კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე - Reuters-ის სულისშემძვრელი ფოტოები მთელი მსოფლიოდან
მსოფლიო კორონავირუსის ახალი შტამის, COVID-19-ის პანდემიას ებრძვის. ექსპერტები ამბობენ, რომ ასეთი სირთულისა და ამხელა გამოწვევის წინაშე ადამიანები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილან. ბევრი პოლიტიკოსი მიმდინარე პროცესებს ომზე უარესს უწოდებს, რადგანაც უხილავ მტერთან გვიწევს ბრძოლა.
ყოველდღე გვესმის კორონავირუსთან დაკავშირებული სულისშემძვრელი ისტორიები და გვყავს ახალი გმირები, რომლებიც პანდემიის შესაჩერებლად მუხლჩაუხრელად მუშაობენ. ბრძოლის წინა ხაზზე ახლა ექიმები არიან, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად მკურნალობენ ინფიცირებულებს.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში 1 030 181 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის 54 198 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 219 824 გამოჯანმრთელდა.
გთავაზობთ სააგენტო Reuters-ის ფოტოებს, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშია გადაღებული:
ფოტო მადრიდის ერთ-ერთი კლინიკიდან"როიტერსის" ფოტო სერბეთის ერთ-ერთი კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდანბრიტანეთში მამაკაცს ექიმი კორონავირუსზე ტესტს მანქანაშივე უტარებს.ნიუ.იორკში გახსნილ საველე ჰოსპიტალში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი შეჰყავთსაავადმყოფოს პერსონალი დამკრძალავი ბიუროს შენობაში ისვენებს, რომელიც სპეციალურად გამოიყო მედიკოსებისთვის. შენობა კლინიკასთან ახლოს მდებარეობს. "როიტერსის" ფოტო ფილიპინებიდან.იტალიელ ექიმებს რობოტი მედდა ეხმარებაფოტო ბრაზილიაშია გადაღებული, სადაც ერთდროულად ბევრი საფლავი გათხარეს მას შემდეგ, რაც კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობამ მოიმატა. ამ დროისთვის ქვეყანაში 8 066 ადამიანი დაინფიცირდა. მათ შორის 327 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 127 გამოჯანმრთელდა.მედიკოსები ვარშავაში, საველე ჰოსპიტალთანინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილი ქალის საფლავს დეზინფექციას უტარებენდამკრძალავი ბიუროს თანამშრომელი ესპანეთიდანესპანელი მედიკოსები ერთმანეთს ამხნევებენბელგრადში ყველაზე დიდი შენობა საავადმყოფოდ გადაკეთდა და ჯარისკაცებმა იქ პაციენტებისთვის საწოლები განათავსესკორონავირუსით ინფიცირებულ ჩვილს, რომელიც ყველასგან იზოლირებულია, მედდა უვლის და მასზე ზრუნავს. ფოტო უხანშია გადაღებულიქუვეითში ადამიანები კორონავირუსზე ტესტირების რიგს ელოდებიან