სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში შევიდა
საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში შევიდა

სა­ქარ­თვე­ლო­ში დღეს, 21:00 სა­ა­თი­დან ე.წ კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი ამოქ­მედ­და. ცოტა ხნის წინ აღ­ნიშ­ნულ­ზე ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესს­პი­კერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა.

მან მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­და, მკაც­რად და­იც­ვან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის წე­სე­ბი.

"იწყე­ბა ე.წ კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი, რაც ნიშ­ნავს, იმას, რომ დღეს სა­ღა­მოს 21:00 სა­ა­თი­დან, ხვალ დი­ლის 06:00 სა­ა­თამ­დე არის აკ­რძა­ლუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბა რო­გორც ქვე­ი­თად, ასე­ვე სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. ეს შე­ზღუდ­ვა არ ეხე­ბა მხო­ლოდ სატ­ვირ­თო მან­ქა­ნებს და იმ სუ­ბი­ექ­ტე­ბის სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა არის კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

მა­გა­ლი­თად, ისე­თი, რო­გო­რიც არის: პო­ლი­ცია, სამ­ხედ­რო­ე­ბი, წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო მან­ქა­ნე­ბი, ზო­გი­ერ­თი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი და სხვა ამ­დაგ­ვა­რი. მინ­და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებს, მკაც­რად და­იც­ვან სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის ფარ­გლებ­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, რო­მე­ლიც დღეს სა­ღა­მოს 21:00 სა­ა­თი­დან ამოქ­მედ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

ვახო
1

21 საათიდან 6 მდე კორონა დარჩება მარტო ქუჩაში. მარტო არ გახვიდეთ, მოგერევათ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში შევიდა

საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში შევიდა

საქართველოში დღეს, 21:00 საათიდან ე.წ კომენდანტის საათი ამოქმედდა. ცოტა ხნის წინ აღნიშნულზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მან მოქალაქეებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვის წესები.

"იწყება ე.წ კომენდანტის საათი, რაც ნიშნავს, იმას, რომ დღეს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ დილის 06:00 საათამდე არის აკრძალული გადაადგილება როგორც ქვეითად, ასევე სატრანსპორტო საშუალებებით. ეს შეზღუდვა არ ეხება მხოლოდ სატვირთო მანქანებს და იმ სუბიექტების სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა საქმიანობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

მაგალითად, ისეთი, როგორიც არის: პოლიცია, სამხედროები, წინასწარ განსაზღვრული სამედიცინო მანქანები, ზოგიერთი საჯარო მოხელეები და სხვა ამდაგვარი. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოცხადებული გადაადგილების შეზღუდვა, რომელიც დღეს საღამოს 21:00 საათიდან ამოქმედდება", - განაცხადა ჩიქოვანმა.

რამდენ ლარს უნდა ხარჯავდეთ თვეში კომუნალურებზე, რომ მთავრობამ დაგაფინანსოთ

რა ვითარებაა სამეგრელოში - "აფხაზეთიდან გადმოსული ქალის 7 კონტაქტი წუხელ გადმოვიყვანეთ ოკუპირებული ტერიტორიიდან"

"ოჯახში სამზე მეტი ვცხოვრობთ, ვარღვევთ მოთხოვნას?" - პასუხი ყველა კითხვაზე, რაც მოქალაქეებს საგანგებო მდგომარეობის შესახებ აინტერესებთ