სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ნენსკრა ჰესის მნიშვნელობა ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებაში
ნენსკრა ჰესის მნიშვნელობა ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებაში

იმ­პორტდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შემ­ცი­რე­ბის ერ­თა­დერ­თი გზა ქვე­ყა­ნა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ად­გი­ლობ­რი­ვი გე­ნე­რა­ცი­ის ზრდაა. სწო­რედ ამას ემ­სა­ხუ­რე­ბა ისე­თი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რიც სა­დღე­ი­სოდ ნენ­სკრა ჰე­სია.

რა მო­ცუ­ლო­ბის ელექტრო­ე­ნერ­გი­ას მო­იხ­მარს დღეს სა­ქარ­თვე­ლო, რამ­დე­ნია აქე­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი და რა მდგო­მა­რე­ო­ბა იქ­ნე­ბო­და, დიდი ჰიდ­როპ­რო­ექ­ტე­ბი რომ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო? – ამ კი­თხვებ­ზე პა­სუხს რი­ცხვე­ბი და პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი მოგ­ვცემს, რომ­ლებ­საც ქვე­მოთ შე­მოგ­თა­ვა­ზებთ.

წარ­მო­ე­ბის კლე­ბამ და მოხ­მა­რე­ბის ზრდამ იმ­პორ­ტის ზრდა გა­მო­იწ­ვია. 2019 წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლომ 324 მლნ კვტ/სთ ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, 2020 წლის იან­ვარ-თე­ბერ­ვალ­ში კი - 526 მლნ კვტ/სთ, ანუ 62%-ით მეტი. რაც შე­ე­ხე­ბა იმ­პორ­ტში გა­დახ­დილ ფასს, ის კი­დევ უფრო მე­ტად - $15.4 მლნ-დან $26.4 მლნ-მდე, ანუ 71%-ით გა­ი­ზარ­და.

2019 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში სულ 1626.5 მლნ კვტ/სთ ელე­ექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი გან­ხორ­ცი­ელ­და. იმ­პორ­ტის წყა­რო ორი ქვე­ყა­ნა იყო – აზერ­ბა­ი­ჯა­ნი და რუ­სე­თი. იმ­პორ­ტის მო­ცუ­ლო­ბის დი­ნა­მი­კას შეგ­ვიძ­ლია, ამ გრა­ფი­კით გა­ვეც­ნოთ:

გრა­ფი­კუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი სულ სხვაგ­ვა­რი იქ­ნე­ბო­და, 2019 წელს რომ ნენ­სკრა ჰესი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ყო­ფი­ლი­ყო გაშ­ვე­ბუ­ლი. ჰე­სის წლი­უ­რი საპ­რო­ექ­ტო გე­ნე­რა­ცია 1219 მლნ კვტ/სა­ათს შე­ად­გენს. გე­ნე­რა­ცი­ის მო­ცუ­ლო­ბა სე­ზო­ნუ­რია და წყლის ნა­კად­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის შემ­თხვე­ვა­ში. ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ზამ­თა­რი სექ­ტემ­ბრი­დან აპ­რი­ლის ჩათ­ვლით გრძელ­დე­ბა.

მაშ ასე, პი­რო­ბი­თად ჩა­ვა­ნაც­ვლოთ იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელე­ნერ­გია ნენ­სკრა ჰე­სის მიერ გე­ნე­რი­რე­ბუ­ლით და ვნა­ხოთ, რამ­დე­ნად გან­სხვა­ვე­ბულ სუ­რათს მი­ვი­ღებ­დით. რამ­დე­ნად შემ­ცირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლოს იმ­პორტდა­მო­კი­დე­ბუ­ლო­ბა 2019 წელს, ნენ­სკრა ჰესი რომ ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ყო­ფი­ლი­ყო ჩაშ­ვე­ბუ­ლი, კარ­გად ჩანს გრა­ფიკ­ზე:

რაც შე­ე­ხე­ბა წლი­ურ ჭრილს, 2019 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მო­ცუ­ლო­ბამ 1626.5 მლნ კვტ.სა­ა­თი შე­ად­გი­ნა, ნენ­სკრას გე­ნე­რა­ცი­ის შემ­თხვე­ე­ვა­ში კი ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი მხო­ლოდ 785.35 მლნ კვტ/სთ იქ­ნე­ბო­და. ეს ნიშ­ნავს, რომ წლი­უ­რად (2019 წლის მა­გა­ლით­ზე) ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი 48.3%-ით შე­ამ­ცი­რებ­და.

ჩვენ შე­ვე­ცა­დეთ, შეგ­ვექ­მნა ერ­თგვა­რი მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი სუ­რა­თი. ამან მკა­ფი­ოდ დაგ­ვა­ნა­ხა ისე­თი მსხვი­ლი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა, რო­გო­რიც ნენ­სკრა ჰე­სია.

NS

დათო
0

მერე ააშენეთ! რას ელოლიავებით ამ პროვოკატორებს და მათზე აყოლილ არაშორსმხედველ ხალხს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ნენსკრა ჰესის მნიშვნელობა ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებაში

ნენსკრა ჰესის მნიშვნელობა ელექტროენერგიის იმპორტის შემცირებაში

იმპორტდამოკიდებულების შემცირების ერთადერთი გზა ქვეყანაში ელექტროენერგიის ადგილობრივი გენერაციის ზრდაა. სწორედ ამას ემსახურება ისეთი მასშტაბური პროექტები, როგორიც სადღეისოდ ნენსკრა ჰესია.

რა მოცულობის ელექტროენერგიას მოიხმარს დღეს საქართველო, რამდენია აქედან იმპორტირებული და რა მდგომარეობა იქნებოდა, დიდი ჰიდროპროექტები რომ განხორციელებულიყო? – ამ კითხვებზე პასუხს რიცხვები და პროცენტული მაჩვენებლები მოგვცემს, რომლებსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

წარმოების კლებამ და მოხმარების ზრდამ იმპორტის ზრდა გამოიწვია. 2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ 324 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა, 2020 წლის იანვარ-თებერვალში კი - 526 მლნ კვტ/სთ, ანუ 62%-ით მეტი. რაც შეეხება იმპორტში გადახდილ ფასს, ის კიდევ უფრო მეტად - $15.4 მლნ-დან $26.4 მლნ-მდე, ანუ 71%-ით გაიზარდა.

2019 წელს საქართველოში სულ 1626.5 მლნ კვტ/სთ ელეექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. იმპორტის წყარო ორი ქვეყანა იყო – აზერბაიჯანი და რუსეთი. იმპორტის მოცულობის დინამიკას შეგვიძლია, ამ გრაფიკით გავეცნოთ:

გრაფიკული მონაცემები სულ სხვაგვარი იქნებოდა, 2019 წელს რომ ნენსკრა ჰესი ექსპლუატაციაში ყოფილიყო გაშვებული. ჰესის წლიური საპროექტო გენერაცია 1219 მლნ კვტ/საათს შეადგენს. გენერაციის მოცულობა სეზონურია და წყლის ნაკადზეა დამოკიდებული, ისევე, როგორც ყველა ჰიდროელექტროსადგურის შემთხვევაში. ცნობისთვის, საქართველოში ჰიდროენერგეტიკული ზამთარი სექტემბრიდან აპრილის ჩათვლით გრძელდება.

მაშ ასე, პირობითად ჩავანაცვლოთ იმპორტირებული ელენერგია ნენსკრა ჰესის მიერ გენერირებულით და ვნახოთ, რამდენად განსხვავებულ სურათს მივიღებდით. რამდენად შემცირდებოდა საქართველოს იმპორტდამოკიდებულობა 2019 წელს, ნენსკრა ჰესი რომ ექსპლუატაციაში ყოფილიყო ჩაშვებული, კარგად ჩანს გრაფიკზე:

რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2019 წლის განმავლობაში იმპორტირებული ელექტროენერგიის მოცულობამ 1626.5 მლნ კვტ.საათი შეადგინა, ნენსკრას გენერაციის შემთხვეევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 785.35 მლნ კვტ/სთ იქნებოდა. ეს ნიშნავს, რომ წლიურად (2019 წლის მაგალითზე) ელექტროენერგიის იმპორტი 48.3%-ით შეამცირებდა.

ჩვენ შევეცადეთ, შეგვექმნა ერთგვარი მოდელირებული სურათი. ამან მკაფიოდ დაგვანახა ისეთი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელების აუცილებლობა, როგორიც ნენსკრა ჰესია.

NS

საქართველოს რეგიონებისა და თბილისის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება

"ერთ-ერთი ჩინური ვაქცინა შესაძლოა, სულ მალე შემოვიდეს ქვეყანაში" - ამირან გამყრელიძე

"სალანძღავად ძალიან ცუდი სამიზნე ვარ, რადგან ყველაფერს, რასაც მაბრალებთ, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს" - თენგიზ ცერცვაძე კრიტიკოსებს