სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ შეხვდა გამოწვევებს ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმი „სხივი“
როგორ შეხვდა გამოწვევებს ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმი „სხივი“

ვირუს­მა COVID-19 მსოფ­ლი­ო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შეც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლო­ში და მთელს მსოფ­ლი­ო­ში. გა­მოწ­ვე­ვე­ბი კი სას­წავ­ლო პრო­ცეს­ზეც აი­სა­ხა.

ბევ­რი სკო­ლა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა უკვე გა­და­ვი­და ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა­ზე. ერთ-ერთი მათ­გა­ნია ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლა "სხი­ვი”, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სრუ­ლად გა­და­ე­წყო სწავ­ლე­ბის ონ­ლა­ინ ფორ­მა­ზე და გა­სულ წლებ­ში მათ მიერ აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­თა ინ­ტეგ­რი­რე­ბის მე­თო­დე­ბი აქ­ტი­უ­რად და­ნერ­გა.

„ჩვენ უკვე მრა­ვა­ლი წე­ლია აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­ში ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის მე­თოდს , რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და მოს­წავ­ლის შინ სწავ­ლე­ბის რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვლით. გვქო­ნია შემ­თხვე­ვა, როცა მოს­წავ­ლე ვერ ცხად­დე­ბო­და სკო­ლა­ში, რად­გან სა­ჭი­რო­ებ­და მკურ­ნა­ლო­ბას ერთ თვე­ზე მეტი ვა­დით და სწო­რედ ამ ფორ­მით ვრთავ­დით მათ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. ჩვე­ნი გა­მარ­თუ­ლი ონ­ლა­ინ პლატ­ფორ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს მშობ­ლებ­საც აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თულ­ნი სას­კო­ლო რე­ჟიმ­ში და ყო­ვე­ლი­ვე ეს დაგ­ვეხ­მა­რა მარ­ტი­ვად მოგ­ვეხ­დი­ნა ადაპ­ტა­ცია და მზად შევ­ხვედ­რო­დით გა­მოწ­ვე­ვებს“, - აღ­ნიშ­ნავს ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლა-ლი­ცე­უ­მის დი­რექ­ტო­რი ეკა ჩი­ქო­ბა­ვა.

ამ პე­რი­ოდ­ში სკო­ლი­სათ­ვის უმ­თავ­რე­სი ამო­ცა­ნა და პრი­ო­რი­ტე­ტია სას­წავ­ლო პრო­ცე­სი უწყვეტ რე­ჟიმ­ში გაგ­რძე­ლე­ბაა, რაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია პე­და­გო­გე­ბის, მშობ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის შე­თან­ხმე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის გა­რე­შე, ეს თა­ვის მხრივ მო­ი­თხოვს, იმ რე­სურ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას რა­საც რე­ა­ლუ­რად ფლობს ქარ­თულ-გერ­მა­ნუ­ლი სკო­ლა. კერ­ძოდ: თან­მიმ­დევ­რუ­ლი სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, თი­თო­ე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლი­სა და კლა­სი­სათ­ვის გა­ნი­სა­ზღვრა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა,სიხ­ში­რე და ხან­გრძლი­ვო­ბა.

სკო­ლა იყე­ნებს რო­გორც არ­სე­ბულ რე­სურსს - ელექტრო­ნულ ჟურ­ნალს (sxivi.edupage.org), ასე­ვე დამ­ხმა­რე ინ­ტე­რაქ­ტი­ულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აპ­ლი­კა­ცი­ებს, (zoom) რომ­ლის დახ­მა­რე­ბი­თაც ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ ონ­ლა­ინ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­სა და უკუ­კავ­შირს.(მოს­წავ­ლე­ებ­თან და მშობ­ლებ­თან)

სხვა­დას­ხვა საგ­ნის სწავ­ლე­ბი­სას, აქ­ტი­უ­რად ვი­ყე­ნებთ გრა­ფი­კულ პროგ­რა­მებს და სკო­ლის მიერ შექ­მნილ ელექტრო­ნულ რე­სურ­სებს (პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი, ტეს­ტე­ბი- Easy Quizzy და ა.შ)

ყო­ვე­ლი­ვე ეს კი სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს დი­რექ­ცი­ას, თა­ვი­დან აი­რი­დოს მოს­წავ­ლე­თა სრუ­ლი ან ხან­გრძლი­ვი მო­წყვე­ტა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი­სა­გან, მით უფრო,რომ სას­წავ­ლო პრო­ცე­სის უწყვე­ტო­ბას, შე­დეგ­ზე გას­ვლი­სათ­ვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს. ასე­ვე, ყო­ვე­ლი­ვე აღ­ნიშ­ნუ­ლი, სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს სკო­ლას,სა­მო­მავ­ლოდ მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის შე­და­რე­ბით უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ გან­ხორ­ცი­ელ­დეს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის გა­ნახ­ლე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია შემ­დე­გი ფაქ­ტიც,მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, „სხი­ვი“ ცდი­ლობს შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ის ტრა­დი­ცი­ე­ბი რა­ზეც დგას ჩვე­ნი სკო­ლის წარ­მა­ტე­ბა. და­წყე­ბუ­ლი ორ­შა­ბა­თის სა­ერ­თო შეკ­რე­ბით, რო­მე­ლიც ეხლა ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბა­ში გა­და­ვი­და, ჰიმ­ნის შეს­რუ­ლე­ბით და სხვა იმ გუნ­დუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით, რო­მე­ლიც სკო­ლას, რო­გორც ერ­თი­ან ორ­გა­ნიზმს ქმნის. სკო­ლის დი­რექ­ცია და პე­და­გო­გე­ბი ყო­ველ­დღი­უ­რად აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბენ Online რეჟმ­ში; ქმნი­ან და ნერ­გა­ვენ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ფორ­მებ­სა და მე­თო­დებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბის ეფექ­ტი­ა­ნო­ბი­სათ­ვის, ასე­ვე სკო­ლის თი­თო­ე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლის მო­ტი­ვა­ცი­ი­სათ­ვის, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მშო­ბელ­თა მხარ­და­ჭე­რა, რაც ნათ­ლად ჩანს, სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ჩარ­თუ­ლო­ბი­თა და უკუ­კავ­ში­რით. ეს კი მა­გა­ლი­თია იმი­სა, თუ რო­გორ უმკლავ­დე­ბა სკო­ლა მიმ­დი­ნა­რე გა­მოწ­ვე­ვებს და რო­გორ ერთ გუნ­დად მუ­შა­ობს სკო­ლა და ოჯა­ხი მო­ცე­მულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში.

#დარ­ჩი­სახ­ლში

#ის­წავ­ლე­და­ას­წავ­ლე­დის­ტან­ცი­უ­რად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ შეხვდა გამოწვევებს ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმი „სხივი“

როგორ შეხვდა გამოწვევებს ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმი „სხივი“

ვირუსმა COVID-19 მსოფლიოში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოში და მთელს მსოფლიოში. გამოწვევები კი სასწავლო პროცესზეც აისახა.

ბევრი სკოლა და საგანმანათლებლო დაწესებულება უკვე გადავიდა ონლაინ პლატფორმაზე. ერთ-ერთი მათგანია ქართულ-გერმანული სკოლა ,,სხივი”, რომელიც ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, სრულად გადაეწყო სწავლების ონლაინ ფორმაზე და გასულ წლებში მათ მიერ აპრობირებული ონლაინ სწავლებისა და მოსწავლეთა ინტეგრირების მეთოდები აქტიურად დანერგა.

„ჩვენ უკვე მრავალი წელია აქტიურად ვიყენებთ სასწავლო პროგრამებში ონლაინ სწავლების მეთოდს , რაც გამოიხატებოდა მოსწავლის შინ სწავლების რეჟიმზე გადასვლით. გვქონია შემთხვევა, როცა მოსწავლე ვერ ცხადდებოდა სკოლაში, რადგან საჭიროებდა მკურნალობას ერთ თვეზე მეტი ვადით და სწორედ ამ ფორმით ვრთავდით მათ სასწავლო პროცესში. ჩვენი გამართული ონლაინ პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს მშობლებსაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი სასკოლო რეჟიმში და ყოველივე ეს დაგვეხმარა მარტივად მოგვეხდინა ადაპტაცია და მზად შევხვედროდით გამოწვევებს“, - აღნიშნავს ქართულ-გერმანული სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ეკა ჩიქობავა.

ამ პერიოდში სკოლისათვის უმთავრესი ამოცანა და პრიორიტეტია სასწავლო პროცესი უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებაა, რაც წარმოუდგენელია პედაგოგების, მშობლებისა და მოსწავლეების შეთანხმებული მუშაობის გარეშე, ეს თავის მხრივ მოითხოვს, იმ რესურსების გამოყენებას რასაც რეალურად ფლობს ქართულ-გერმანული სკოლა. კერძოდ: თანმიმდევრული სასწავლო პროცესისა და აქტივობების უზრუნველსაყოფად, თითოეული მასწავლებლისა და კლასისათვის განისაზღვრა კონკრეტული გეგმა,სიხშირე და ხანგრძლივობა.

სკოლა იყენებს როგორც არსებულ რესურსს - ელექტრონულ ჟურნალს (sxivi.edupage.org), ასევე დამხმარე ინტერაქტიულ საგანმანათლებლო აპლიკაციებს, (zoom) რომლის დახმარებითაც ვახორციელებთ ონლაინ კომუნიკაციასა და უკუკავშირს.(მოსწავლეებთან და მშობლებთან)

სხვადასხვა საგნის სწავლებისას, აქტიურად ვიყენებთ გრაფიკულ პროგრამებს და სკოლის მიერ შექმნილ ელექტრონულ რესურსებს (პრეზენტაციები, ტესტები- Easy Quizzy და ა.შ)

ყოველივე ეს კი საშუალებას აძლევს დირექციას, თავიდან აირიდოს მოსწავლეთა სრული ან ხანგრძლივი მოწყვეტა სასწავლო პროცესისაგან, მით უფრო,რომ სასწავლო პროცესის უწყვეტობას, შედეგზე გასვლისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს. ასევე, ყოველივე აღნიშნული, საშუალებას აძლევს სკოლას,სამომავლოდ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელდეს სასწავლო პროცესის განახლება.

აღსანიშნავია შემდეგი ფაქტიც,მიუხედავად იმისა, რომ არსებულმა ვითარებამ სრულიად შეცვალა სასწავლო პროცესი, „სხივი“ ცდილობს შეინარჩუნოს ის ტრადიციები რაზეც დგას ჩვენი სკოლის წარმატება. დაწყებული ორშაბათის საერთო შეკრებით, რომელიც ეხლა ვირტუალურ რეალობაში გადავიდა, ჰიმნის შესრულებით და სხვა იმ გუნდური საქმიანობით, რომელიც სკოლას, როგორც ერთიან ორგანიზმს ქმნის. სკოლის დირექცია და პედაგოგები ყოველდღიურად აქტიურად მუშაობენ Online რეჟმში; ქმნიან და ნერგავენ სწავლა-სწავლების თანამედროვე ფორმებსა და მეთოდებს.

აღსანიშნავია, რომ ონლაინ სწავლების ეფექტიანობისათვის, ასევე სკოლის თითოეული თანამშრომლის მოტივაციისათვის, მნიშვნელოვანია მშობელთა მხარდაჭერა, რაც ნათლად ჩანს, სწავლების პროცესში ჩართულობითა და უკუკავშირით. ეს კი მაგალითია იმისა, თუ როგორ უმკლავდება სკოლა მიმდინარე გამოწვევებს და როგორ ერთ გუნდად მუშაობს სკოლა და ოჯახი მოცემულ სიტუაციაში.

#დარჩისახლში

#ისწავლედაასწავლედისტანციურად

COVID-19 და ბავშვები - "შესაძლოა, დედის რძე განაპირობებდეს, რომ ბავშვებში დაავადება მსუბუქად ან უსიმპტომოდ მიმდინარეობს"

"ცხელების ცენტრებზე" ჩემი კოლეგების ნაწილიც შეშფოთდა - კარგი ახლა კოლეგებო, სასაცილო ნუ გავხდებით - პაატა იმნაძე

შეიძლება იყოს ვიღაც, ვისაც კორონავირუსი მეორეჯერ დაემართება - პაატა იმნაძე