ავტორი:

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

დარჩით სახლში და მკაცრად დაიცავით ჰიგიენური ნორმები - ეს არის მთავარი მითითება, რასაც ექიმები იძლევიან კორონავირუსისგან დანიფიცირებისგან. არსებულ სიტუაციაში ყველაზე მეტი ყურადღება მშობლებს შვილებზე გვაქვს გადატანილი. ჩვენი კითხვებით ცნობილ პედიატრს ბესო ზენაიშვილს მივმართეთ.

- ჯერ ზოგადად კორონავირუსზე გვესაუბრეთ.

- ახალი კორანავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. იგი მიეკუთვნება ნიდოვირუსების ოჯახს.რნმ შემცველი ვირუსია. სახელი კორონავირუსი ამ ვირუსს დაერქვა ზედაპირზე გვირვინისმაგვარი წანაზარდების გამო. ვირუსი აინფიცირებს როგორც ადამიანებს ისე ცხოველებს და იწვევს სასუნთქი სისტემის დააავადებებს.ახალი კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთში ქალაქ უხანში და მას ოფიციალურად ეწოდა "კორონავირუსით დაავადება 2019" ანუ ვირუსი COVID-19. ახალი ვირუსია და ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება "მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი" (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა. კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 2-14 დღე, ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფიცირებისას.

- თავდაპირველად ითქვა, რომ კორონავირუსული ინფექიით ბავშვები არ ავადდეობდნენ, შემდეგში გამოიკვეთა, რომ ავადდებიან. თუნდაც საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ, 4 შემთხვევა სწორედ ბავშვს დაუფიქსურდა. როგორ მიმდინაროებს ბავშვებში ეს ინფექცია და როგორია სტატისტიკა ბავშვებში ამ ვირუსის გამოვლენისა?

- საბედნიეროდ, ახალი კორონავირუსული დაავადება ანუ COVID-19 იშვიათად გხვდება ბავშვთა ასაკში, თუმცა მთელს მსოფლიოში ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, მათ შორის საქართველოში 4 შემთხვევა,რომელიც ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს ან ასიმპტომურად. ძნელი სათქმელია თუ რატომ ხდება ასე ამის შესახემ მედიცინაში მტკიცებულებები არასაკმარისია. არსებობს თეორიული ვარაუდი, რომ იმუნიზირებულ ბავშვებში კერძოდ წითელა-წითურას ანტისხეულები იწვევს ჯვარედინ დამცველობით იმუნიტეტს.

- როგორია ამ დაავადების სიმძიმე ბავშვებში, რა სიმპტომებით იჩენს თავს? განსაკუთღებული ყურადღება რას უნდა მივაქციოთ მშობლებმა?

- ეს ახალი ვირუსია და ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე ან ორსულებზე. ვიცით, რომ ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია.COVID-19 ბავშვთა ასაკში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.თუმცა მათ შეიძლება შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ინფექციის გავრცელებაში. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის პრობლემები, უფრო მძიმე შემთხვევაში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ატიპური პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მძიმე მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.

- როგორ მოვაძლიეროთ მათი იმუნური სისტემა?

- იმუნური სისტემის, ასე ვთქვათ, გამაძლიერებელი მედიკამენტოზური საშუალებები მედიცინაში არ არსებობს. ძირითადად იმუნური სისტემის ასამაღლებლად რეკომენდირებულია სწორი ბალანსირებული, ადექვატური კვება, სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი და მშვიდი რეგულარული ძილის ბიოლოგიური რითმი.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა რას ვჭამთ, რისი მიღებაა ბავშვებისთვის პრვენციისთვის რეკომენდირებული?

- ზოგადად კვებას დიდი მნიშვნელობა ააქვს ბავშთა ასაკში. კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.ადრეულ ასაკში არარაციონალური კვება იწვევს ისეთ დარღვევებს, რომლებიც აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე,არა მხოლოდ ბავშვობის,არამედ მოზარდობისა და მოზრდილობის პერიოდშიც,კერძოდ ფერხდება ზრდის პროცესი, გონებრივი, ინტელექტუალური და მოტორული განვითარება. იზრდება მოზრდილობის ასაკში ქრონიკული დაავადებების განვითარების ალბათობა.სწორი ბალანსირებული, რაციონალური კვება, ასაკის შესაბამისი საკვები ინგრედიენტების გამოყენება ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს. წაიკითხეთ სრულად

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"

საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამო ქელეხები, ქორწილები და სხვა მსგავსი ღონისძიებები აიკრძალა

"მარნეულში დაინფიცირებული ქალის 90 კონტაქტიდან შემდგომი ტალღის სახით, 1700-მდე კონტაქტია გამოკვეთილი" - აკაკი ზოიძე