სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?
შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?

SARS-CoV-2 ვირუ­სის სა­ხით კა­ცობ­რი­ო­ბას ახა­ლი და და­უნ­დო­ბე­ლი „დამ­პყრო­ბე­ლი“ მო­ევ­ლი­ნა. რე­ა­ლუ­რად, დღეს ჩვენ მსოფ­ლიო ომის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიმ­ყო­ფე­ბით ვე­რა­გი მტრის წი­ნა­აღ­მდეგ, რომ­ლის თა­ო­ბა­ზეც, ჯერ­ჯე­რო­ბით, ბუნ­დო­ვა­ნი წარ­მოდ­გე­ნა გვაქვს.

სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტია, მაგ­რამ მარ­სის კო­ლო­ნი­ზა­ცი­ის პრო­ექ­ტით შე­პყრო­ბი­ლი ყოვ­ლის­შემ­ძლე ცი­ვი­ლი­ზა­ცია, დღეს ხე­ლის და­ბა­ნით და სო­ცი­ა­ლუ­რი იზო­ლა­ცი­ით „ებ­რძვის“ 120 ნა­ნო­მეტ­რი­ან (1 ნა­ნო­მეტ­რი = 10-9მ) „მონ­სტრს“.

„ეს­პა­ნუ­რი გრი­პის“ (1918 წლის იან­ვა­რი - 1920 წლის დე­კემ­ბე­რი) პან­დე­მი­ის გა­მოც­დი­ლე­ბის (500 მი­ლი­ო­ნამ­დე ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და 50 მი­ლი­ონ­ზე მეტი სიკ­ვდი­ლი) ფონ­ზე, ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის „მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი“ მას­შტა­ბე­ბი შეშ­ფო­თე­ბას არც უნდა იწ­ვევ­დეს, რომ არა ერთი გა­რე­მო­ე­ბა - გან­სხვა­ვე­ბა H1N1-ის პირ­ვე­ლი პან­დე­მი­ის დრო­ინ­დელ და XXI სა­უ­კუ­ნის მე­დი­ცი­ნას შო­რის. ახალ­მა კო­რო­ნა­ვირუს­მა მთელ მსოფ­ლი­ოს და­ა­ნა­ხა, რომ ფან­ტას­ტი­კუ­რი მიღ­წე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თა­ნა­მედ­რო­ვე ცი­ვი­ლი­ზა­ცია არც თუ ისე თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხის წი­ნა­შე; რომ ამ საფრ­თხეს­თან ბრძო­ლა მხო­ლოდ მე­დი­ცი­ნის საქ­მე არ არის და მო­ი­თხოვს სა­ყო­ველ­თაო სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რივ/ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ჩარ­თუ­ლო­ბას.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ერ­თი­ა­ნი ძა­ლის­ხმე­ვით, ახლო მო­მა­ვალ­ში შევ­ძლებთ ამ უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვის გამ­კლა­ვე­ბას. მაგ­რამ დღეს ჩვენ ომში ვართ ჩარ­თუ­ლე­ბი და ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბა არა მო­ლოდ პან­დე­მი­ა­ზე ფო­კუ­სი­რე­ბა, არა­მედ მისი თან­მდე­ვი პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რა და პრე­ვენ­ცი­აა, რო­მელ­თა­გან უმ­თავ­რე­სი ყალ­ბი ან და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა და არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია გახ­ლავთ.

არა­ჯან­საღ აჟი­ო­ტაჟს, რო­მელ­ზე­დაც მინ­და ჩვე­ნი მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბა გა­ვა­მახ­ვი­ლო, სა­თა­ვე და­უ­დო ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო ჟურ­ნა­ლის “The Lancet Respiratory Medicine” 11 მარ­ტის სტა­ტი­ამ სენ­სა­ცი­უ­რი სა­თა­უ­რით: „არი­ან თუ არა ჰი­პერ­ტენ­ზი­ით და შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბი COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის მა­ღა­ლი რის­კის ქვეშ?“ („Are patients with hypertension and diabetes mellitus at increased risk for COVID-19 infection?“). სტა­ტი­ის ავ­ტორ­თა ჰი­პო­თე­ზა ეფუძ­ნე­ბა ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სის მიერ ადა­მი­ა­ნის უჯრე­დე­ბის და­ზი­ა­ნე­ბის მე­ქა­ნიზ­მზე დაკ­ვირ­ვე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც SARS-CoV-2 ვირუ­სი ადა­მი­ა­ნის უჯრედ­ში შეღ­წე­ვის­თვის იყე­ნებს სპე­ცი­ფი­კურ ენ­ზი­მურ (ფერ­მენ­ტულ) ცი­ლას -ან­გი­ო­ტენ­ზინ-გარ­დამ­ქმნელ ფერ­მენტ 2-ს (ACE 2).

აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­ქა­ნიზ­მის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, Lei Fang-მა და თა­ნა­ავ­ტო­რებ­მა გა­მოთ­ქვეს მო­საზ­რე­ბა, რომ გულ-სის­ხლძარ­ღვთა და მე­ტა­ბო­ლუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პა­ცი­ენ­ტებ­ში, რომ­ლე­ბიც იღე­ბენ რე­ნინ-ან­გი­ო­ტენ­ზი­ნის სის­ტე­მა­ზე მოქ­მედ მე­დი­კა­მენ­ტებს (ან­გი­ო­ტენ­ზინ-გარ­დამ­ქმნე­ლი ფერ­მენ­ტე­ბის ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბი ან ან­გი­ო­ტენ­ზინ II რე­ცეპ­ტო­რის ბლო­კე­რე­ბი) და რომ­ლებ­შიც აღ­ნიშ­ნუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბის მი­ღე­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს ზე­მოთ ხსე­ნე­ბუ­ლი ცი­ლის - ან­გი­ო­ტენ­ზინ-გარ­დამ­ქმნელ ფერ­მენ­ტი 2-ის (ACE 2) დო­ნის მა­ტე­ბას, შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ლი იყოს ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის რის­კი.

სა­უ­ბე­დუ­როდ, ინ­ფორ­მა­ცია მყი­სი­ე­რად ატა­ცე­ბულ და ტი­რა­ჟი­რე­ბულ იქნა სო­ცი­ა­ლუ­რი მე­დი­ის მიერ, შე­სა­ბა­მი­სი ფა­ტა­ლუ­რი რის­კის შემ­ცვე­ლი რე­აქ­ცი­ით - პა­ცი­ენ­ტებ­მა გლო­ბა­ლუ­რად შე­წყვი­ტეს ან შე­ა­ჩე­რეს აგფ ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბის/არ ბლო­კე­რე­ბის მი­ღე­ბა!

ინ­ფორ­მა­ცი­ის წყა­როს მა­ღა­ლი ავ­ტო­რი­ტე­ტის გამო, სკეფ­სი­სი, სამ­წუ­ხა­როდ, გაჩ­ნდა პრო­ფე­სი­ულ სა­მე­დი­ცი­ნო წრე­ებ­შიც.

კა­ტას­ტრო­ფუ­ლი რის­კის შემ­ცველ სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე, თა­ვი­სი პო­ზი­ცია დრო­უ­ლად და­ა­ფიქ­სი­რა ევ­რო­პის კარ­დი­ო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჰი­პერ­ტენ­ზი­ის საბ­ჭომ. აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ნა­ყო­ფის თავ­მჯდო­მა­რემ, პრო­ფე­სორ­მა ჯო­ვა­ნი დე სი­მო­ნემ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა, რომ Lei Fang-სა და თა­ნა­ავ­ტო­რე­ბის სპე­კუ­ლა­ცი­ებს COVID-19-თან მი­მარ­თე­ბა­ში აგფ ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბით/არ ბლო­კე­რე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის შე­სა­ხებ, არ გა­აჩ­ნია სა­მეც­ნი­ე­რო, მტკი­ცე­ბი­თი სა­ფუძ­ვე­ლი. ჰი­პერ­ტენ­ზი­ის საბ­ჭოს კონ­ტრარ­გუ­მენ­ტად მოჰ­ყავს ცხო­ვე­ლუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბის შე­დე­გე­ბი COVID-19 ინ­ფექ­ცი­ის დროს აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის პრო­ტექ­ტო­რუ­ლი (დაც­ვი­თი) ეფექ­ტე­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა იქვე დას­ძენს, შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე.

ევ­რო­პის კარ­დი­ო­ლო­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჰი­პერ­ტენ­ზი­ის საბ­ჭო მკაც­რად მი­უ­თი­თებს ან­გი­ო­ტენ­ზინ-გარ­დამ­ქმნე­ლი ფერ­მენ­ტე­ბის ინ­ჰი­ბი­ტო­რე­ბით ან ან­გი­ო­ტენ­ზინ II რე­ცეპ­ტო­რის ბლო­კე­რე­ბით მკურ­ნა­ლო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე!!!

ამ­დაგ­ვა­რად, კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის ზო­გად ჰი­გი­ე­ნურ რე­კო­მენ­და­ცი­ებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის, და­ე­მა­ტა კი­დევ ერთი მან­და­ტო­რუ­ლი მი­თი­თე­ბა:

გა­აგ­რძე­ლეთ კარ­დი­ო­ლო­გის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის მი­ღე­ბა!!!

პრო­ფე­სო­რი კა­ხა­ბერ ჭე­ლი­ძე

თსსუ ში­ნა­გან და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლითსსუ პირ­ვე­ლი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კის თე­რა­პი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი

სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან და­ა­ვა­დე­ბა­თა კო­ლე­გი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი­სა­ქარ­თვე­ლოს გულ–სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ასო­ცი­ა­ცი­ის ვიცე–პრე­ზი­დენ­ტი­სა­ქარ­თვე­ლოს კარ­დი­ო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი­ევ­რო­პის კარ­დი­ო­ლოგ­თა სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი წევ­რი­სა­ქარ­თვე­ლოს რეს­პი­რა­ცი­უ­ლი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი

R

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პატრიოტი 2
1

კახა ჭელიძე-გამორჩეული ინტელექტის, ცოდნის და გამოცდილების ექიმი. ეს სტატიაც, როგორც ყოველთვის, გამორჩეულია. გასაგები და კონკრეტული. ვუსურვებ წარმატებებს!!!

კაკოლა
0

გაიხარეთ ბ-ნო კახა! მასეც ვიცოდი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?

შიში, ძალიან დიდი თვალებით თუ სპეკულაციები ჟამიანობის დროს?

SARS-CoV-2 ვირუსის სახით კაცობრიობას ახალი და დაუნდობელი „დამპყრობელი“ მოევლინა. რეალურად, დღეს ჩვენ მსოფლიო ომის მდგომარეობაში ვიმყოფებით ვერაგი მტრის წინააღმდეგ, რომლის თაობაზეც, ჯერჯერობით, ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს.

სამწუხარო ფაქტია, მაგრამ მარსის კოლონიზაციის პროექტით შეპყრობილი ყოვლისშემძლე ცივილიზაცია, დღეს ხელის დაბანით და სოციალური იზოლაციით „ებრძვის“ 120 ნანომეტრიან (1 ნანომეტრი = 10-9მ) „მონსტრს“.

„ესპანური გრიპის“ (1918 წლის იანვარი - 1920 წლის დეკემბერი) პანდემიის გამოცდილების (500 მილიონამდე ინფიცირებული და 50 მილიონზე მეტი სიკვდილი) ფონზე, ახალი კორონავირუსის გავრცელების „მოკრძალებული“ მასშტაბები შეშფოთებას არც უნდა იწვევდეს, რომ არა ერთი გარემოება - განსხვავება H1N1-ის პირველი პანდემიის დროინდელ და XXI საუკუნის მედიცინას შორის. ახალმა კორონავირუსმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ფანტასტიკური მიღწევების მიუხედავად, თანამედროვე ცივილიზაცია არც თუ ისე თავდაჯერებულად გამოიყურება გლობალური საფრთხის წინაშე; რომ ამ საფრთხესთან ბრძოლა მხოლოდ მედიცინის საქმე არ არის და მოითხოვს საყოველთაო სახელმწიფოებრივ/ საზოგადოებრივ ჩართულობას.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანი ძალისხმევით, ახლო მომავალში შევძლებთ ამ უდიდესი გამოწვევის გამკლავებას. მაგრამ დღეს ჩვენ ომში ვართ ჩართულები და ჩვენი მოვალეობა არა მოლოდ პანდემიაზე ფოკუსირება, არამედ მისი თანმდევი პრობლემების გადაჭრა და პრევენციაა, რომელთაგან უმთავრესი ყალბი ან დაუსაბუთებელი ინფორმაციის გავრცელება და არაადეკვატური ინტერპრეტაცია გახლავთ.

არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელზედაც მინდა ჩვენი მკითხველის ყურადღება გავამახვილო, სათავე დაუდო ავტორიტეტული სამედიცინო ჟურნალის “The Lancet Respiratory Medicine” 11 მარტის სტატიამ სენსაციური სათაურით: „არიან თუ არა ჰიპერტენზიით და შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტები COVID-19-ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ?“ („Are patients with hypertension and diabetes mellitus at increased risk for COVID-19 infection?“). სტატიის ავტორთა ჰიპოთეზა ეფუძნება ახალი კორონავირუსის მიერ ადამიანის უჯრედების დაზიანების მექანიზმზე დაკვირვებას, რომლის მიხედვითაც SARS-CoV-2 ვირუსი ადამიანის უჯრედში შეღწევისთვის იყენებს სპეციფიკურ ენზიმურ (ფერმენტულ) ცილას -ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტ 2-ს (ACE 2).

აღნიშნული მექანიზმის გათვალისწინებით, Lei Fang-მა და თანაავტორებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლური დაავადებების მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედ მედიკამენტებს (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორები ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები) და რომლებშიც აღნიშნული პრეპარატების მიღება განაპირობებს ზემოთ ხსენებული ცილის - ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტი 2-ის (ACE 2) დონის მატებას, შეიძლება მაღალი იყოს ახალი კორონავირუსით ინფიცირების რისკი.

საუბედუროდ, ინფორმაცია მყისიერად ატაცებულ და ტირაჟირებულ იქნა სოციალური მედიის მიერ, შესაბამისი ფატალური რისკის შემცველი რეაქციით - პაციენტებმა გლობალურად შეწყვიტეს ან შეაჩერეს აგფ ინჰიბიტორების/არ ბლოკერების მიღება!

ინფორმაციის წყაროს მაღალი ავტორიტეტის გამო, სკეფსისი, სამწუხაროდ, გაჩნდა პროფესიულ სამედიცინო წრეებშიც.

კატასტროფული რისკის შემცველ სიტუაციაზე, თავისი პოზიცია დროულად დააფიქსირა ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭომ. აღნიშნული დანაყოფის თავმჯდომარემ, პროფესორმა ჯოვანი დე სიმონემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ Lei Fang-სა და თანაავტორების სპეკულაციებს COVID-19-თან მიმართებაში აგფ ინჰიბიტორებით/არ ბლოკერებით მკურნალობის უსაფრთხოების შესახებ, არ გააჩნია სამეცნიერო, მტკიცებითი საფუძველი. ჰიპერტენზიის საბჭოს კონტრარგუმენტად მოჰყავს ცხოველური ექსპერიმენტების შედეგები COVID-19 ინფექციის დროს აღნიშნული მედიკამენტების პროტექტორული (დაცვითი) ეფექტების შესახებ, თუმცა იქვე დასძენს, შემდგომი კვლევების აუცილებლობის თაობაზე.

ევროპის კარდიოლოთა საზოგადოების ჰიპერტენზიის საბჭო მკაცრად მიუთითებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტების ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერებით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობაზე!!!

ამდაგვარად, კორონავირუსით ინფიცირების პრევენციის ზოგად ჰიგიენურ რეკომენდაციებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პირთათვის, დაემატა კიდევ ერთი მანდატორული მითითება:

გააგრძელეთ კარდიოლოგის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღება!!!

პროფესორი კახაბერ ჭელიძე

თსსუ შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელითსსუ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი

საქართველოს შინაგან დაავადებათა კოლეგიის ვიცე-პრეზიდენტისაქართველოს გულ–სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციისა და რეაბილიტაციის ასოციაციის ვიცე–პრეზიდენტისაქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების წევრიევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების პროფესიული წევრისაქართველოს რესპირაციული ასოციაციის წევრი

R

D ვიტამინის დეფიციტი და მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციები

KFC ექსკლუზიურად ვოლტზეა!

ანტისტრესული გასაფერადებლები და მანდალები – როგორ შევიმსუბუქოთ სახლში ყოფნა