სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
5 აუდიოწიგნი, რომლებიც თვითიზოლაციის დღეებს შეგიმსუბუქებთ
5 აუდიოწიგნი, რომლებიც თვითიზოლაციის დღეებს შეგიმსუბუქებთ

თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში ყოფ­ნა ბევ­რის­თვის რთუ­ლი და მო­სა­წყე­ნია, მაგ­რამ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლიო თან­ხმდე­ბა იმა­ზე, რომ ეს თავ­დაც­ვის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა და შე­საძ­ლე­ბე­ლია „სახ­ლუ­რი დღე­ე­ბი“ ისე­თი საქ­მის­თვის გა­მო­ვი­ყე­ნოთ, რო­მელ­თათ­ვი­საც ადრე დრო არ გვქონ­და.

თუკი ახლა წიგ­ნე­ბის კი­თხვა გა­ი­ფიქ­რეთ, ამ სტა­ტი­ის კი­თხვა ნამ­დვი­ლად უნდა გა­აგ­რძე­ლოთ. კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, ბევ­რი ობი­ექ­ტი, მათ შო­რის წიგ­ნის მა­ღა­ზი­ე­ბიც და­ი­კე­ტა და ონ­ლა­ინ­მუ­შა­ო­ბა­ზე გა­და­ვი­და. რა თქმა უნდა, შე­გიძ­ლი­ათ სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი შე­უკ­ვე­თოთ ან ელექტრო­ნუ­ლად წა­ი­კი­თხოთ, მაგ­რამ თუკი ერთი დღით დაც­დაც არ გსურთ და არც თვა­ლე­ბის გა­დაღ­ლის პერ­სპექ­ტი­ვა გხიბ­ლავთ, მა­შინ უბ­რა­ლოდ მო­უს­მი­ნეთ მათ. ამის სა­შუ­ა­ლე­ბას აუ­დი­ო­წიგ­ნე­ბის პლატ­ფორ­მა gudabooks.ge გაძ­ლევთ, სა­დაც გა­მოც­დი­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბულ 200-მდე წიგნს ნა­ხავთ.

გთა­ვა­ზობთ 5 აუ­დი­ო­წიგნს, რო­მელ­თა მოს­მე­ნაც თქვენს ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბას ბევ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვანს, თვი­თი­ზო­ლა­ცი­ას კი უფრო ასა­ტან­სა და სა­სი­ა­მოვ­ნოს გახ­დის:

1. ელიფ შა­ფა­ქი - „სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი“

თუკი ამ წიგ­ნის გაც­ნო­ბა ბევ­რჯერ გა­და­გი­დევთ, ახლა ამის­თვის სა­უ­კე­თე­სო დროა. ცნო­ბი­ლი თურ­ქი მწე­რა­ლი ელიფ შა­ფა­ქი ქა­ლაქ სტრას­ბურ­გში, დიპ­ლო­მა­ტე­ბის ოჯახ­ში­და­ი­ბა­და. ცხოვ­რობს ამე­რი­კა­სა და თურ­ქეთ­ში. მშობ­ლი­უ­რი თურ­ქუ­ლის გარ­და, წერს ინ­გლი­სუ­რად.თა­ნამ­შრომ­ლობს ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ პრე­სას­თან.

შა­ფა­ქის რო­მა­ნებ­მა დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰპო­ვა მთელს მსოფ­ლი­ო­ში. რო­მა­ნი „სიყ­ვა­რუ­ლის ორ­მო­ცი წესი“ ინ­გლი­სუ­რად და­წე­რილ მის სამ რო­მან­თა­გან ერთ-ერ­თია. თა­ნა­მედ­რო­ვე ამე­რი­კე­ლი ქა­ლის ერ­თფე­რო­ვან ცხოვ­რე­ბა­ში ქა­რიშ­ხა­ლი­ვით შე­მო­იჭ­რე­ბა ორი სა­ო­ცა­რი და სა­ოც­ნე­ბო სამ­ყა­რო: სიყ­ვა­რუ­ლი და... აღ­მო­სავ­ლე­თი!

2. მარ­კუს ზუ­ზა­კი - „წიგ­ნის ქურ­დი“

ეს წიგ­ნი ზუ­ზა­კის რო­მა­ნებს შო­რის ყვე­ლა­ზე დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. ეს არის ამ­ბა­ვი ლი­ზელ­სა და მის მე­ზობ­ლებ­ზე. ეს ჰი­მელ-სტრი­ტის და­ბომბვის ის­ტო­რი­აა. 1939 წელი, ნა­ცის­ტუ­რი გერ­მა­ნია. ქვე­ყა­ნა სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლია. სიკ­ვდი­ლი ასე­თი მო­უც­ლე­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა. ცხრა წლის ლი­ზე­ლი დე­დო­ბილ-მა­მო­ბილ­თან ერ­თად ჰი­მელ-სტრიტ­ზე ცხოვ­რობს, მისი მშობ­ლე­ბი სა­კონ­ცენ­ტა­ციო ბა­ნაკ­ში გაგ­ზავ­ნეს. გო­გო­ნა წიგ­ნებს იპა­რავს, კი­თხუ­ლობს და ბო­ლოს თვი­თონ იწყებს წე­რას.

რო­მან­ში ბევ­რი რამ ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლია. მთა­ვა­რი გმი­რის, ლი­ზე­ლის დე­დო­ბილ-მა­მო­ბი­ლის მსგავ­სად, ავ­ტო­რის დედა გერ­მა­ნე­ლია, მამა მღე­ბა­ვად მუ­შა­ობ­და. მთე­ლი ბავ­შვო­ბა მარ­კუ­სი მშობ­ლე­ბის­გან ის­მენ­და სა­ო­ცარ ამ­ბებს ომზე, ნა­ცის­ტურ გერ­მა­ნი­ა­ზე, მი­უნ­ხე­ნის და­ბომბვა­ზე, სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნა­კებ­სა და იმ ებ­რა­ელ ტყვე­ებ­ზე, რომ­ლებ­საც მი­უნ­ხე­ნის მახ­ლობ­ლად მდე­ბა­რე ბა­ნა­კამ­დე სა­ნამ მი­იყ­ვან­დნენ, ერთი პა­ტა­რა ქა­ლა­ქი ფე­ხით უნდა გა­ევ­ლოთ – იმ ქა­ლაქ­ში მარ­კუ­სის დედა ცხოვ­რობ­და.

3. ჯ. რ. რ. ტოლ­კი­ნი - „ბე­რე­ნი და ლუ­თი­ე­ნი“

ბე­დის­წე­რა ბე­რე­ნი­სა და ლუ­თი­ე­ნის სიყ­ვა­რულს ემუქ­რე­ბა. ასე ხდე­ბა, როცა შეყ­ვა­რე­ბულ­თა­გან ერთი მოკ­ვდა­ვი ადა­მი­ა­ნია, მე­ო­რე კი მშვე­ნი­ე­რი უკ­ვდა­ვი ელფი, ხოლო მა­მას, ელფ­თა დი­დე­ბულ მბრძა­ნე­ბელს, შვი­ლის რჩე­უ­ლი თვალ­ში არ მოს­დის. ბე­დის გა­და­წე­რა კი მხო­ლოდ დიდი გან­საც­დე­ლის დათ­მე­ნით, შე­უს­რუ­ლებ­ლის შეს­რუ­ლე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

და აი, და­ვა­ლე­ბაც ლუ­თი­ე­ნის მა­მის­გან ბე­რენს: მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში მი­ა­თხო­ვებს ასულს, თუკი... რო­გორც ყო­ველ­თვის, ჯ.რ.რ. ტოლ­კი­ნი ამ წიგნ­შიც შე­უ­და­რებ­ლად ხსნის კვანძს. კვან­ძის გახ­სნას კი ბე­რე­ნი­სა და ლუ­თი­ე­ნის თავ­გან­წირ­ვა და გმი­რო­ბა მოს­დევს. მათ სამ­ყა­როს უბო­რო­ტეს ქმნი­ლე­ბას - მელ­კორს, მორ­გოთს, შავ მტერს - სილ­მა­რი­ლი უნდა მოჰ­პა­რონ...

4. თეა ინა­სა­რი­ძე - „გა­თხო­ვი­ლის დღი­უ­რი“

წიგნ­ში მო­თხრო­ბი­ლია ახალ­გაზ­რდა, და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბის გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის შე­სა­ხებ. თუ რო­გორ ტრანსფორ­მირ­და მხი­ა­რუ­ლი და თავ­გა­და­სავ­ლე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი გო­გო­ნას ცხოვ­რე­ბა - და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ. გმი­რი ვერ ეგუ­ე­ბა რუ­ტი­ნას და უმოქ­მე­დო­ბას. აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ ნელ-ნელა გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის აქ­ტუ­ა­ლო­ბას კარ­გავს და თუ არ „გა­ცუ­რავს“, ჭა­ობ­ში ჩა­ი­ძი­რე­ბა. ამი­ტომ, გა­და­წყვეტს, შეც­ვა­ლოს თა­ვი­სი ცხოვ­რე­ბა და და­აბ­რუ­ნოს ის ექ­სცენ­ტრი­უ­ლი გოგო, რო­მე­ლიც ერთ დროს მას­ში ცხოვ­რობ­და.

5. ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი - „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“

პრო­ექ­ტის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი რო­მა­ნი.ამ­ბა­ვი იან კლა­ინ­ზეა, უც­ნა­ურ მხატ­ვარ­ზე, რომ­ლის­თვი­საც ყო­ვე­ლი დღე ერ­თნა­ი­რად უი­მე­დოა. ფი­ლო­სო­ფი­აც თა­ვი­სე­ბუ­რი აქვს – ფე­რე­ბის ფი­ლო­სო­ფია; მე­გობ­რე­ბიც ჰყავს, თუმ­ცა მა­ინც მარ­ტო­სუ­ლია... და მა­ინც, ვინ არის ის? ქა­ლაქ­ში მკვლე­ლო­ბე­ბის სე­რია იწყე­ბა და დე­ტექ­ტი­ვე­ბი მორ­გა­ნი და ფორ­დი ამ საქ­მე­ებს იძი­ე­ბენ. იანი კი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის მხატ­ვა­რი გახ­დე­ბა და და­ხა­ტავს ბო­როტ­მოქ­მედ­თა ფო­ტო­რო­ბო­ტებს; თუმ­ცა, რა­ტომ­ღაც, დამ­ნა­შა­ვის კვა­ლი ყო­ველ­თვის იან კლა­ინ­თან მი­დის.

სა­ინ­ტე­რე­სოა, ვინ არის რე­ა­ლუ­რი დამ­ნა­შა­ვე – თა­ვად იანი, სა­ნი­სად­მი მისი სიყ­ვა­რუ­ლი თუ შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბი­დან ერთ-ერთი? „რო­გორ ვი­ცხოვ­როთ – ჩვენ­თვის, სხვის­თვის თუ სხვის და­სა­ნა­ხად? ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ეპი­კუ­რი ცდა – შე­კი­თხვე­ბის რო­მა­ნი, სა­დაც პერ­სო­ნა­ჟე­ბი პა­სუ­ხებს არ ეძე­ბენ, რად­გან ისი­ნი გრძნო­ბენ, გა­ნიც­დი­ან, ცხოვ­რო­ბენ.“

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

5 აუდიოწიგნი, რომლებიც თვითიზოლაციის დღეებს შეგიმსუბუქებთ

5 აუდიოწიგნი, რომლებიც თვითიზოლაციის დღეებს შეგიმსუბუქებთ

თვითიზოლაციაში ყოფნა ბევრისთვის რთული და მოსაწყენია, მაგრამ ცივილიზებული მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ეს თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა და შესაძლებელია „სახლური დღეები“ ისეთი საქმისთვის გამოვიყენოთ, რომელთათვისაც ადრე დრო არ გვქონდა.

თუკი ახლა წიგნების კითხვა გაიფიქრეთ, ამ სტატიის კითხვა ნამდვილად უნდა გააგრძელოთ. კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბევრი ობიექტი, მათ შორის წიგნის მაღაზიებიც დაიკეტა და ონლაინმუშაობაზე გადავიდა. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ სასურველი წიგნი შეუკვეთოთ ან ელექტრონულად წაიკითხოთ, მაგრამ თუკი ერთი დღით დაცდაც არ გსურთ და არც თვალების გადაღლის პერსპექტივა გხიბლავთ, მაშინ უბრალოდ მოუსმინეთ მათ. ამის საშუალებას აუდიოწიგნების პლატფორმა gudabooks.ge გაძლევთ, სადაც გამოცდილი მსახიობების მიერ გახმოვანებულ 200-მდე წიგნს ნახავთ.

გთავაზობთ 5 აუდიოწიგნს, რომელთა მოსმენაც თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებას ბევრად მრავალფეროვანს, თვითიზოლაციას კი უფრო ასატანსა და სასიამოვნოს გახდის:

1. ელიფ შაფაქი - „სიყვარულის ორმოცი წესი“

თუკი ამ წიგნის გაცნობა ბევრჯერ გადაგიდევთ, ახლა ამისთვის საუკეთესო დროა. ცნობილი თურქი მწერალი ელიფ შაფაქი ქალაქ სტრასბურგში, დიპლომატების ოჯახშიდაიბადა. ცხოვრობს ამერიკასა და თურქეთში. მშობლიური თურქულის გარდა, წერს ინგლისურად.თანამშრომლობს ამერიკულ და ევროპულ პრესასთან.

შაფაქის რომანებმა დიდი გამოხმაურება ჰპოვა მთელს მსოფლიოში. რომანი „სიყვარულის ორმოცი წესი“ ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი!

2. მარკუს ზუზაკი - „წიგნის ქურდი“

ეს წიგნი ზუზაკის რომანებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს. ეს არის ამბავი ლიზელსა და მის მეზობლებზე. ეს ჰიმელ-სტრიტის დაბომბვის ისტორიაა. 1939 წელი, ნაცისტური გერმანია. ქვეყანა სუნთქვაშეკრულია. სიკვდილი ასეთი მოუცლელი არასოდეს ყოფილა. ცხრა წლის ლიზელი დედობილ-მამობილთან ერთად ჰიმელ-სტრიტზე ცხოვრობს, მისი მშობლები საკონცენტაციო ბანაკში გაგზავნეს. გოგონა წიგნებს იპარავს, კითხულობს და ბოლოს თვითონ იწყებს წერას.

რომანში ბევრი რამ ავტობიოგრაფიულია. მთავარი გმირის, ლიზელის დედობილ-მამობილის მსგავსად, ავტორის დედა გერმანელია, მამა მღებავად მუშაობდა. მთელი ბავშვობა მარკუსი მშობლებისგან ისმენდა საოცარ ამბებს ომზე, ნაცისტურ გერმანიაზე, მიუნხენის დაბომბვაზე, საკონცენტრაციო ბანაკებსა და იმ ებრაელ ტყვეებზე, რომლებსაც მიუნხენის მახლობლად მდებარე ბანაკამდე სანამ მიიყვანდნენ, ერთი პატარა ქალაქი ფეხით უნდა გაევლოთ – იმ ქალაქში მარკუსის დედა ცხოვრობდა.

3. ჯ. რ. რ. ტოლკინი - „ბერენი და ლუთიენი“

ბედისწერა ბერენისა და ლუთიენის სიყვარულს ემუქრება. ასე ხდება, როცა შეყვარებულთაგან ერთი მოკვდავი ადამიანია, მეორე კი მშვენიერი უკვდავი ელფი, ხოლო მამას, ელფთა დიდებულ მბრძანებელს, შვილის რჩეული თვალში არ მოსდის. ბედის გადაწერა კი მხოლოდ დიდი განსაცდელის დათმენით, შეუსრულებლის შესრულებითაა შესაძლებელი.

და აი, დავალებაც ლუთიენის მამისგან ბერენს: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიათხოვებს ასულს, თუკი... როგორც ყოველთვის, ჯ.რ.რ. ტოლკინი ამ წიგნშიც შეუდარებლად ხსნის კვანძს. კვანძის გახსნას კი ბერენისა და ლუთიენის თავგანწირვა და გმირობა მოსდევს. მათ სამყაროს უბოროტეს ქმნილებას - მელკორს, მორგოთს, შავ მტერს - სილმარილი უნდა მოჰპარონ...

4. თეა ინასარიძე - „გათხოვილის დღიური“

წიგნში მოთხრობილია ახალგაზრდა, დაოჯახებული ქალის ცხოვრების გარკვეული პერიოდის შესახებ. თუ როგორ ტრანსფორმირდა მხიარული და თავგადასავლების მოყვარული გოგონას ცხოვრება - დაქორწინების შემდეგ. გმირი ვერ ეგუება რუტინას და უმოქმედობას. აცნობიერებს, რომ ნელ-ნელა გარშემომყოფებისთვის აქტუალობას კარგავს და თუ არ „გაცურავს“, ჭაობში ჩაიძირება. ამიტომ, გადაწყვეტს, შეცვალოს თავისი ცხოვრება და დააბრუნოს ის ექსცენტრიული გოგო, რომელიც ერთ დროს მასში ცხოვრობდა.

5. ნიკოლოზ ტოტოღაშვილი - „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“

პროექტის „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებულის სულისშემძვრელი რომანი.ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა. ფილოსოფიაც თავისებური აქვს – ფერების ფილოსოფია; მეგობრებიც ჰყავს, თუმცა მაინც მარტოსულია... და მაინც, ვინ არის ის? ქალაქში მკვლელობების სერია იწყება და დეტექტივები მორგანი და ფორდი ამ საქმეებს იძიებენ. იანი კი პოლიციის განყოფილების მხატვარი გახდება და დახატავს ბოროტმოქმედთა ფოტორობოტებს; თუმცა, რატომღაც, დამნაშავის კვალი ყოველთვის იან კლაინთან მიდის.

საინტერესოა, ვინ არის რეალური დამნაშავე – თავად იანი, სანისადმი მისი სიყვარული თუ შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი? „როგორ ვიცხოვროთ – ჩვენთვის, სხვისთვის თუ სხვის დასანახად? ნიკოლოზ ტოტოღაშვილის პირველი ეპიკური ცდა – შეკითხვების რომანი, სადაც პერსონაჟები პასუხებს არ ეძებენ, რადგან ისინი გრძნობენ, განიცდიან, ცხოვრობენ.“

რა წიგნებით დავაინტერესოთ ბავშვები თვითიზოლაციის პერიოდში?

ყველასათვის საყვარელი წიგნის „თამაში ჭვავის ყანაში“ ავტორის კიდევ ორი ახალი წიგნი ქართულ ენაზე

თავისუფალ დროს საკითხავი 5 ახალი ლიტერატურული თავგადასავალი