სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"მოსკოვში კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ სახლებში ვზივართ" - იზოლაციაში მყოფი ქეთა თოფურია მეორე და მესამე შვილზე ფიქრობს
"მოსკოვში კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ სახლებში ვზივართ" - იზოლაციაში მყოფი ქეთა თოფურია მეორე და მესამე შვილზე ფიქრობს

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის დროს, რო­დე­საც ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი მა­ყუ­რე­ბელ­თან ფაქ­ტობ­რი­ვად უსაქ­მოდ დარ­ჩნენ, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ლაივ ჩარ­თვებს სთა­ვა­ზო­ბენ.

ბოლო დროს, "ინ­სტაგ­რამ­ზე" ერ­თგვა­რი "ჩე­ლენ­ჯია" - "მკი­თხე რაც გინ­და". ვარ­სკვლა­ვე­ბი "მიმ­დევ­რე­ბის" მიერ დას­მულ კი­თხვებს პა­სუ­ხებს "სთო­რე­ბის" სა­შუ­ა­ლე­ბით სცე­მენ.

სწო­რედ ასე გა­ა­ხა­რა მოს­კოვ­ში, იზო­ლა­ცი­ა­ში მყოფ­მა ქეთა თო­ფუ­რი­ამ ფა­ნე­ბი და მათ კი­თხვებს სი­ა­მოვ­ნე­ბით უპა­სუ­ხა. ქარ­თუ­ლი წარ­მო­შო­ბის რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ვარ­სკვლა­ვი პირ­ველ ქმარს ლევ გე­იხ­მანს წლე­ბია და­შორ­და, წყვილს სა­ერ­თო შვი­ლი ოლი­ვია ჰყავთ. ქე­თას მე­ო­რე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი რო­მა­ნი ჰქონ­და რე­პერ გუ­ფის­თან, რო­მელ­საც ღა­ლა­ტის გამო სკან­და­ლუ­რად და­შორ­და. ამ­ჟა­მად მისი რჩე­უ­ლი 35 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი და დიპ­ლო­მა­ტი ლევ ძენ­გო­ვია.

- ერთი თვეა სახ­ლში ვზი­ვარ, ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, თუმ­ცა თა­ვი­დან და­ვის­ვე­ნე და მომ­წონ­და. მოს­კოვ­ში კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი არ არის, მაგ­რამ ვზი­ვართ სახ­ლებ­ში და მხო­ლოდ ეზო­ებ­ში გა­მოვ­დი­ვართ. არ­სად არ დავ­დი­ვართ.

- ოლი­ვია რო­გორ არის?

- ოლი­ვია ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე კარ­გად არის. ის ნორ­ჩი ბლო­გე­რია, ხა­ტავს, ამ­ზა­დებს მი­სა­ლოც ბა­რა­თებს. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მომ­ყავს, რა­ღა­ცე­ებს ქარ­თუ­ლად ლა­პა­რა­კობს. ასე­ვე ვგეგ­მავ მე­ო­რე და მე­სა­მე შვი­ლის გა­ჩე­ნას.

- გიყ­ვარს ხა­ჭა­პუ­რი, რო­გორ ზრუ­ნავ სა­კუ­თარ ფი­გუ­რა­ზე?

- ხა­ჭა­პუ­რი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ ყო­ველ­დღე ვჭამ, რუ­სეთ­ში თვე­ში 3-4-ჯერ. ორ­სუ­ლო­ბი­სას 17 კი­ლოგ­რა­მი მო­ვი­მა­ტე, მაგ­რამ იმ­დე­ნად გამ­ხდა­რი ხე­ლე­ბი და ფე­ხე­ბი მაქვს, რომ არ შე­მე­ტყო. ყვე­ლა­ფერს ვჭამ­დი, რაც მინ­დო­და. 33 წლის ვარ და ზუს­ტად ისე ვგრძნობ თავს, რო­გორც ამ ასაკ­ში უნდა ვგრძნობ­დე. ბოლო დროს ვერ ვუვ­ლი ფი­გუ­რას, ძი­რი­თა­დად აზიდ­ვებს ვა­კე­თებ.

- ქარ­თუ­ლი თუ რუ­სუ­ლი?

- მე ქარ­თვე­ლი ვარ, ასე­თი კი­თხვის დას­მა რო­გორ შე­იძ­ლე­ბა?! რო­გორ მე­კი­თხე­ბით?! თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ივ­ნის­ში ჩა­მო­ვალ.

- სი­გა­რეტს თუ ეწე­ვი?

- სი­გა­რეტს ვე­წე­ო­დი და თავი და­ვა­ნე­ბე, მაგ­რამ ახლა ხან­და­ხან მინ­დე­ბა.

- კა­რან­ტი­ნის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ რა გეგ­მე­ბი გაქვს, პირ­ვე­ლი რას გა­ა­კე­თებ?

- კა­რან­ტი­ნის შემ­დეგ ჯერ­ჯე­რო­ბით გეგ­მე­ბი არ მაქვს. პირ­ვე­ლი რას გა­ვა­კე­თებ? - ძა­ლი­ან მინ­და ზღვა­ზე წას­ვლა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gela
7

ზამთარში შობადობის ბუმი იქნება მსოფლიოში.

vova
26

აუ ქეტას ამბავი მაგრად მაინტერესებდა. და ამაღამ დამეძინება.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"მოსკოვში კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ სახლებში ვზივართ" - იზოლაციაში მყოფი ქეთა თოფურია მეორე და მესამე შვილზე ფიქრობს

"მოსკოვში კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ სახლებში ვზივართ" - იზოლაციაში მყოფი ქეთა თოფურია მეორე და მესამე შვილზე ფიქრობს

მსოფლიო პანდემიის დროს, როდესაც ცნობილი სახეები მაყურებელთან ფაქტობრივად უსაქმოდ დარჩნენ, თაყვანისმცემლებს სოციალური ქსელის საშუალებით ლაივ ჩართვებს სთავაზობენ.

ბოლო დროს, "ინსტაგრამზე" ერთგვარი "ჩელენჯია" - "მკითხე რაც გინდა". ვარსკვლავები "მიმდევრების" მიერ დასმულ კითხვებს პასუხებს "სთორების" საშუალებით სცემენ.

სწორედ ასე გაახარა მოსკოვში, იზოლაციაში მყოფმა ქეთა თოფურიამ ფანები და მათ კითხვებს სიამოვნებით უპასუხა. ქართული წარმოშობის რუსეთში მოღვაწე ვარსკვლავი პირველ ქმარს ლევ გეიხმანს წლებია დაშორდა, წყვილს საერთო შვილი ოლივია ჰყავთ. ქეთას მეორე გახმაურებული რომანი ჰქონდა რეპერ გუფისთან, რომელსაც ღალატის გამო სკანდალურად დაშორდა. ამჟამად მისი რჩეული 35 წლის ბიზნესმენი და დიპლომატი ლევ ძენგოვია.

- ერთი თვეა სახლში ვზივარ, ძალიან გამიჭირდა, თუმცა თავიდან დავისვენე და მომწონდა. მოსკოვში კომენდანტის საათი არ არის, მაგრამ ვზივართ სახლებში და მხოლოდ ეზოებში გამოვდივართ. არსად არ დავდივართ.

- ოლივია როგორ არის?

- ოლივია ამ სიტუაციაში ყველაზე კარგად არის. ის ნორჩი ბლოგერია, ხატავს, ამზადებს მისალოც ბარათებს. როდესაც საქართველოში ჩამომყავს, რაღაცეებს ქართულად ლაპარაკობს. ასევე ვგეგმავ მეორე და მესამე შვილის გაჩენას.

- გიყვარს ხაჭაპური, როგორ ზრუნავ საკუთარ ფიგურაზე?

- ხაჭაპური ძალიან მიყვარს. როდესაც საქართველოში ვარ ყოველდღე ვჭამ, რუსეთში თვეში 3-4-ჯერ. ორსულობისას 17 კილოგრამი მოვიმატე, მაგრამ იმდენად გამხდარი ხელები და ფეხები მაქვს, რომ არ შემეტყო. ყველაფერს ვჭამდი, რაც მინდოდა. 33 წლის ვარ და ზუსტად ისე ვგრძნობ თავს, როგორც ამ ასაკში უნდა ვგრძნობდე. ბოლო დროს ვერ ვუვლი ფიგურას, ძირითადად აზიდვებს ვაკეთებ.

- ქართული თუ რუსული?

- მე ქართველი ვარ, ასეთი კითხვის დასმა როგორ შეიძლება?! როგორ მეკითხებით?! თუ ყველაფერი კარგად იქნება, საქართველოში ივნისში ჩამოვალ.

- სიგარეტს თუ ეწევი?

- სიგარეტს ვეწეოდი და თავი დავანებე, მაგრამ ახლა ხანდახან მინდება.

- კარანტინის დასრულების შემდეგ რა გეგმები გაქვს, პირველი რას გააკეთებ?

- კარანტინის შემდეგ ჯერჯერობით გეგმები არ მაქვს. პირველი რას გავაკეთებ? - ძალიან მინდა ზღვაზე წასვლა.

"აბა, მოვედი მახარობელი... ბიჭია, ბიჭიი" - მომღერალ ქეთა თოფურიას მეორე შვილი შეეძინა

"მოვტრიალდი და პარტერში არც ერთი ადამიანი არ იჯდა... სამთავრობო დელეგაცია გაქრა" - ბესო ზანგური იხსენებს, როგორ შეუვარდნენ სახლში იარაღის მუქარით, პრეზიდენტის როლის გამო

რომელი ცნობილი ბიზნესმენის სარძლოა ნინი ქარსელაძე - მომღერლის შეყვარებულის ოჯახი ქონების წართმევაში დავით კეზერაშვილს ადანაშაულებდა