულიერო პირების აგრესიული ტესტირების თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„სახელმწიფო რეგულაციებს მე, როგორც ჩემი ქვეყნის მოქლაქე, სამშობლოს მოქალაქე, რომელიც ვთვლი, რომ ცოტათი მაინც პატრიოტი ვარ, ამასთან ქრისტიანი ვარ, ვალდებული ვარ, რომ დავემორჩილო. თუმცა, ასევე ვალდებული ვარ, დავემორჩილო საპატრიარქოს რეგულაციებს, იმიტომ, რომ მე მღვდელი ვარ.

ამ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ წინააღმდეგობას, რატომ არ უნდა დაემორჩილოს მღვდელი ამ ტესტირებას?! ჩემი ახლობელი ამერიკაშია და ახვეწნინეს, რომ ტესტი ჩაეტარებინა. ძლივს ჩაუტარეს. უცხოეთში ხალხი იხვეწება, რომ ტესტი ჩაუტარონ და სახელმწიფო თუ ჩაგვიტარებს, მაგას რა სჯობს?“, - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფებში კორონავირუსის ინფექციის შესაძლო შემთხვევების გამოსავლენად აგრესიული ტესტირება უკვე დაწყებულია. უწყების ცნობით, თავდაპირველად ის გორში დაიწყო.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაწყებულია ასევე მედპერსონალის ტესტირებაც. რაც შეეხება, შემდეგ სამიზნე ჯგუფს, ეს იმაზეა დამოკიდებული, როდის ჩამოვა ტესტების შემდეგი პარტია საქართველოში. უწყების ინფორმაციით, კორონავირუსის შესაძლო ინფექციაზე ტესტირება ჯარისკაცებს ადგილზევე ჩაუტარდებათ და მათ სამედიცინო დაწესებულებაში მისვლა არ დასჭირდებათ.

რაც შეეხება კითხვას, როდის ჩაუტარდებათ სასულიერო პირებს აგრესიული ტესტირება? სამინისტროში ჯერჯერობით ამის ზუსტი დრო არ იციან, თუმცა, აცხადებენ, რომ სასულიერო პირებს კორონავირუსზე ტესტი აუცილებლად ჩაუტარდებათ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოების ის ჯგუფები, რომლებსაც აგრესიული ტესტირება ჩაუტარდებათ, ცნობილია.

ეს ჯგუფები არიან:

  • პენიტენციურ დაწესებულებებში
  • ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში
  • სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი პირები
  • თავდაცვის ძალები
  • საეკლესიო პირები, მათ შორის მონასტრებში მყოფი ადამიანები.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ სხვადასხვა ჯგუფებისთვის СOVID-19-ის ტესტირების ახალი ალგორითმები დაამტკიცა. ამასთან, დოკუმენტის თანახმად, სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით ჩაუტარდებათ გარკვეულ ადამიანებს, მათ შორის თავშეყრის ადგილებში მყოფ უსიმპტომო პირებს.

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელი ზურაბ მირიანაშვილი გარდაიცვალა - "მისმა კეთილმა გულმა ამდენ დატვირთვას ვეღარ გაუძლო..."

"ხალხი, ვინც თავს დებს მართლმადიდებლობაზე, შეშფოთებულია: რა გვეშველება, თუ ცეცხლი საქართველოში არ ჩამოვაო" - დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი