სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა
რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

ბო­მონ­დუ­რი წვე­უ­ლე­ბა, რო­მე­ლიც რუ­სე­თის დე­და­ქა­ლაქ­ში 14 მარტს გა­ი­მარ­თა, შე­საძ­ლოა, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის წყა­რო გახ­დეს.

ცნო­ბი­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის იგორ კრუ­ტო­ის დის, ალ­ლას 60 წლის იუ­ბი­ლე­ზე რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი­სა და პო­ლი­ტი­კის უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი სახე შე­იკ­რი­ბა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ერთ-ერთ სტუ­მარს, რუ­სე­თის სა­ხალ­ხო არ­ტისტს, 78 წლის ლევ ლე­შენ­კოს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ, რუ­სუ­ლი შო­უ­ბიზ­ნე­სი პა­ნი­კა­შია, რად­გან კო­რო­ნა­ვირუ­სის და­დას­ტუ­რე­ბამ­დე, ლე­შენ­კომ ტე­ლე­გა­და­ცე­მებ­ში, წვე­უ­ლე­ბებ­სა და და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე მო­ას­წრო სი­ა­რუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ იმ დროს, როცა ის უკვე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო.

ლე­შენ­კო მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

მარ­ტის შუა რი­ცხვებ­ში ლე­შენ­კო და მისი მე­უღ­ლე აშშ-სა და კა­ნა­და­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, იქე­დან მარ­სელ­ში გა­დაფ­რინ­დნენ და ამის შემ­დეგ დაბ­რუნ­დნენ მოს­კოვ­ში. წყვილ­მა მა­ლე­ვე მი­მარ­თა სა­ა­ვად­მყო­ფოს, რად­გან და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი ჰქონ­დათ, 24 მარტს კი ლე­შენ­კოს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და. მას აღე­ნიშ­ნე­ბა პნევ­მო­ნია და მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის გამო, რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში­აც მო­ა­თავ­სეს.

რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლერა კუდ­რი­ავ­ცე­ვა, რო­მე­ლიც ალლა კრუ­ტა­ი­ას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ბო­მონ­დის ასო­ბით წარ­მო­მა­დე­ნელ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, იხ­სე­ნებს წვე­უ­ლე­ბა­ზე ლე­შენ­კოს მის­ვლას. ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ყვე­ბა, რომ ლე­შენ­კო და­ბა­დე­ბის დღე­ზე მი­ვი­და, იუ­ბი­ლარს მი­უ­ლო­ცა და მა­ლე­ვე და­ტო­ვა ტე­რი­ტო­რია. მი­სი­ვე თქმით, სტუმ­რე­ბი სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბის გა­რე­შე იყ­ვნენ და უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და­ცუ­ლი არ იყო, რად­გან 14 მარტს რუ­სეთ­ში რა­ი­მე შე­ზღუდ­ვე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლა.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ლერა კუდ­რი­ავ­ცე­ვა

კუდ­რი­ავ­ცე­ვა ერთ-ერ­თია, რო­მელ­მაც ასე­ვე ჩა­ა­ბა­რა ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე, ანა­ლი­ზის მო­ლო­დინ­შია და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში არი­ან ცნო­ბი­ლი რუსი მომ­ღე­რა­ლი არ­კა­დი უკუპ­ნი­კი და მისი მე­უღ­ლე ნა­ტა­ლია, რომ­ლებ­საც ასე­ვე ჰქონ­დათ ურ­თი­ერ­თო­ბა ლევ ლე­შენ­კოს­თან.

ტე­ლე­წამ­ყვან­მა ქსე­ნია სობ­ჩაკ­მა კი "ტე­ლეგ­რამ­ზე" და­წე­რა, რომ ყვე­ლა, ვინც ალლა კრუ­ტა­ი­ას მას­შტა­ბურ იუ­ბი­ლეს და­ეს­წრო (მათ შო­რის მომ­ღერ­ლე­ბი: ფი­ლიპ კირ­კო­რო­ვი, ოლეგ გაზ­მა­ნო­ვი, ნი­კო­ლაი ბას­კო­ვი, ალექ­სან­დრ სე­რო­ვი, ირი­ნა ალეგ­რო­ვა, ანი ლო­რა­კი, ალსუ, ყო­ფი­ლი ფი­გუ­რის­ტი ტა­ტი­ა­ნა ნავ­კა, მე­უღ­ლეს­თან რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის პრეს-მდი­ვან დმიტ­რი პეს­კოვ­თან ერ­თად და სხვე­ბი), შე­საძ­ლოა ინ­ფექ­ცი­ის გა­დამ­ტა­ნე­ბი იყ­ვნენ და ყუ­რა­დღე­ბით უნდა მო­ე­კი­დონ თა­ვი­ანთ და სხვის ჯან­მრთე­ლო­ბას.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კომ­პო­ზი­ტორ­მა იგორ კრუ­ტო­იმ დის 60 წლის იუ­ბი­ლის აღ­სა­ნიშ­ნავ წვე­უ­ლე­ვა­ზე 5 მი­ლი­ონ რუბ­ლზე მეტი და­ხარ­ჯა.

იგორ კრუ­ტოი დას­თან, ალ­ლას­თან ერ­თად (მარ­ცხნივ)

ქსე­ნია სობ­ჩა­კის თქმით, ლევ ლე­შენ­კოს­გან შე­საძ­ლოა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი­ყო რუსი კომ­პო­ზი­ტო­რი და მომ­ღე­რა­ლი 60 წლის იგორ ნი­კო­ლა­ე­ვი, რო­მე­ლიც ასე­ვე სა­ა­ვად­მყო­ფო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სე­თის პრეს-მდი­ვან პეს­კოვს, მას აღ­ნიშ­ნულ წვე­უ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბის გა­კე­თე­ბა მო­უხ­და და გა­ნა­ცხა­და, რომ ლე­შენ­კოს არ შეხ­ვედ­რია:

"დიახ, წვე­უ­ლე­ბა­ზე ვი­ყა­ვი, თუმ­ცა ლე­შენ­კო არ მი­ნა­ხავს. რო­გორც ჩანს, იმ დრო­ის­თვის ის უკვე წა­სუ­ლი იყო" - გა­ნუ­ცხა­და დმიტ­რი პეს­კოვ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
mmm
24

რუსებო, რატომ გიყვართ ყველაფრის იგნორირება? მსოფლიოში არსებულ საერთაშორისო კანონმდებლობას უარყოფთ, ადამიანის უფლებებს უარყოფთ, მაინც ვინ ხართ? გამოდით ახლა და იძახეთ: მე ლეშჩენკო ვართქო!

g
14

სხვებს არ ვერჩი პუტინს რაც მალე შეეყრება მით უკეთესი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

რუსული შოუბიზნესი პანიკაშია - კორონავირუსით ინფიცირებულმა ლევ ლეშენკომ, ბომონდურ წვეულებაზე მოილხინა

ბომონდური წვეულება, რომელიც რუსეთის დედაქალაქში 14 მარტს გაიმართა, შესაძლოა, კორონავირუსით ინფიცირების წყარო გახდეს.

ცნობილი კომპოზიტორის იგორ კრუტოის დის, ალლას 60 წლის იუბილეზე რუსული შოუბიზნესისა და პოლიტიკის უამრავი ცნობილი სახე შეიკრიბა, რამდენიმე დღეში კი ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთ სტუმარს, რუსეთის სახალხო არტისტს, 78 წლის ლევ ლეშენკოს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, რუსული შოუბიზნესი პანიკაშია, რადგან კორონავირუსის დადასტურებამდე, ლეშენკომ ტელეგადაცემებში, წვეულებებსა და დაბადების დღეებზე მოასწრო სიარული, სავარაუდოდ იმ დროს, როცა ის უკვე ინფიცირებული იყო.

ლეშენკო მეუღლესთან ერთად

მარტის შუა რიცხვებში ლეშენკო და მისი მეუღლე აშშ-სა და კანადაში იმყოფებოდნენ, იქედან მარსელში გადაფრინდნენ და ამის შემდეგ დაბრუნდნენ მოსკოვში. წყვილმა მალევე მიმართა საავადმყოფოს, რადგან დაავადების ნიშნები ჰქონდათ, 24 მარტს კი ლეშენკოს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას აღენიშნება პნევმონია და მძიმე მდგომარეობის გამო, რეანიმაციაშიაც მოათავსეს.

რუსი ტელეწამყვანი ლერა კუდრიავცევა, რომელიც ალლა კრუტაიას დაბადების დღეზე ბომონდის ასობით წარმომადენელთან ერთად იმყოფებოდა, იხსენებს წვეულებაზე ლეშენკოს მისვლას. ტელეწამყვანი ყვება, რომ ლეშენკო დაბადების დღეზე მივიდა, იუბილარს მიულოცა და მალევე დატოვა ტერიტორია. მისივე თქმით, სტუმრები სამედიცინო ნიღბების გარეშე იყვნენ და უსაფრთხოების ზომები დაცული არ იყო, რადგან 14 მარტს რუსეთში რაიმე შეზღუდვების შესახებ გამოცხადებული არ ყოფილა.

ტელეწამყვანი ლერა კუდრიავცევა

კუდრიავცევა ერთ-ერთია, რომელმაც ასევე ჩააბარა ტესტი კორონავირუსზე, ანალიზის მოლოდინშია და თვითიზოლაციაში იმყოფება.

თვითიზოლაციაში არიან ცნობილი რუსი მომღერალი არკადი უკუპნიკი და მისი მეუღლე ნატალია, რომლებსაც ასევე ჰქონდათ ურთიერთობა ლევ ლეშენკოსთან.

ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა კი "ტელეგრამზე" დაწერა, რომ ყველა, ვინც ალლა კრუტაიას მასშტაბურ იუბილეს დაესწრო (მათ შორის მომღერლები: ფილიპ კირკოროვი, ოლეგ გაზმანოვი, ნიკოლაი ბასკოვი, ალექსანდრ სეროვი, ირინა ალეგროვა, ანი ლორაკი, ალსუ, ყოფილი ფიგურისტი ტატიანა ნავკა, მეუღლესთან რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივან დმიტრი პესკოვთან ერთად და სხვები), შესაძლოა ინფექციის გადამტანები იყვნენ და ყურადღებით უნდა მოეკიდონ თავიანთ და სხვის ჯანმრთელობას.

აღსანიშნავია, რომ კომპოზიტორმა იგორ კრუტოიმ დის 60 წლის იუბილის აღსანიშნავ წვეულევაზე 5 მილიონ რუბლზე მეტი დახარჯა.

იგორ კრუტოი დასთან, ალლასთან ერთად (მარცხნივ)

ქსენია სობჩაკის თქმით, ლევ ლეშენკოსგან შესაძლოა დაინფიცირებულიყო რუსი კომპოზიტორი და მომღერალი 60 წლის იგორ ნიკოლაევი, რომელიც ასევე საავადმყოფოშია გადაყვანილი.

რაც შეეხება რუსეთის პრეს-მდივან პესკოვს, მას აღნიშნულ წვეულებასთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება მოუხდა და განაცხადა, რომ ლეშენკოს არ შეხვედრია:

"დიახ, წვეულებაზე ვიყავი, თუმცა ლეშენკო არ მინახავს. როგორც ჩანს, იმ დროისთვის ის უკვე წასული იყო" - განუცხადა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს.

თორნიკე ყიფიანის სიმღერა "ევროვიზია 2020"-ის საუკეთესო სიმღერად დასახელდა

ბოლივუდის ლეგენდარული მსახიობი ირფან ხანი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა

"ელჩმა ურუგვაი-არგენტინის საზღვარი გაახსნევინა ჩვენთვის" - ნანი ბრეგვაძის შვილიშვილმა და რძალმა სამშობლოში დასაბრუნებლად, კორონავირუსის გამო ნახევარი მსოფლიო გაიარეს