სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
გურჯაანელ კაცს, რომელიც ტიტებს ახარებს და კორონავირუსის გამო ვერ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს
გურჯაანელ კაცს, რომელიც ტიტებს ახარებს და კორონავირუსის გამო ვერ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს

გურ­ჯა­ა­ნელ კაცს, რო­მელ­საც სო­ფელ კო­ლაგ­ში ტი­ტე­ბის ბაღი აქვს და კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ყვა­ვი­ლებს ვე­ღარ ყი­დის, მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ფული შე­უგ­რო­ვეს.

63 წლის კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლის შე­სა­ხებ რე­პორ­ტა­ჟი "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბის" ჟურ­ნა­ლის­ტმა გი­ორ­გი ალა­დაშ­ვილ­მა მო­ამ­ზა­და. რო­გორც სტა­ტი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ, მეყ­ვა­ვი­ლეს გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ კო­ლაგ­ში ტი­ტე­ბის ბაღი აქვს და ყო­ველ გა­ზა­ფხულ­ზე ნავ­თლუ­ღის ბა­ზარ­ში ჩა­მოჰ­ქონ­და ჩა­სა­ბა­რებ­ლად, თუმ­ცა კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ის გამო ბა­ზა­რი და­ი­კე­ტა, შე­სა­ბა­მი­სად, ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი ყვა­ვი­ლე­ბის გა­სა­ღე­ბას ვე­ღარ ახერ­ხებს და ტი­ტე­ბი ბაღ­ში უჭკნე­ბა.

სტა­ტია სწრა­ფად გავ­რცელ­და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა 63 წლის მეყ­ვა­ვი­ლის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვეს. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა მა­რი­ამ ნატ­როშ­ვილ­მა საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცია წა­მო­ი­წყო "ტი­ტე­ბის კა­ცის" და­სახ­მა­რებ­ლად და სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მე­ბა­ღის შვი­ლიშ­ვი­ლის ან­გა­რი­შის ნო­მე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა:

"პან­დე­მი­ამ და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბამ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ტო­ვა შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე. ძა­ლი­ან ბევ­რი. მაგ­რამ, ეს ამ­ბა­ვი რომ წა­ვი­კი­თხე, პირ­ვე­ლად ვი­ტი­რე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის მე­სა­მე კვი­რას.

კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლი 63 წლის არის, გურ­ჯა­ა­ნის სო­ფელ კო­ლა­გი­დან. ტი­ტე­ბის ბაღი აქვს. ყვა­ვი­ლებს გა­ზა­ფხულ­ზე ბა­ზარ­ში აბა­რებს ხოლ­მე. ეხლა ბა­ზა­რი და­ი­კე­ტა და ყვა­ვი­ლე­ბი ვე­ღარ­სად ჩა­ა­ბა­რა. სულ 2000 ლა­რის ყვა­ვი­ლე­ბი აქვს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად არ ვარ რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი და რომც და­ეხ­მა­როს სა­ხელ­მწი­ფო მცი­რე მე­წარ­მე­ებს, მე ვერ მოვ­ხვდე­ბი მათ რი­გებ­შიო - ეუბ­ნე­ბა რე­პორ­ტა­ჟის ავ­ტორს, გი­ორ­გი ალა­დაშ­ვი­ლი.

ისე ყვე­ბა თა­ვის ყვა­ვი­ლებ­ზე, ისე ამ­ბობს "ასე გა­ფუჭ­დე­ბა და და­ჭკნე­ბა ჩემი ყვა­ვი­ლე­ბი", ვკი­თხუ­ლობ და ვკვდე­ბი. ჩემი ყვა­ვი­ლე­ბიო, რო­გორ უყ­ვარს თა­ვი­სი გაზ­რდი­ლი ყვა­ვი­ლე­ბი, რომ­ლი­თაც ოჯახს არ­ჩენს.

გი­ორ­გი ალა­დაშ­ვილ­მა ნო­მე­რი მომ­ცა, და­ვუ­რე­კე და ვე­ლა­პა­რა­კე, ისე ჩა­მო­დით და წა­ი­ღეთ ფული არ მინ­დაო. სახ­ლი­დან არ გავ­დი­ვარ და ვერ ჩა­ვალ რომ წა­მო­ვი­ღო ეს ყვა­ვი­ლე­ბი და სახ­ლებ­ში ჩა­მო­გი­რი­გოთ.

ჰოდა, აი ან­გა­რი­შის ნო­მე­რი, შვი­ლიშ­ვი­ლის ან­გა­რი­შია, რამ­დე­ნიც შეგ­ვიძ­ლია იქ­ნებ ჩა­ვუ­რი­ცხოთ და ტი­ტე­ბი დავ­პოს­ტოთ ჩვენ კედ­ლებ­ზე. მეყ­ვა­ვი­ლე კა­კოს კი ვთხო­ვოთ, რომ ჩა­რი­ცხუ­ლი თან­ხის ტი­ტე­ბით სახ­ლი მორ­თოს, ან მე­ზობ­ლებს და­უ­ტო­ვოს ეზო­ებ­ში ან არ ვიცი, მო­ვი­ფიქ­როთ ერ­თად.

ან­გა­რი­შის ნო­მე­რი "თი­ბი­სი ბან­კში":

GE62TB7096445061100088

მიმ­ღე­ბი: ნანა ბეჟაშ­ვი­ლი (კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვი­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი)" - დაწ­რა "ფე­ის­ბუქ­ზე" მა­რი­ამ ნატ­როშ­ვილ­მა.

მისი იდეა ასო­ბით ადა­მი­ან­მა რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში აი­ტა­ცა და პირ­ვე­ლი შე­დე­გიც სა­ხე­ზეა - რო­გორც ირ­კვე­ვა, თან­ხა შეგ­როვ­და, ამ ეტაპ­ზე 5000 ლარ­ზე მეტი.

"კაკო ჯე­ი­რა­ნაშ­ვილს ვე­ლა­პა­რა­კე. ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი რი­ცხავ­სო... ძა­ლი­ან გა­ხა­რე­ბუ­ლია, დღეს რა სი­ხა­რუ­ლიც მო­მა­ნი­ჭეთ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე იყა­ვი­თო. როცა სახ­ლე­ბი­დან გა­მოხ­ვალთ, ბაღ­ში მეს­ტუმ­რე­თო" - წერს ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი ანა ხო­ნე­ლი­ძე.

მთა­ავ­რი ფოტო: რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბა

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეჰ
7

რა მაგარი ამბავია და როგორი ლამაზი ბაღი აქვს!

ალექს
2

ყვავილი, მიტანილია კარგი , ხომ არის მაგის სერვისი ? არის , ვიცი ! კორონა ტიტა გულისვარდსა ერთი ათადა ღირს !

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

გურჯაანელ კაცს, რომელიც ტიტებს ახარებს და კორონავირუსის გამო ვერ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს

გურჯაანელ კაცს, რომელიც ტიტებს ახარებს და კორონავირუსის გამო ვერ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს

გურჯაანელ კაცს, რომელსაც სოფელ კოლაგში ტიტების ბაღი აქვს და კორონავირუსის პანდემიის გამო ყვავილებს ვეღარ ყიდის, მოქალაქეებმა ფული შეუგროვეს.

63 წლის კაკო ჯეირანაშვილის შესახებ რეპორტაჟი "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტმა გიორგი ალადაშვილმა მოამზადა. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, მეყვავილეს გურჯაანის სოფელ კოლაგში ტიტების ბაღი აქვს და ყოველ გაზაფხულზე ნავთლუღის ბაზარში ჩამოჰქონდა ჩასაბარებლად, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო ბაზარი დაიკეტა, შესაბამისად, ჯეირანაშვილი ყვავილების გასაღებას ვეღარ ახერხებს და ტიტები ბაღში უჭკნება.

სტატია სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში და მოქალაქეებმა 63 წლის მეყვავილის დახმარების სურვილი გამოთქვეს. ინტერნეტმომხმარებელმა მარიამ ნატროშვილმა საქველმოქმედო აქცია წამოიწყო "ტიტების კაცის" დასახმარებლად და სოციალურ ქსელში მებაღის შვილიშვილის ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა:

"პანდემიამ და საგანგებო მდგომარეობამ ბევრი ადამიანი დატოვა შემოსავლის გარეშე. ძალიან ბევრი. მაგრამ, ეს ამბავი რომ წავიკითხე, პირველად ვიტირე თვითიზოლაციის მესამე კვირას.

კაკო ჯეირანაშვილი 63 წლის არის, გურჯაანის სოფელ კოლაგიდან. ტიტების ბაღი აქვს. ყვავილებს გაზაფხულზე ბაზარში აბარებს ხოლმე. ეხლა ბაზარი დაიკეტა და ყვავილები ვეღარსად ჩააბარა. სულ 2000 ლარის ყვავილები აქვს, ოფიციალურად არ ვარ რეგისტრირებული და რომც დაეხმაროს სახელმწიფო მცირე მეწარმეებს, მე ვერ მოვხვდები მათ რიგებშიო - ეუბნება რეპორტაჟის ავტორს, გიორგი ალადაშვილი.

ისე ყვება თავის ყვავილებზე, ისე ამბობს "ასე გაფუჭდება და დაჭკნება ჩემი ყვავილები", ვკითხულობ და ვკვდები. ჩემი ყვავილებიო, როგორ უყვარს თავისი გაზრდილი ყვავილები, რომლითაც ოჯახს არჩენს.

გიორგი ალადაშვილმა ნომერი მომცა, დავურეკე და ველაპარაკე, ისე ჩამოდით და წაიღეთ ფული არ მინდაო. სახლიდან არ გავდივარ და ვერ ჩავალ რომ წამოვიღო ეს ყვავილები და სახლებში ჩამოგირიგოთ.

ჰოდა, აი ანგარიშის ნომერი, შვილიშვილის ანგარიშია, რამდენიც შეგვიძლია იქნებ ჩავურიცხოთ და ტიტები დავპოსტოთ ჩვენ კედლებზე. მეყვავილე კაკოს კი ვთხოვოთ, რომ ჩარიცხული თანხის ტიტებით სახლი მორთოს, ან მეზობლებს დაუტოვოს ეზოებში ან არ ვიცი, მოვიფიქროთ ერთად.

ანგარიშის ნომერი "თიბისი ბანკში":

GE62TB7096445061100088

მიმღები: ნანა ბეჟაშვილი (კაკო ჯეირანაშვილის შვილიშვილი)" - დაწრა "ფეისბუქზე" მარიამ ნატროშვილმა.

მისი იდეა ასობით ადამიანმა რამდენიმე საათში აიტაცა და პირველი შედეგიც სახეზეა - როგორც ირკვევა, თანხა შეგროვდა, ამ ეტაპზე 5000 ლარზე მეტი.

"კაკო ჯეირანაშვილს ველაპარაკე. ძალიან ბევრი ადამიანი რიცხავსო... ძალიან გახარებულია, დღეს რა სიხარულიც მომანიჭეთ, მთელი ცხოვრება ასე იყავითო. როცა სახლებიდან გამოხვალთ, ბაღში მესტუმრეთო" - წერს ინტერნეტმომხმარებელი ანა ხონელიძე.

მთაავრი ფოტო: რადიო თავისუფლება

რას წერს საუნივერსიტეტო კლინიკაში COVID-19-ით გარდაცვლილი 2 პაციენტის შესახებ კლინიკის ონკოლოგიური დეპარტამენტის დირექტორი

კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა