სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

მეს­ტი­ის სო­ფელ ლა­ტალ­ში უბე­დურ შემ­თხვე­ვას 13 წლის საბა კვან­ჭი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა. მო­ზარ­დი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მას ია­რა­ღი გა­უ­ვარ­და.

მეს­ტი­ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­დეს, რომ მო­ზარდს ნაფ­ლე­თო­ვა­ნი ჭრი­ლო­ბა მუც­ლის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბო­და და ის შე­მოყ­ვა­ნი­სას უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო.

"ვერ გე­ტყვით რით იყო მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბა. ამას ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს. და­ახ­ლო­ე­ბით სამი სა­ა­თის წინ თვით­დი­ნე­ბით შე­მო­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ ის უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. სახ­ლში მი­ას­ვე­ნე­ბენ, ოჯახ­მა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და", - ამ­ბო­ბენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში.

შს სა­მი­ნის­ტრო­ში ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა 116-ე და 236-ე მუხ­ლე­ბით და­ი­წყო. რაც სა­ნა­დი­რო ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ან სპორ­ტუ­ლი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, ანდა ასე­თი ია­რა­ღის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი საბ­რძო­ლო მა­სა­ლის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა ან შე­ნახ­ვა და გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

მესტიაში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად 13 წლის მოზარდი გარდაიცვალა

მესტიის სოფელ ლატალში უბედურ შემთხვევას 13 წლის საბა კვანჭიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, მას იარაღი გაუვარდა.

მესტიის საავადმყოფოში AMBEBI.GE-ს განუცხადეს, რომ მოზარდს ნაფლეთოვანი ჭრილობა მუცლის არეში აღენიშნებოდა და ის შემოყვანისას უკვე გარდაცვლილი იყო.

"ვერ გეტყვით რით იყო მიყენებული ჭრილობა. ამას ექსპერტიზა დაადგენს. დაახლოებით სამი საათის წინ თვითდინებით შემოიყვანეს, მაგრამ ის უკვე გარდაცვლილი იყო. სახლში მიასვენებენ, ოჯახმა ექსპერტიზაზე უარი განაცხადა", - ამბობენ საავადმყოფოში.

შს სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 116-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. რაც სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, ანდა ასეთი იარაღისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ესპანეთში კორონავირუსით 65 წლის ქართველი მამაკაცი გარდაიცვალა

ტელეფონზე უთხრა ახლობელს, რომ პოლონეთიდან დაბრუნებულმა, თვითიზოლაციის წესი დაარღვია - თბილისი-ზუგდიდის "მარშრუტკის" მგზავრი კარანტინში გადაიყვანეს

საირმეში საკარანტინო ზონა მოეწყო, სადაც ქუთაისის აეროპორტში ჩასული მგზავრები გადაიყვანეს