სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან
"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან

მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სპე­ცი­ა­ლურ­მა ჯგუ­ფებ­მა 20 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი შე­ა­მოწ­მეს და მათ­გან ტემ­პე­რა­ტუ­რა მხო­ლოდ 25-ს და­უ­ფიქ­სირ­და,- ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის პრესს­პი­კერ­მა ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი სა­კო­ორ­დი­ნა­ციო საბ­ჭოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გან, ვი­საც სი­ცხე და­უ­ფიქ­სირ­და, სა­ყუ­რა­დღე­ბო მხო­ლოდ ორია.

„იცით, რომ და­ვი­წყეთ ინ­ფორ­მი­რე­ბას­თან ერ­თად გარ­კვე­უ­ლი შე­მოწ­მე­ბე­ბი ორი­ვე რა­ი­ო­ნის. ჯგუ­ფებ­მა, რო­მე­ლიც და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მმარ­თვლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­თა და მე­დი­კო­სე­ბით, უკვე შეძ­ლეს 20 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნის მო­ნა­ხუ­ლე­ბა, ატა­რე­ბენ გარ­კვე­ულ გა­მო­კი­თხვებს, უზო­მა­ვენ სი­ცხეს და ტარ­დე­ბა პრო­ტო­კო­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. აქე­დან მხო­ლოდ 25 ადა­მი­ანს და­უ­ფიქ­სირ­და სი­ცხე, აქე­დან სა­ყუ­რა­დღე­ბო იყო ორი და შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი მო­თავ­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მარ­ნე­ულ­ში“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

ირაკ­ლი ჩი­ქო­ვა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­გან­გე­ბო რე­ჟიმ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ბოლ­ნის­სა და მარ­ნე­ულ­ში აღ­მო­ფხვრი­ლია. რო­გორც ჩი­ქო­ვან­მა აღ­ნიშ­ნა, იზო­ლა­ცია ორი­ვე რე­გი­ონ­ში უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია.

„სა­გან­გე­ბო რე­ჟი­მი მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია მხო­ლოდ და მხო­ლოდ 48 სა­ა­თია. თა­ვი­დან იყო გარ­კვე­უ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბას­თან, თუმ­ცა, მინ­და გი­თხრათ, რომ დღეს ეს არის აღ­მო­ფხვრი­ლი. ძა­ლი­ან ეფექ­ტი­ა­ნად იმუ­შა­ვეს, რო­გორც სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა, ასე­ვე სამ­ხედ­რო­ებ­მა. სრუ­ლად არის უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იზო­ლა­ცია და ასე­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბა არის სრუ­ლად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ამ ორი­ვე რა­ი­ონ­ში არის მშვი­დი. ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ამ ორი­ვე რა­ი­ონ­ში მშვი­დად ეპყრო­ბი­ან იმ ვი­თა­რე­ბას, რაც არის დღეს მარ­ნე­ულ­სა და ბოლ­ნის­ში. აქვე მინ­და მთავ­რო­ბის სა­ხე­ლით მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო, ეს ზო­მე­ბი არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის და მთლი­ა­ნად, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და ჩი­ქო­ვან­მა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
grisha
1

რა კარგი ბოიჭია ეს ჩიქოვანი როგორი პროგრესული და მზარდი პოლიტიკოსი. მიხარია რომ ის ჭეშმარიტების გზას დაადგა და მალევე განუდგა ისეთი მედროვეების პარტიას როგორის იყოა ალასანიას პარტია

nana
2

SeiZleba axla ar qondet sicxe gamovlenili da dainficirebulebi iyvnen, amitom yvelaze swrafi testis daxarjva aragonivrulia

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან

"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან

მარნეულსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტში სპეციალურმა ჯგუფებმა 20 ათასზე მეტი ადამიანი შეამოწმეს და მათგან ტემპერატურა მხოლოდ 25-ს დაუფიქსირდა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი ინფორმაციით, იმ ადამიანებისგან, ვისაც სიცხე დაუფიქსირდა, საყურადღებო მხოლოდ ორია.

„იცით, რომ დავიწყეთ ინფორმირებასთან ერთად გარკვეული შემოწმებები ორივე რაიონის. ჯგუფებმა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი თვითმმართვლობის წარმომადგენლებითა და მედიკოსებით, უკვე შეძლეს 20 ათასზე მეტი ადამიანის მონახულება, ატარებენ გარკვეულ გამოკითხვებს, უზომავენ სიცხეს და ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები. აქედან მხოლოდ 25 ადამიანს დაუფიქსირდა სიცხე, აქედან საყურადღებო იყო ორი და შესაბამისად ისინი მოთავსებულები არიან საავადმყოფოში მარნეულში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებული სირთულეები ბოლნისსა და მარნეულში აღმოფხვრილია. როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, იზოლაცია ორივე რეგიონში უზრუნველყოფილია.

„საგანგებო რეჟიმი მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებულია მხოლოდ და მხოლოდ 48 საათია. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტიანად იმუშავეს, როგორც სამართალდამცავებმა, ასევე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და ასევე საზოგადოება არის სრულად ინფორმირებული სიტუაცია ამ ორივე რაიონში არის მშვიდი. ჩვენი თანამოქალაქეები ამ ორივე რაიონში მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც არის დღეს მარნეულსა და ბოლნისში. აქვე მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო, ეს ზომები არის აუცილებელი თითოეული მათგანისთვის და მთლიანად, მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს ან ხვალ გახდება ცნობილი, გაუხსნის თუ არა ევროკავშირი საქართველოს საზღვრებს

LIVE "ნიუსრუმიდან" - ალეკო ელისაშვილი

LIVE: "360 გრადუსი" - დავით ჭიჭინაძე; ნუგზარ წიკლაური; დიმიტრი ხუნდაძე