პარტნიორები:
    ავტორი:

    დღეს ორი ჩარტერული რეისით საქართველოში 230-მდე მოქალაქე ბრუნდება - როგორია დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი

    დღეს ორი ჩარტერული რეისით საქართველოში 230-მდე მოქალაქე ბრუნდება - როგორია დაგეგმილი სპეცრეისების განრიგი

    დღეს ორი ჩარტერული რეისით საქართველოში 230-მდე მოქალაქე ბრუნდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალურმა დირექტორმა რომან ბოკერიამ განუცხადა, ავიაკომპანია 2 სპეცრეისს ასრულებს და მოქალაქეების ჩამოყვანა ლარნაკადან და დოჰადან მოხდება.

    „ლარნაკადან მოგვყავს 127 მოქალაქე, ხოლო დოჰადან 100“, - აცხადებს ავიაკომპანიის დირექტორი.

    ცნობისთვის, ჩარტერული რეისებით საქართველოში უკვე დაბრუნდა 5000-მდე მოქალაქე.

    ამასთან, დაგეგმილია შემდეგი სპეცრეისები:

    • 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი
    • 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი
    • 16 აპრილი - პარიზი-თბილისი
    • 18 აპრილი - თელავივი-თბილისი
    • 21 აპრილი - რომი-თბილისი
    • 24 აპრილი - ბარსელონა-თბილისი
    • 27 აპრილი - ვარშავა-თბილისი

    აღნიშნულ რეისებს განახორციელებს კომპანია Georgian Airways. ავიარეისებზე ბილეთები გაიყიდება რეისის თარიღამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ-გვერდზე, ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევრო.

    მგზავრობა განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა

    როგორი მიკროავტობუსები ივლის თბილისში - რას ყიდულობს მერია

    ზუგდიდის, თელავისა და გურჯაანის აგრარული ბაზრები დაიხურა - რას ითხოვენ მოვაჭრეები