სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრად გაიყიდება
საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრად გაიყიდება

დღე­ი­დან ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პირ­ბა­დე­ე­ბი სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში შე­ვი­და და თი­თოს ფასი 50 თეთ­რი იქ­ნე­ბა.

რო­გორც ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრმა ნა­თია თურ­ნა­ვამ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, სა­წყის ეტაპ­ზე სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ ჩა­ეშ­ვა 400 ათა­სი პირ­ბა­დე.

მი­სი­ვე თქმით, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ხელ­მწი­ფოს თითო პირ­ბა­დის დამ­ზა­დე­ბა 1 ლარ­ზე მეტი უჯ­დე­ბა, მთავ­რო­ბა ფა­სის სუბ­სი­დი­რე­ბას მო­ახ­დენს და მო­ქა­ლა­ქე­ებს მათი შე­ძე­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად გა­ნა­ხევ­რე­ბულ ფა­სად შე­ეძ­ლე­ბათ.

"დღე­ი­დან ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის პირ­ბა­დე­ე­ბი უკვე გა­ვუშ­ვით სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში, სა­წყის ეტაპ­ზე 400 ათა­სი პირ­ბა­დე. და­ახ­ლო­ე­ბით 2 დღე იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით წამ­ყვან სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ში გა­და­ნა­წილ­დეს ეს პირ­ბა­დე­ე­ბი.

აქ სა­უ­ბა­რი გვაქვს წამ­ყვან სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლებ­ზე: ავერ­სი, ჯი-პი-სი, პსპ და ფარ­მა­დე­პო. ეს ოთხი ქსე­ლი არის ყვე­ლა­ზე ფარ­თოდ წარ­მოდ­გე­ნი­ლი და სწო­რედ მათ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ვი­წყეთ ჩვე­ნი პირ­ბა­დე­ე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბა და მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მი­წო­დე­ბა.

ყვე­ლა­ზე გვი­ან შა­ბათ დღეს ამ ქსე­ლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი წარ­მო­ე­ბის მრა­ვალ­ჯე­რა­დი პირ­ბა­დე­ე­ბის შე­ძე­ნა. რაც შე­ე­ხე­ბა ფა­სებს - იცით, რომ სა­ხელ­მწი­ფო და ჩვე­ნი სა­მი­ნის­ტრო ახ­დენს ნედ­ლე­უ­ლის მო­ბი­ლი­ზე­ბას. ჩვენ­თვის ნედ­ლე­უ­ლის მო­წო­დე­ბა ხდე­ბა სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მთე­ლი რიგი სამ­კერ­ვა­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი უსას­ყიდ­ლოდ გვი­კე­რა­ვენ პირ­ბა­დე­ებს, თვი­თონ ნედ­ლე­უ­ლის ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ხელ­მწი­ფოს 1 პირ­ბა­დის შე­კერ­ვა უჯ­დე­ბა 1 ლარ­ზე მეტი.

იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ გვინ­და რაც შე­იძ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს ჩვე­ნი პირ­ბა­დე მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის, მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ ქსე­ლებ­ში აფ­თი­ა­ქებ­ში გა­ი­ყი­დოს 50 თეთ­რად თითო ცალი. სა­ხელ­მწი­ფო მო­ახ­დენს სუბ­სი­დი­რე­ბას,“ - გა­ნა­ცხა­და თურ­ნა­ვამ.

ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი პირ­ბა­დე­ე­ბის გა­ყიდ­ვა­ზე ლი­მი­ტი და­წეს­დე­ბა და მო­ქა­ლა­ქეს ერთ ჯერ­ზე 3 პირ­ბა­დის შე­ძე­ნა შე­ეძ­ლე­ბა. თურ­ნა­ვას გან­მარ­ტე­ბით, პირ­ბა­დე­ე­ბით ბაზ­რის გა­ჯე­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, შე­საძ­ლოა, ლი­მი­ტი მო­იხ­სნას.

"იმის­თვის, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს შეხ­ვდეს პირ­ბა­დე­ე­ბი, სა­აფ­თი­ა­ქო ქსე­ლე­ბი შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი არი­ან, რომ გარ­კვე­უ­ლი ლი­მი­ტი იქ­ნე­ბა და­წე­სე­ბუ­ლი. რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, ეს არის 3 პირ­ბა­დე 1 მომ­ხმა­რე­ბელ­ზე, რაც არის სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნი და შემ­დეგ რო­გორც კი შე­ვა­ტყობთ, რომ ეს მო­ცუ­ლო­ბა ამო­ი­ყი­დე­ბა, ჩვენ მას შე­ვავ­სებთ და გა­მომ­დი­ნა­რე უკვე ბაზ­რის გა­ჯე­რე­ბი­დან, რად­გან ბა­ზარ­ზე სხვა იმ­პორ­ტუ­ლი პირ­ბა­დე­ე­ბიც შე­მო­დის და იკე­რე­ბა პა­რა­ლე­ლუ­რად პირ­ბა­დე­ე­ბი, შე­იძ­ლე­ბა ეს ლი­მი­ტიც მო­იხ­სნას“, - გა­ნა­ცხა­და ნა­თია თურ­ნა­ვამ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
50

ეს ნამდვილად ივანიშვილის ბიზნესი იქნება, ჯერ შეისყოდა მთელი მარაგები პირბადეებისა,მერე უკვე ასმაგად ყიდის. გიცანით,ბიძინა.(პრესა.ჯი -სებურად).

ნიკო
22

1 ლარზე მეტი რანაირად გიჯდებათ ერთი პირბადე ღადაობთ?

რისგანაა გაკეთებული ნანახი გაქვთ პირბადე?

ადიდასის ბოტასი ჯდება 1 ლარი და პირბადის ლარად დამზადება??

ვინ ამზადებს გუჩი?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრად გაიყიდება

საქართველოში წარმოებული პირბადეები 50 თეთრად გაიყიდება

დღეიდან ქართული წარმოების პირბადეები სააფთიაქო ქსელებში შევიდა და თითოს ფასი 50 თეთრი იქნება.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საწყის ეტაპზე სარეალიზაციოდ ჩაეშვა 400 ათასი პირბადე.

მისივე თქმით, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს თითო პირბადის დამზადება 1 ლარზე მეტი უჯდება, მთავრობა ფასის სუბსიდირებას მოახდენს და მოქალაქეებს მათი შეძენა პრაქტიკულად განახევრებულ ფასად შეეძლებათ.

"დღეიდან ჩვენი ქართული წარმოების პირბადეები უკვე გავუშვით სააფთიაქო ქსელებში, საწყის ეტაპზე 400 ათასი პირბადე. დაახლოებით 2 დღე იქნება საჭირო იმისთვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით წამყვან სააფთიაქო ქსელებში გადანაწილდეს ეს პირბადეები.

აქ საუბარი გვაქვს წამყვან სააფთიაქო ქსელებზე: ავერსი, ჯი-პი-სი, პსპ და ფარმადეპო. ეს ოთხი ქსელი არის ყველაზე ფართოდ წარმოდგენილი და სწორედ მათთან თანამშრომლობით დავიწყეთ ჩვენი პირბადეების გადანაწილება და მოსახლეობისთვის მიწოდება.

ყველაზე გვიან შაბათ დღეს ამ ქსელებში შესაძლებელი იქნება ჩვენი ქართული წარმოების მრავალჯერადი პირბადეების შეძენა. რაც შეეხება ფასებს - იცით, რომ სახელმწიფო და ჩვენი სამინისტრო ახდენს ნედლეულის მობილიზებას. ჩვენთვის ნედლეულის მოწოდება ხდება სხვადასხვა ქვეყნიდან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი რიგი სამკერვალო კომპანიები უსასყიდლოდ გვიკერავენ პირბადეებს, თვითონ ნედლეულის ღირებულებიდან გამომდინარე, სახელმწიფოს 1 პირბადის შეკერვა უჯდება 1 ლარზე მეტი.

იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა რაც შეიძლება ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი პირბადე მოსახლეობისთვის, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ქსელებში აფთიაქებში გაიყიდოს 50 თეთრად თითო ცალი. სახელმწიფო მოახდენს სუბსიდირებას,“ - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, საქართველოში წარმოებული პირბადეების გაყიდვაზე ლიმიტი დაწესდება და მოქალაქეს ერთ ჯერზე 3 პირბადის შეძენა შეეძლება. თურნავას განმარტებით, პირბადეებით ბაზრის გაჯერების შესაბამისად, შესაძლოა, ლიმიტი მოიხსნას.

"იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს შეხვდეს პირბადეები, სააფთიაქო ქსელები შეთანხმებულები არიან, რომ გარკვეული ლიმიტი იქნება დაწესებული. რამდენადაც მე ვიცი, ეს არის 3 პირბადე 1 მომხმარებელზე, რაც არის სრულიად სამართლიანი და შემდეგ როგორც კი შევატყობთ, რომ ეს მოცულობა ამოიყიდება, ჩვენ მას შევავსებთ და გამომდინარე უკვე ბაზრის გაჯერებიდან, რადგან ბაზარზე სხვა იმპორტული პირბადეებიც შემოდის და იკერება პარალელურად პირბადეები, შეიძლება ეს ლიმიტიც მოიხსნას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

თენგიზ თელიას მთავარი რეკომენდაცია!

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის კონკურსის საერთაშორისო ჟიურის წევრია

"მგონი ძალიან კარგ ადგილას ვარ... 69 წლის ვარ და ჩეთვის ეს გზა გავლილია" - ამირან გამყრელიძის პასუხი პოლიტიკაში შესაძლო მოსვლასთან დაკავშირებით