ავტორი:

"მარნეულში მცხოვრებ ქალთან კომუნიკაციაში მყოფი 13 ადამიანიდან დადებითი პასუხი აჩვენა ერთმა, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი"

"მარნეულში მცხოვრებ ქალთან კომუნიკაციაში მყოფი 13 ადამიანიდან დადებითი პასუხი აჩვენა ერთმა, ინფიცირებულია ახალგაზრდა ქალი"

ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის პერიმეტრი სრულად გადაკეტილია შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს მიერ. მისივე ინფორმაციით, სასურსათო და სამედიცინო საშუალებებით უზრუნველყოფა მიმდინარეობს გეგმურად. სამედიცინო ჯგუფები ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობენ, შედიან ყველა ოჯახში და ამოწმებენ მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

„გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა სპეციალური ტესტებით 13 ადამიანს აუღო ნაცხი. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც კომუნიკაციაში იყვნენ მარნეულში მცხოვრებ ქალთან, რომელიც ერთ-ერთი პირველი იქნა გამოვლენილი. ამ 13 ადამიანიდან ერთზე ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა დადებითი პასუხი. ინფიცირებული გახლავთ ახალგაზრდა ქალბატონი, რომელსაც პრაქტიკულად არანაირი სიმპტომი არ გააჩნდა და რომ არა ეს გამოკვლევა, შეუძლებელი იქნებოდა ვირუსის არსებობის დადასტურება. თუმცა ეს ქალბატონიც და დანარჩენი 12 იყვნენ თვითიზოლაციაში და შეზღუდული ჰქონდათ კონტაქტი გარე სამყაროსთან და შესაბამის რეკომენდაციებს იცავდნენ. ეს ქალბატონი გადაყვანილ იქნა სპეციალურ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურები ჩაუტარდება“, - განაცხადა ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა.

გოგი მეშველიანის ინფორმაციით, მერიასთან შექმნილი სპეციალური ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებს.

„გვაქვს ცხელი ხაზი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იღებს მოქალაქეთა ზარებს და ხდება მყისიერი რეაგირება როგორც სოციალურ, ისე გადაადგილებასთან და სამედიცინო საჭიროებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ჩვენი თვითმმართველობა მობილიზებულია ისევე, როგორც ცენტრალური ხელისუფლების ორგანოები არიან მობილიზებულნი. ყველაფერი მაქსიმალურად კეთდება იმისათვის, რომ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება იყოს დაცული“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო ზონის გაძლიერებულ კონტროლს აგრძელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებისთანავე, ძირითად გზებზე საკონტროლო გამშვები საგუშაგოებია განთავსებული, ხოლო მეორეხარისხოვანი გზები მობილური ჯგუფების მიერ კონტროლდება. მათი ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი უსაფრთხოების დასაცავად მუნიციპალიტეტების ქალაქებსა და სოფლებში ინტენსიურად პატრულირებენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად უხსნიან საკარანტინო ზონაში მოქმედ წესებს. გარდა ცოცხალი ძალისა, საკარანტინო პერიმეტრის მუდმივი მონიტორინგის პროცესში პოლიციის შესაბამისი დანაყოფების მიერ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონები გამოიყენება. ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის ვითარება დამაკმაყოფილებელია და კონტროლს სრულად ექვემდებარება. საკარანტინო შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24 საათის განმავლობაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალებთან ერთად, საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ,“ - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. ნახეთ ფოტოები

ჯაბა სამუშია - ჟურნალი “ისტორიანი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლის საქმეში

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - გიორგი ლორია

მეუფე იაკობმა ვერტმფრენით შემოუფრინა თბილისს და ღვთისმშობლის ხატით დალოცა ქალაქი - საპატრიარქო ფოტოებს ავრცელებს