სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა - ქვეყანაში უკვე 900 000-მა ადამიანმა სამსახური დაკარგა
ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა - ქვეყანაში უკვე 900 000-მა ადამიანმა სამსახური დაკარგა

ეს­პა­ნეთ­ში ბოლო დღე-ღა­მის მან­ძილ­ზე კო­რო­ნა­ვირუ­სით 932 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა და მთლი­ა­ნო­ბა­ში ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში 10 935-ს მი­აღ­წია.

ამას­თან, მცი­რე­ო­დე­ნით შემ­ცი­რე­ბას გა­ნაგ­რძობს ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

ქვე­ყა­ნა­ში ბოლო დღის მან­ძილ­ზე 7470 ადა­მი­ანს და­უდ­გინ­და ვირუ­სი, რი­თაც და­და­ტუ­რე­ბულ შემ­თხვე­ვა­თა რა­ო­დე­ნო­ბა 11 7710-მდე გა­ი­ზარ­და.

ეს­პა­ნე­თის შრო­მის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქვე­ყა­ნა­ში ბოლო პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რი და­ახ­ლო­ე­ბით 900 000-მა ადა­მი­ან­მა და­კარ­გა. სა­მი­ნის­ტროს ცნო­ბით, 80 000 ადა­მი­ა­ნი ავად­ყოფ­ნის გამო სამ­სა­ხურ­ში არ და­დის, ხოლო 170 000 ბი­უ­ლე­ტინ­ზეა თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის ან კა­რან­ტი­ნის გამო.

„ეს უპ­რე­ცენ­დენ­ტო მდგო­მა­რე­ო­ბაა“, - აღ­ნიშ­ნავს შრო­მის მი­ნის­ტრი, იო­ლან­და დი­ა­სი.

მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა კა­ტა­ლო­ნი­ა­შიც. კა­ტა­ლო­ნი­ის სე­პა­რა­ტის­ტუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მთავ­რო­ბა პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში მად­რიდს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას სთხოვს.

„ჩვენ დახ­მა­რე­ბის ხე­ლის გა­მოწ­ვდა გვჭირ­დე­ბა. ეს სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა ნიშ­ნავს, რომ თუ მათ ჰყავთ ექი­მე­ბი და ექთ­ნე­ბი დაგ­ვეხ­მა­რონ“, - აღ­ნიშ­ნა რე­გი­ო­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, ალბა ვერ­ჯეს­მა.

ცნო­ბის­თვის, გა­სულ თვე­ში, კა­ტა­ლო­ნი­ის მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც რე­გი­ო­ნის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მომ­ხრეა, აცხა­დებ­და, რომ მად­რი­დის დახ­მა­რე­ბა „სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო“. ამ დრო­ის­თვის, კა­ტა­ლო­ნი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით 2000 პირი და­ი­ღუ­პა. და­ახ­ლო­ე­ბით ამ­დე­ნი­ვე ადა­მი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი მკურ­ნა­ლო­ბის პა­ლა­ტებ­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა - ქვეყანაში უკვე 900 000-მა ადამიანმა სამსახური დაკარგა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა - ქვეყანაში უკვე 900 000-მა ადამიანმა სამსახური დაკარგა

ესპანეთში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 932 ადამიანი დაიღუპა და მთლიანობაში ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ ქვეყანაში 10 935-ს მიაღწია.

ამასთან, მცირეოდენით შემცირებას განაგრძობს ახალი შემთხვევების რაოდენობა.

ქვეყანაში ბოლო დღის მანძილზე 7470 ადამიანს დაუდგინდა ვირუსი, რითაც დადატურებულ შემთხვევათა რაოდენობა 11 7710-მდე გაიზარდა.

ესპანეთის შრომის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში ბოლო პერიოდში სამსახური დაახლოებით 900 000-მა ადამიანმა დაკარგა. სამინისტროს ცნობით, 80 000 ადამიანი ავადყოფნის გამო სამსახურში არ დადის, ხოლო 170 000 ბიულეტინზეა თვითიზოლაციის ან კარანტინის გამო.

„ეს უპრეცენდენტო მდგომარეობაა“, - აღნიშნავს შრომის მინისტრი, იოლანდა დიასი.

მძიმე მდგომარეობაა კატალონიაშიც. კატალონიის სეპარატისტულად განწყობილი მთავრობა პანდემიასთან ბრძოლაში მადრიდს სამხედრო დახმარებას სთხოვს.

„ჩვენ დახმარების ხელის გამოწვდა გვჭირდება. ეს სამხედრო დახმარება ნიშნავს, რომ თუ მათ ჰყავთ ექიმები და ექთნები დაგვეხმარონ“, - აღნიშნა რეგიონის ჯანდაცვის მინისტრმა, ალბა ვერჯესმა.

ცნობისთვის, გასულ თვეში, კატალონიის მთავრობა, რომელიც რეგიონის დამოუკიდებლობის მომხრეა, აცხადებდა, რომ მადრიდის დახმარება „სრულიად მიუღებელი იყო“. ამ დროისთვის, კატალონიაში კორონავირუსით 2000 პირი დაიღუპა. დაახლოებით ამდენივე ადამიანი ინტენსიური მკურნალობის პალატებში გადის მკურნალობას.

კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე - Reuters-ის სულისშემძვრელი ფოტოები მთელი მსოფლიოდან

ბელორუსის პრეზიდენტი, რომელიც COVID-19-ს "ფსიქოზს" უწოდებდა და არ აღიარებდა, ვირუსთან ბრძოლაში დახმარებას რუსეთს სთხოვს

საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ღვთისმსახურებას მრევლის გარეშე ჩაატარებს