სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ფაქტი, რომელიც მოხდა უკიდურესად საგანგაშოა... იმ კვირაში დიდი ბრძოლები გველის" - პრემიერი
"ფაქტი, რომელიც მოხდა უკიდურესად საგანგაშოა... იმ კვირაში დიდი ბრძოლები გველის" - პრემიერი

მინ­და, მი­ვუ­სამ­ძიმ­რო და მხარ­და­ჭე­რა გა­მო­ვუ­ცხა­დო ექი­მებს, რომ­ლებ­მაც ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს ამ ქალ­ბა­ტო­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად და მინ­და, ისი­ნი გა­ვამ­ხნე­ვო იმი­ტომ, რომ უახ­ლო­ე­სი კვი­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დიდი ბრძო­ლე­ბი გვე­ლის, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ველ შემ­თხვე­ვა­ზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ყვე­ლა უნდა შე­თან­ხმდეს, რომ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კომ­პრო­მი­სი არ არ­სე­ბობს.

"დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით გვყავს 157 ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. მათ­გან 9 არის ახა­ლი შემ­თხვე­ვა, მათ­გან 1 აჭა­რა­ში და გვყავს სამ­წუ­ხა­როდ 1 გარ­დაც­ვლი­ლი. ეს გახ­ლავთ ბოლ­ნი­სის კლას­ტე­რი­დან მო­ხუ­ცე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი, 79 წლის, თან­მდე­ვი ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბით, რომ­ლის სი­ცო­ცხლის გა­და­სარ­ჩე­ნად ჩვენ­მა ექი­მებ­მა გა­ა­კე­თეს ყვე­ლა­ფე­რი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ეს არის ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა და სწო­რედ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბის მი­ნი­მი­ზა­ცი­ის­თვის ვდგამთ მკაცრ ნა­ბი­ჯებს. მინ­და ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ამ შემ­თხვე­ვამ უნდა დაგ­ვა­ნა­ხოს და დაგ­ვარ­წმუ­ნოს, რომ ამ ბრძო­ლა­ში კომ­პრო­მი­სი არ არ­სე­ბობს და ნა­ბი­ჯე­ბის სიმ­კაც­რე არ არის ვი­ღა­ცის სურ­ვი­ლი.

ეს არის ის ტრა­გი­კუ­ლი აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა უნდა და­იც­ვას. ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ პა­სუ­ხის­მგებ­ლე­ბი ვართ პირ­ველ რიგ­ში, ჩვე­ნი მშობ­ლე­ბის, მო­ხუ­ცე­ბუ­ლე­ბის წი­ნა­შე და ეს ფაქ­ტი, რო­მე­ლიც მოხ­და, არის უკი­დუ­რე­სად სა­გან­გა­შო. ეს არის ის ზარი, რო­მე­ლიც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

არა­ნა­ი­რი კომ­პრო­მი­სი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს­თან და­კავ­ში­რე­ბით არ იქ­ნე­ბა. თუ შემ­დგო­მი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გამ­კაც­რე­ბა იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო, ჩვენ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებს გა­ვამ­კაც­რებთ," - გა­ნა­ცხა­და გა­ხა­რი­ამ.

ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით გარ­დაც­ვა­ლე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და. ამის შე­სა­ხებ თსსუ-ს პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა, ლე­ვან რა­ტი­ან­მა გა­ნა­ცხა­და.

გარ­დაც­ვლი­ლი 79 წლის ქა­ლია, რო­მე­ლიც ე.წ. მარ­ნე­უ­ლის კლას­ტე­რი­დან იყო.

რო­გორც ლე­ვან რა­ტი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, პა­ცი­ენ­ტი კლი­ნი­კა­ში დღეს, 9 სა­ათ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, პა­ცი­ე­ტის სამ­კურ­ნა­ლოდ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი არა­ე­ფექ­ტუ­რი აღ­მოჩ­ნდა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
2

ღმერთმა ნათელში ამყოფოს, ექიმებმა დარწმუნებული ვარ მაქსიმუმი გააკეთეს. სულიერი სიმტკიცე ჩვენს ექიმებს.

-------------
21

კიდევ კარგი რომ ამ მძმე ჟამს ასეთი პრემიერი გავაყავს ეხლა ვინმე ენადაბმული და უუნაროს ყურება ხო საერთოდ ჭკუიდან გადაგვიყვანადა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ფაქტი, რომელიც მოხდა უკიდურესად საგანგაშოა... იმ კვირაში დიდი ბრძოლები გველის" - პრემიერი

"ფაქტი, რომელიც მოხდა უკიდურესად საგანგაშოა... იმ კვირაში დიდი ბრძოლები გველის" - პრემიერი

მინდა, მივუსამძიმრო და მხარდაჭერა გამოვუცხადო ექიმებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს ამ ქალბატონის გადასარჩენად და მინდა, ისინი გავამხნევო იმიტომ, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში დიდი ბრძოლები გველის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსით გარდაცვალების პირველ შემთხვევაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ყველა უნდა შეთანხმდეს, რომ ადამიანის სიცოცხლესთან დაკავშირებით კომპრომისი არ არსებობს.

"დღეის მდგომარეობით გვყავს 157 ინფიცირებული. მათგან 9 არის ახალი შემთხვევა, მათგან 1 აჭარაში და გვყავს სამწუხაროდ 1 გარდაცვლილი. ეს გახლავთ ბოლნისის კლასტერიდან მოხუცებული ქალბატონი, 79 წლის, თანმდევი ქრონიკული დაავადებებით, რომლის სიცოცხლის გადასარჩენად ჩვენმა ექიმებმა გააკეთეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს არის ტრაგიკული შემთხვევა და სწორედ მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ამ შემთხვევამ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და ნაბიჯების სიმკაცრე არ არის ვიღაცის სურვილი.

ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დაიცვას. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლები ვართ პირველ რიგში, ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე და ეს ფაქტი, რომელიც მოხდა, არის უკიდურესად საგანგაშო. ეს არის ის ზარი, რომელიც ყველა მოქალაქემ უნდა გაითვალისწინოს.

არანაირი კომპრომისი ადამიანების სიცოცხლესთან დაკავშირებით არ იქნება. თუ შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება იქნება საჭირო, ჩვენ ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ," - განაცხადა გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ თსსუ-ს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც ე.წ. მარნეულის კლასტერიდან იყო.

როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, პაციენტი კლინიკაში დღეს, 9 საათზე გარდაიცვალა. მისივე განმარტებით, პაციეტის სამკურნალოდ ჩატარებული ღონისძიებები არაეფექტური აღმოჩნდა.

LIVE: "360 გრადუსი" - აშშ-ში მცხოვრები ქართველი ბექა გოგინაშვილი, ექიმი-ინფექციონისტი ეკა ჩაკვეტაძე, ექიმი ოთარ ტატიშვილი

პრეზიდენტმა 9 მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

LIVE: "360 გრადუსი" - რატი იონათამიშვილი; პაატა ვეფხვაძე; ვატო სურგულაძე