სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველა სიმძიმე გადაივლის" - პატრიარქი
"ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველა სიმძიმე გადაივლის" - პატრიარქი

ღმერ­თი მო­წყა­ლეა, სიმ­ძი­მე გა­და­ივ­ლის და მშვი­დო­ბა და­ი­სად­გუ­რებს , - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­აქ­მა ილია მე­ო­რემ მი­მარ­თვა­ში გა­ნა­ცხა­და.

პატ­რი­არ­ქი მრევლს ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულს ულო­ცავს და ამ­ბობს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ღვთის ნე­ბით ხდე­ბა.

"დღეს არის დიდი დღე­სას­წა­უ­ლი ხა­რე­ბო­ბა. გი­ლო­ცავთ, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს ვუ­ლო­ცავ ხა­რე­ბის დღე­სას­წა­ულს. ვუ­ლო­ცავ უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­თა, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას და სა­მა­ჩაბ­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას. უფალ­მან ძალი ერსა თვის­სა მოს­ცეს და უფალ­მაც აკურ­თხოს ერის თვი­სი მში­დო­ბით. ძალა და მშვი­დო­ბა, რო­გორ სა­ნატ­რე­ლია ჩვენ­თვის. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი ღვთით არის, ღვთის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ ძალა ღვთი­სა გა­მოვ­ლინ­დე­ბა ყო­ველ ადა­მი­ან­ში, ყო­ველ ოჯახ­ში, ყო­ველ სა­ხელ­მწი­ფო­ში. ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ უღვთოთ არა­ფე­რი ხდე­ბა. ერთი მუ­შა­კი მოს­კო­ვის, კრემ­ლის ეკი­თხე­ბა პავ­ლოვს აკა­დე­მი­კოსს, ნუთუ, თქვენ ასე­თი დიდი მეც­ნი­ე­რი ბრძან­დე­ბით და მორ­წმუ­ნე ხარ­თო. პავ­ლო­ვი იყო მღვდლის შვი­ლი დე­დი­თაც და მა­მი­თაც და პავ­ლოვ­მა უპა­სუ­ხა, როცა ჩვენ ვსწავ­ლობთ ადა­მი­ა­ნის სის­ხლსო, მორ­წმუ­ნე კი არა, წმინ­და­ნი შე­იძ­ლე­ბა, გახ­დეო. ეს უნდა გვახ­სოვ­დეს ჩვენ.

ჩვენ ვცხოვ­რობთ რთულ დროს, როცა სხვა­დას­ხვა მოვ­ლე­ნე­ბი მო­ი­ცავს ადა­მი­ა­ნებს. ჩვენ ხში­რად ვერ ვაძ­ლევთ პა­სუხს, რა­ტომ ხდე­ბა ეს. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ყვე­ლა­ფერს ვერ ახ­სნის ადა­მი­ა­ნი, მაგ­რამ ისიც უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ღმერ­თი მო­წყა­ლეა და ყვე­ლა­ფე­რი ის სიმ­ძი­მე გა­და­ივ­ლის და მშვი­დო­ბა და­ი­სად­გუ­რებს. კი­დევ ერთხელ ყვე­ლას გი­ლო­ცავთ ამ დი­დე­ბულ დღე­სა­წა­ულს. სი­ხა­რუ­ლი მოგ­მად­ლოთ უფალ­მა. სი­ხა­რუ­ლი არის შე­დე­გი სიყ­ვა­რუ­ლი­სა. ვი­საც გა­აჩ­ნია სიყ­ვა­რუ­ლი, იმას გა­აჩ­ნია სი­ხა­რუ­ლი. და­ლოც­ვი­ლი იყა­ვით, იხა­რეთ ორ­სა­ვე სო­ფელ­სა შინა. ჩვენ­თან არს ღმერ­თი!"- ბრძა­ნა პატ­რი­არ­ქმა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვი–რუსი
39

ეს კაცი კრემლს და მოსკოვს ვერ გასცდა რა!

!!!!
37

ბლა ბლა ბლა ჯობია თქვას აღდგომაზე რას აპირებს გვწირავს მსოფლიოს ჯინაზე თუ გამოიჩენს რწმენას და ადამიანურობას

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველა სიმძიმე გადაივლის" - პატრიარქი

"ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველა სიმძიმე გადაივლის" - პატრიარქი

ღმერთი მოწყალეა, სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს , - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიაქმა ილია მეორემ მიმართვაში განაცხადა.

პატრიარქი მრევლს ხარების დღესასწაულს ულოცავს და ამბობს, რომ ყველაფერი ღვთის ნებით ხდება.

"დღეს არის დიდი დღესასწაული ხარებობა. გილოცავთ, სრულიად საქართველოს ვულოცავ ხარების დღესასწაულს. ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა, აფხაზეთის მოსახლეობას და სამაჩაბლოს მოსახლეობას. უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს და უფალმაც აკურთხოს ერის თვისი მშიდობით. ძალა და მშვიდობა, როგორ სანატრელია ჩვენთვის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი ღვთით არის, ღვთის ლოცვა-კურთხევით. უნდა ვიცოდეთ, რომ ძალა ღვთისა გამოვლინდება ყოველ ადამიანში, ყოველ ოჯახში, ყოველ სახელმწიფოში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უღვთოთ არაფერი ხდება. ერთი მუშაკი მოსკოვის, კრემლის ეკითხება პავლოვს აკადემიკოსს, ნუთუ, თქვენ ასეთი დიდი მეცნიერი ბრძანდებით და მორწმუნე ხართო. პავლოვი იყო მღვდლის შვილი დედითაც და მამითაც და პავლოვმა უპასუხა, როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლსო, მორწმუნე კი არა, წმინდანი შეიძლება, გახდეო. ეს უნდა გვახსოვდეს ჩვენ.

ჩვენ ვცხოვრობთ რთულ დროს, როცა სხვადასხვა მოვლენები მოიცავს ადამიანებს. ჩვენ ხშირად ვერ ვაძლევთ პასუხს, რატომ ხდება ეს. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერს ვერ ახსნის ადამიანი, მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ღმერთი მოწყალეა და ყველაფერი ის სიმძიმე გადაივლის და მშვიდობა დაისადგურებს. კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესაწაულს. სიხარული მოგმადლოთ უფალმა. სიხარული არის შედეგი სიყვარულისა. ვისაც გააჩნია სიყვარული, იმას გააჩნია სიხარული. დალოცვილი იყავით, იხარეთ ორსავე სოფელსა შინა. ჩვენთან არს ღმერთი!"- ბრძანა პატრიარქმა.

"ჩვენი სულიერი დებისა და ძმების ნაცვლად, ეზოში სიმბოლურად სანთლები ენთო" - ჯვართამაღლების ტაძარში სააღდგომო ლიტურღია მრევლის გარეშე ჩატარდა

მოხუცმა ქალმა პოლიციელებს აღდგომა მიულოცა - ფოტოები ზუგდიდის ბლოკ-პოსტიდან

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - "9 აპრილს რომ შეგვიყვარდა ერთმანეთი, ახლა განმეორდა ეს ერთობისა და ძმობის განცდა!"