სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი ევროპაში - ბელგიაში 12 წლის გოგონა გარდაიცვალა
კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი ევროპაში - ბელგიაში 12 წლის გოგონა გარდაიცვალა

ბელ­გი­ა­ში 12 წლის გო­გო­ნა COVID-19-ით გარ­და­იც­ვა­ლა. ეს ევ­რო­პა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მსხვერ­პლია. ბავ­შვი კო­რო­ნა­ვირუსს 30 მარტს ემსხვერ­პლა.

ბელ­გი­ის კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის კრი­ზის­ცენ­ტრის სპი­კე­რის, ემა­ნუ­ელ ან­დრეს თქმით, ეს ამ­ბა­ვი ყვე­ლას­თვის შო­კის­მომ­გვრე­ლი იყო.

"ეს ემო­ცი­უ­რად ურ­თუ­ლე­სი მო­მენ­ტია. ჩვენ ვფიქ­რობთ მის ოჯახ­ზე და მე­გობ­რებ­ზე. ასე­თი პა­ტა­რა ასა­კის ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სით, ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია“, - ამ­ბობს ემა­ნუ­ელ ან­დრე.

რო­გორც სა­ა­გენ­ტო France-Presse წერს, გო­გო­ნას გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ღა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა ჰქონ­და. ჯერ­ჯე­რო­ბით, მე­დი­ის­თვის უც­ნო­ბია, ჰქონ­და თუ არა გარ­დაც­ვლილს რა­ი­მე თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბა.

აქამ­დე ევ­რო­პა­ში COVID-19-ის ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა მსხვერ­პლი 14 წლის პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლი ბიჭი იყო. გა­სულ კვი­რას კი, 16 წლის ფრან­გი გო­გო­ნა გარ­და­იც­ვა­ლა კო­რო­ნა­ვირუ­სით მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მას თან­მდე­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არ ჰქო­ნია.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ბელ­გი­ა­ში ვირუ­სით 12 775 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ­გან 705 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1 696 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
0

ღმერთო,დაიცავი ბავშვები ამ საშინელებისგან.

ნანა
0

ეს ამოუცნობი რამაა ხლხო დაიფარა უფალო ყველა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი ევროპაში - ბელგიაში 12 წლის გოგონა გარდაიცვალა

კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი ევროპაში - ბელგიაში 12 წლის გოგონა გარდაიცვალა

ბელგიაში 12 წლის გოგონა COVID-19-ით გარდაიცვალა. ეს ევროპაში კორონავირუსის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლია. ბავშვი კორონავირუსს 30 მარტს ემსხვერპლა.

ბელგიის კორონავირუსთან ბრძოლის კრიზისცენტრის სპიკერის, ემანუელ ანდრეს თქმით, ეს ამბავი ყველასთვის შოკისმომგვრელი იყო.

"ეს ემოციურად ურთულესი მომენტია. ჩვენ ვფიქრობთ მის ოჯახზე და მეგობრებზე. ასეთი პატარა ასაკის ადამიანის გარდაცვალება კორონავირუსით, ძალიან იშვიათია“, - ამბობს ემანუელ ანდრე.

როგორც სააგენტო France-Presse წერს, გოგონას გარდაცვალებამდე სამი დღის განმავლობაში მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. ჯერჯერობით, მედიისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა გარდაცვლილს რაიმე თანმდევი დაავადება.

აქამდე ევროპაში COVID-19-ის ყველაზე ახალგაზრდა მსხვერპლი 14 წლის პორტუგალიელი ბიჭი იყო. გასულ კვირას კი, 16 წლის ფრანგი გოგონა გარდაიცვალა კორონავირუსით მიუხედავად იმისა, რომ მას თანმდევი დაავადებები არ ჰქონია.

ბოლო მონაცემებით, ბელგიაში ვირუსით 12 775 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 705 გარდაიცვალა, ხოლო 1 696 გამოჯანმრთელდა.

"პუტინი შეხვედრისას ხელს აღარავის ჩამოართმევს - მთავრობის სხდომას ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართავს"

ხედ გადაცმული მამაკაცი კორონავირუსის კარანტინის გამო არ დაუკავებიათ - რეალურად, ეს ფოტო 2016 წელსაა გადაღებული

როგორ გაიმართება წელს წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალი - ისრაელში უცხოეთიდან ჩასულებს წმინდა ცეცხლს თვითმფრინავის ბორტზე მიაწვდიან