სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა
როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ა­ვა­დე­ბულ­თა 80% და­ა­ვა­დე­ბა მსუ­ბუქ ფორ­მებ­ში გა­და­აქვთ.

  • ინ­ფექ­ცი­ის მტა­რე­ბე­ლი გა­დამ­დე­ბია

იმას, რომ ჯან­მრთელ ზრდას­რულ ადა­მი­ა­ნებს ინ­ფექ­ცია მსუ­ბუ­ქად უვ­ლინ­დე­ბათ, მეც­ნი­ე­რე­ბი თვლი­ან და­ა­ვა­დე­ბის სწრა­ფად გავ­რცე­ლე­ბის ერ­თერთ მი­ზე­ზად. ბავ­შვებ­ში COVID-19 უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში პრაქ­ტი­კუ­ლად უსიმპტო­მოდ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ანუ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც არ აქვთ და­ა­ვა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი გა­მო­ხა­ტუ­ლი, შე­იძ­ლე­ბა გახ­დნენ ვირუ­სის გა­მავ­რცე­ლებ­ლე­ბი. გერ­მა­ნი­ა­ში ეპი­დე­მია ასე და­ი­წყო.

  • რო­გორ ამო­ვიც­ნოთ და­ა­ვა­დე­ბა

COVID-19-ის ზო­გა­დი მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბია: სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მო­მა­ტე­ბა, მშრა­ლი ხვე­ლა, ქო­ში­ნი, გულ­მკერ­დის შე­ბო­ჭი­ლო­ბა. შე­საძ­ლე­ბე­ლია, ზოგ­ჯერ ზო­გა­დი სი­ნუ­სუ­რი ინ­ფექ­ცი­ის (სი­ნუ­სი­ტის) ნიშ­ნე­ბი ან ცუ­დად ყოფ­ნის შეგ­რძნე­ბა ცხე­ლე­ბის გა­რე­შე.

და­ა­ვა­დე­ბის მსუ­ბუ­ქი ფორ­მი­სას სიმპტო­მე­ბი 2 კვი­რა­ში გა­დის, ხოლო მძი­მე შემ­თხვე­ვე­ბი­სას, ნარ­ჩუნ­დე­ბა 6 და მეტი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში.

  • რო­გორ გა­ვარ­ჩი­ოთ COVID-19 მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის ან გა­ცი­ე­ბი­სა­გან

მწვა­ვე რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის და გა­ცი­ე­ბის დროს COVID-19-ისა­გან გან­სხვა­ვე­ბით, არის სვე­ლი ხვე­ლა და არა მშრა­ლი და ყო­ველ­თვის აღი­ნიშ­ნე­ბა ცხვი­რის გა­ჭე­დი­ლო­ბა და სურ­დო. მსგავ­სი სიმპტო­მე­ბია სხე­უ­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის მცი­რედ მო­მა­ტე­ბა და მსუ­ბუ­ქი ან ზო­მი­ე­რი თა­ვის ტკი­ვი­ლი.

  • გრიპ­ში რომ არ აგ­ვე­რი­ოს

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის სა­იტ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, გრი­პი­სა და COVID-19-ის სიმპტო­მე­ბი მსგავ­სია. ორი­ვე იწ­ვევს რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბას. მაგ­რამ გრი­პის დროს არ აღი­ნიშ­ნე­ბა ქო­ში­ნი, და სუნ­თქვას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სხვა სიმპტო­მე­ბი, ტემ­პე­რა­ტუ­რა კი თით­ქმის ყო­ველ­თვის მა­ღა­ლია, გან­სხვა­ვე­ბით COVID-19-ისა­გან. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მიშა
11

SARS-CoV2 ამაზე დაგვიწერეთ cov id19 რომ ეძახიან და რეალურად სარსია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

როგორ ვლინდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმა

კორონავირუსით დაავადებულთა 80% დაავადება მსუბუქ ფორმებში გადააქვთ.

  • ინფექციის მტარებელი გადამდებია

იმას, რომ ჯანმრთელ ზრდასრულ ადამიანებს ინფექცია მსუბუქად უვლინდებათ, მეცნიერები თვლიან დაავადების სწრაფად გავრცელების ერთერთ მიზეზად. ბავშვებში COVID-19 უმრავლეს შემთხვევაში პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ანუ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ დაავადების ნიშნები გამოხატული, შეიძლება გახდნენ ვირუსის გამავრცელებლები. გერმანიაში ეპიდემია ასე დაიწყო.

  • როგორ ამოვიცნოთ დაავადება

COVID-19-ის ზოგადი მახასიათებელი ნიშნებია: სხეულის ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა, ქოშინი, გულმკერდის შებოჭილობა. შესაძლებელია, ზოგჯერ ზოგადი სინუსური ინფექციის (სინუსიტის) ნიშნები ან ცუდად ყოფნის შეგრძნება ცხელების გარეშე.

დაავადების მსუბუქი ფორმისას სიმპტომები 2 კვირაში გადის, ხოლო მძიმე შემთხვევებისას, ნარჩუნდება 6 და მეტი კვირის განმავლობაში.

  • როგორ გავარჩიოთ COVID-19 მწვავე რესპირატორული დაავადების ან გაციებისაგან

მწვავე რესპირატორული დაავადების და გაციების დროს COVID-19-ისაგან განსხვავებით, არის სველი ხველა და არა მშრალი და ყოველთვის აღინიშნება ცხვირის გაჭედილობა და სურდო. მსგავსი სიმპტომებია სხეულის ტემპერატურის მცირედ მომატება და მსუბუქი ან ზომიერი თავის ტკივილი.

  • გრიპში რომ არ აგვერიოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გრიპისა და COVID-19-ის სიმპტომები მსგავსია. ორივე იწვევს რესპირატორულ დაავადებას. მაგრამ გრიპის დროს არ აღინიშნება ქოშინი, და სუნთქვასთან დაკავშირებული სხვა სიმპტომები, ტემპერატურა კი თითქმის ყოველთვის მაღალია, განსხვავებით COVID-19-ისაგან. წაიკითხეთ სრულად

"37 გრადუს ტემპერატურაზეც უკვე უნდა ინერვიულოთ" - რას ამბობს მარინა ენდელაძე კორონავირუსის მსუბუქი ფორმის სიმპტომებზე

ქუთაისში 73 წლის პაციენტმა, რომელსაც სიმსივნე აქვს, კორონავირუსი დაამარცხა

"გვყავს პაციენტი, რომელიც პირველ ხუთეულში შედიოდა, მაგრამ ტესტი კორონავირუსზე დღემდე დადებითს აჩვენებს" - იმნაძე