ავტორი:

ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილი პუტინი "მინიონს" შეადარეს - როგორ დაათვალიერა პრეზიდენტმა კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკა

ყვითელ კოსტიუმში გამოწყობილი პუტინი "მინიონს" შეადარეს - როგორ დაათვალიერა პრეზიდენტმა კორონავირუსით ინფიცირებულთა კლინიკა

სპეციალურ აღჭურვილობაში ჩაცმული რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვის გარეუბანში იმ საავადმყოფოს ესტურა, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ.

პრეზიდენტმა მედიკოსებს მადლობა გადაუხადა.

მედიაში გავრცელებულ კადრებში პუტინი ინფიცირებულ პაციენტსაც გაესაუბრა და ჰკითხა, როგორ გრძნობდა ის თავს. პაციენტმა მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ შესანიშნავადაა.

მკვეთრი ფერის ყვითელ კოსტიუმში ჩაცმული პრეზიდენტის კადრებმა რუსული ინტერნეტსივრცე გაამხიარულა და პუტინი ცნობილ მულტიპლიკაციურ პერსონაჟს, "მინიონს" შეადარეს.

ოპოზიციონერი ნავალნის მხარდამჭერებმა კი პრეზიდენტი ყვითელ რეზინის იხვს შეადარეს, რომელიც თავის დროზე რუსეთის ქალაქებში საპროტესტო ტალღის სიმბოლოდ იქცა.

შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთში კორონავირუსის 500-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია ერთი ადამიანი.

თუმცა, მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ დედაქალაქში კორონავირუსით იმაზე ბევრად მეტი ადამიანია დაავადებული, ვიდრე ჩანს. მისივე თქმით, შემთხვევების ზუსტი რაოდენობა უცნობია, ვინაიდან კორონავირუსზე ტესტი ძალიან ცოტა ადამიანს ჩაუტარდა.

"საზღვარგარეთიდან ჩამოსული მოსკოველები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, თუმცა მათ გამოკვლევა არ ჩაუტარებიათ. რეალურად, მნიშვნელოოვნად მეტი დაავადებული ადამიანია,“ - განაცხადა სობიანინმა.

კარანტინი მდიდრულ სასტუმროში ჰარემთან ერთად - როგორი იზოლაცია მოიწყო ტაილანდის მეფემ

იტალიაში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი განიკურნა - მას ექიმებმა "ჰაილენდერი" უწოდეს

"დაუდევრობით დაავადებულები სიკვდილს იმსახურებენ" - პანიკა ჩეჩნეთში და კადიროვის ბრძოლის მეთოდები COVID-19-ისგან დასაცავად