სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ჭარბწონიანობა კორონავირუსის გართულების რისკს ზრდის - მედიკოსების დასკვნა
ჭარბწონიანობა კორონავირუსის გართულების რისკს ზრდის - მედიკოსების დასკვნა

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლებ­საც ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა აწუ­ხებთ, ვირუ­სის გარ­თუ­ლე­ბის რის­კი უფრო მა­ღა­ლია. ამის შე­სა­ხებ თა­ვის ან­გა­რიშ­ში, ანეს­თე­ზი­ო­ლო­გი­ი­ის ევ­რო­პუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი, ექი­მი სტე­ფან დე ჰერ­ტი წერს.

დე ჰერ­ტის დაკ­ვირ­ვე­ბამ გა­მო­ავ­ლი­ნა, რომ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი რისკ-ფაქ­ტო­რია ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­ში. რო­გორც New York Post წერს, ექი­მის დაკ­ვირ­ვე­ბით, ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პია, უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში, სწო­რედ ასეთ პა­ცი­ენ­ტებს სჭირ­დე­ბათ.

მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბა ასუს­ტებს ორ­გა­ნიზ­მის იმუ­ნურ სის­ტე­მას, რაც ადა­მი­ანს ურ­თუ­ლებს სხვა­დას­ხვა ინ­ფექ­ცი­ებ­თან და ვირუ­სებ­თან ბრძო­ლას. ამი­ტო­მაც დე ჰერ­ტის დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გი მო­უ­ლოდ­ნე­ლი არ ყო­ფი­ლა.

სტე­ფან დე ჰერ­ტი ამ­ბობს, რომ ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი ასე­ვე აძ­ლი­ე­რებს ზე­წო­ლას ფილ­ტვებ­ზე, რაც კო­რო­ნა­ვირუ­სის შემ­თხვე­ვა­ში კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს მდგო­მა­რე­ო­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­მე­ფო­შიც მე­დი­კო­სებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს ჭარ­ბწო­ნი­ა­ნო­ბის უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა კო­რო­ნა­ვირუს­თან მი­მართ ადა­მი­ა­ნის გამ­ძლე­ო­ბა­ზე.

ბრი­ტა­ნეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ბა­ში მყოფ კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა და­ახ­ლო­ე­ბით 2/3 ჭარ­ბწო­ნი­ა­ნია. ამის შე­სა­ხებ Metro UK წერს.

ვოოტ
1

კორონას თავის ცოდვებიც ეყოფა, ჭარბწონიანობა კი ყველა დაავადების გართულების რისკს ზრდის... ნუ, ერთადერთი დაავადება, რომელსაც ჭარბი წონა უხდება, ჩვენში უფრო გუბაზ სანიკიძის სინდრომის სახელით არის ცნობილი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ჭარბწონიანობა კორონავირუსის გართულების რისკს ზრდის - მედიკოსების დასკვნა

ჭარბწონიანობა კორონავირუსის გართულების რისკს ზრდის - მედიკოსების დასკვნა

კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებში, რომლებსაც ჭარბწონიანობა აწუხებთ, ვირუსის გართულების რისკი უფრო მაღალია. ამის შესახებ თავის ანგარიშში, ანესთეზიოლოგიიის ევროპული საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი, ექიმი სტეფან დე ჰერტი წერს.

დე ჰერტის დაკვირვებამ გამოავლინა, რომ ჭარბწონიანობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული რისკ-ფაქტორია ინფიცირებულ პაციენტებში. როგორც New York Post წერს, ექიმის დაკვირვებით, ინტენსიური თერაპია, უმეტეს შემთხვევაში, სწორედ ასეთ პაციენტებს სჭირდებათ.

მედიკოსები ამბობენ, რომ ჭარბწონიანობა ასუსტებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, რაც ადამიანს ურთულებს სხვადასხვა ინფექციებთან და ვირუსებთან ბრძოლას. ამიტომაც დე ჰერტის დაკვირვების შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა.

სტეფან დე ჰერტი ამბობს, რომ ზედმეტი კილოგრამები ასევე აძლიერებს ზეწოლას ფილტვებზე, რაც კორონავირუსის შემთხვევაში კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებულ სამეფოშიც მედიკოსებმა აღმოაჩინეს ჭარბწონიანობის უარყოფითი გავლენა კორონავირუსთან მიმართ ადამიანის გამძლეობაზე.

ბრიტანეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კრიტიკულ მდგომარებაში მყოფ კორონავირუსით ინფიცირებულთა დაახლოებით 2/3 ჭარბწონიანია. ამის შესახებ Metro UK წერს.

"მის ინგლისმა“ გვირგვინი მოიხსნა და კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობს

რომის პაპი - "ეს ის მომენტია, როცა ღარიბები უნდა დავინახოთ... არ ვიცი, ეს შურისძიებაა თუ არა, მაგრამ ეს ბუნების პასუხია"

როგორია კორონავირუსის გავრცელების დინამიკა შვედეთში, სადაც ვირუსის გამო მკაცრი რეგულაციები არ მოქმედებს