სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
ბათუმის ინფექციურში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
ბათუმის ინფექციურში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

კო­რო­ნა­ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სამი ახა­ლი პა­ცი­ენ­ტი ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობს. მათ ახა­ლი კო­რო­ნა­ვირუ­სი დღეს და­უდ­გინ­დათ. რო­გორც აჭა­რის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა ზაალ მი­ქე­ლა­ძემ სპე­ცი­ა­ლურ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და, ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­საა, მათ მი­ნი­მა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბათ.

მი­ნის­ტრის თქმით, უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს, რო­მე­ლიც ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სით სამ­შობ­ლო­ში და­აბ­რუ­ნე­ბენ.

"უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და, იგი ჩრდი­ლო­ეთ ევ­რო­პი­დან ჩა­მო­ვი­და.უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს,თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჰქონ­და კვლე­ვა, რა მე­თო­დით არ ვი­ცით... თუმ­ცა დღეს მი­ი­ღო შე­ტყო­ბი­ნე­ბა სა­ეჭ­ვო და­დას­ტუ­რე­ბის შე­სა­ხებ, გვაც­ნო­ბა და გა­და­ვიყ­ვა­ნეთ კლი­ნი­კა­ში. უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს და­მა­ტე­ბით კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­და და აღ­მოჩ­ნდა პა­სუ­ხი და­დე­ბი­თი.იმ ქვე­ყა­ნამ სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა, რომ აგ­ზავ­ნის სპე­ცი­ა­ლურ რე­ისს მო­ქა­ლა­ქის გა­საყ­ვა­ნად. უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე გვი­ან ღა­მით, თა­ვის სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დე­ბა. ანუ შემ­დგომ­ში, კი­თხვე­ბი რომ არ იყოს, რა­ტომ არის ერ­თით ნაკ­ლე­ბი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი კლი­ნი­კა­ში.

მე­ო­რე მო­ქა­ლა­ქეს ამე­რი­კი­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა აქვს, მას არა­ნა­ი­რი სა­ეჭ­ვო ნი­შა­ნი არ ჰქო­ნია, გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ის რე­ჟიმ­ზე, რაც შემ­დგომ­ში და­უ­დას­ტურ­და.

ხოლო მე­სა­მე პა­ცი­ენ­ტი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თია ქვე­ყა­ნა­ში დაბ­რუნ­და და ინ­ფექ­ცია და­უ­დას­ტურ­და, მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ას ეპი­დე­მო­ლო­გე­ბი სწავ­ლო­ბენ", - გა­ნა­ცხა­და მი­ქე­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ კლი­ნი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი 6 პა­ცი­ენ­ტია, მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სა­შუ­ა­ლო სიმ­ძი­მი­სა, მი­ნი­მა­ლუ­რი კლი­ნი­კუ­რი ნიშ­ნე­ბით.

"ეპი­დე­მო­ლო­გე­ბის ჯგუ­ფე­ბი სწავ­ლო­ბენ, ახა­ლი ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რი­ას.სას­ტუმ­რო­ში მყოფ­თან, კონ­ტაქ­ტი მხო­ლოდ ერთ ადა­მი­ანს ჰქონ­და , იგი თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იყო. უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე რო­მე­ლიც პი­ლო­ტი იყო, ამი­ტომ იმ­ყო­ფე­ბო­და თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში. ასე­ვე თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში იყო ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პირი, იგი აე­რო­პორ­ტი­დან გა­დაყ­ვა­ნი­ლი იყო თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში" , - გა­ნა­ცხა­და ზაალ მი­ქე­ლა­ძემ.

ამას­თან, ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ბერ­ლი­ნი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი რე­ი­სით სა­ქარ­თვე­ლოს 180-მდე მო­ქა­ლა­ქე დაბ­რუნ­და. მათი სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დახმრე­ბით მოხ­და.

მო­ქა­ლა­ქე­ებს პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო კონ­ტრო­ლი ბა­თუ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში ჩა­უ­ტარ­დე­ბათ და შემ­დგომ­ში სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

მო­ქა­ლა­ქე­ებს სპე­ცი­ა­ლუ­რი ტრან­სპორ­ტით სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ებ­ში გა­და­იყ­ვა­ნენ.

კო­რო­ნა­ვირუ­სის­თვის სა­ეჭ­ვო სიმპტო­მის შემ­თხვე­ვა­ში კი მე­დი­კო­სე­ბი მათ ბა­თუ­მის ინ­ფექ­ცი­ურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნენ .

აჭა­რა­ში სა­კა­რან­ტი­ნო სივ­რცე­ში 1000-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
maka
16

წავიდნენ ეს უცხოელებიიიიი წავიდნენ

 

ნუ ბლოკავთ
0

ასე ეს ყველაფერი გაიწელება ᲗვეობიᲗ და ჯობია 2 კვირიანი კარანტინი გამოაცხადოᲗ ქვეყანაᲨი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

ბათუმის ინფექციურში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

ბათუმის ინფექციურში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტიდან ერთ-ერთი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

კორონავირუსით ინფიცირებული სამი ახალი პაციენტი ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს. მათ ახალი კორონავირუსი დღეს დაუდგინდათ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, ინფიცირებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მათ მინიმალური კლინიკური ნიშნები აღენიშნებათ.

მინისტრის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელიც ერთ-ერთ სასტუმროში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სპეციალური რეისით სამშობლოში დააბრუნებენ.

"უცხო ქვეყნის მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, იგი ჩრდილოეთ ევროპიდან ჩამოვიდა.უცხო ქვეყნის მოქალაქეს,თავის ქვეყანაში ჩატარებული ჰქონდა კვლევა, რა მეთოდით არ ვიცით... თუმცა დღეს მიიღო შეტყობინება საეჭვო დადასტურების შესახებ, გვაცნობა და გადავიყვანეთ კლინიკაში. უცხო ქვეყნის მოქალაქეს დამატებით კვლევა ჩაუტარდა და აღმოჩნდა პასუხი დადებითი.იმ ქვეყანამ სურვილი გამოთქვა, რომ აგზავნის სპეციალურ რეისს მოქალაქის გასაყვანად. უცხო ქვეყნის მოქალაქე გვიან ღამით, თავის სამშობლოში დაბრუნდება. ანუ შემდგომში, კითხვები რომ არ იყოს, რატომ არის ერთით ნაკლები ინფიცირებული კლინიკაში.

მეორე მოქალაქეს ამერიკისა და საქართველოს მოქალაქეობა აქვს, მას არანაირი საეჭვო ნიშანი არ ჰქონია, გადაყვანილი იყო თვითიზოლაციის რეჟიმზე, რაც შემდგომში დაუდასტურდა.

ხოლო მესამე პაციენტი რამდენიმე საათია ქვეყანაში დაბრუნდა და ინფექცია დაუდასტურდა, მოგზაურობის ისტორიას ეპიდემოლოგები სწავლობენ", - განაცხადა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ბათუმის ინფექციურ კლინიკურ საავადმყოფოში ინფიცირებული 6 პაციენტია, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა, მინიმალური კლინიკური ნიშნებით.

"ეპიდემოლოგების ჯგუფები სწავლობენ, ახალი ინფიცირებული მოქალაქეების მოგზაურობის ისტორიას.სასტუმროში მყოფთან, კონტაქტი მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა , იგი თვითიზოლაციაში იყო. უცხო ქვეყნის მოქალაქე რომელიც პილოტი იყო, ამიტომ იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ასევე თვითიზოლაციაში იყო ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი, იგი აეროპორტიდან გადაყვანილი იყო თვითიზოლაციაში" , - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ბერლინიდან სპეციალური რეისით საქართველოს 180-მდე მოქალაქე დაბრუნდა. მათი სამშობლოში დაბრუნება საქართველოს მთავრობის დახმრებით მოხდა.

მოქალაქეებს პირველადი სამედიცინო კონტროლი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩაუტარდებათ და შემდგომში საკარანტინო სივრცეში გადაიყვანენ.

მოქალაქეებს სპეციალური ტრანსპორტით საკარანტინო სივრცეებში გადაიყვანენ.

კორონავირუსისთვის საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში კი მედიკოსები მათ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ .

აჭარაში საკარანტინო სივრცეში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

"ქართულმა მხარემ კორონავირუსით გარდაცვლილი მოქალაქეების ესპანეთიდან გადმოსვენებაზე კატეგორიული უარი მიიღო"

"გთხოვთ, თავი შეიკავოთ ტბაზე სტუმრობისგან" - ლისის ტბის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

"საქართველოს ფოსტის" კურიერები ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს წამლებს და პირბადეებს სახლში მიუტანენ