სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"არ დასტურება ინფორმაცია, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან მოქალაქეები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან"
"არ დასტურება ინფორმაცია, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან მოქალაქეები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან"

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი სო­ზარ სუ­ბა­რი არ ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, რომ მარ­ნე­უ­ლის და ბოლ­ნი­სის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბი­დან ზო­გი­ერ­თი მო­ქა­ლა­ქე შე­მოვ­ლი­თი გზით მან­ქა­ნით მა­ინც გა­და­ად­გილ­დე­ბა.

სუ­ბა­რის თქმით, ყო­ვე­ლი ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია შე­სა­ბა­მის სამ­სა­ხურ­თან მოწ­მდე­ბა და ჯერ­ჯე­რო­ბით, ასე­თი ინ­ფორ­მა­ცია არ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლა. ამას­თან, სუ­ბა­რი არ გა­მო­რი­ცხავს, რომ და­ფიქ­სირ­დეს აღ­ნიშ­ნუ­ლი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სა­ზღვრის ფე­ხით გა­დაკ­ვე­თის ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი.

"სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ არ­სე­ბობს შე­მოვ­ლი­თი გზე­ბი, რომ­ლი­თაც მან­ქა­ნე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან. ყო­ველ ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რაც ჩე­მამ­დე მო­დის, ყო­ველ­წუ­თი­ე­რად ვა­მოწ­მებთ შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებ­თან და ამ დრომ­დე ყვე­ლა ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე პა­სუ­ხი იყო: დიახ, ვი­ცით ეს გზა გა­და­კე­ტი­ლია.

უბ­რა­ლოდ ბოლ­ნი­სი­დან ან მარ­ნე­უ­ლი­დან მან­ქა­ნა რომ გა­დის ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, ხალ­ხს ჰგო­ნია, რომ ის წა­ვი­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ისი­ნი იძუ­ლე­ბუ­ლი არი­ან გა­ჩერ­დნენ ამ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტე­ბის სა­ზღვარ­ზე და გა­მობ­რუ­დნენ უკან.

ძა­ლი­ან ხში­რად, ეს ინ­ფორ­მა­ცია შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან არის ხოლ­მე მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ­ლებ­მაც და­ი­ნა­ხეს, რომ ვი­ღა­ცამ რა­ი­ო­ნი­დან გას­ვლა და­ა­პი­რა, თუმ­ცა მათ აღარ იცი­ან, რომ იმ პირ­მა გას­ვლა ვერ მო­ა­ხერ­ხა. რა თქმა უნდა, არ გა­მოვ­რი­ცხავთ, რომ ორი - სამი შემ­თხვე­ვა შე­იძ­ლე­ბა და­ფიქ­სირ­დეს, სა­დღაც მინ­დვ­რე­ბის გავ­ლით. ვი­ღა­ცა შე­იძ­ლე­ბა ფე­ხით გა­და­ვი­დეს, თუმ­ცა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გავ­ლა არის შე­უძ­ლე­ბე­ლი.

ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ასე­თი სი­ფხიზ­ლე, რომ თი­თო­ე­ულ ასეთ შემ­თხვე­ვა­ზე ხდე­ბა გან­გა­შის ატეხ­ვა. ეს კარ­გად მე­ტყვე­ლებს იმა­ზე, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს კარ­გად აქვთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რა გლო­ბა­ლურ საფრ­თხეს­თან გვიხ­დე­ბა დღეს ბრძო­ლა," - გა­ნა­ცხა­და სუ­ბარ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"არ დასტურება ინფორმაცია, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან მოქალაქეები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან"

"არ დასტურება ინფორმაცია, რომ მარნეულიდან და ბოლნისიდან მოქალაქეები შემოვლითი გზით გადაადგილდებიან"

პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებიდან ზოგიერთი მოქალაქე შემოვლითი გზით მანქანით მაინც გადაადგილდება.

სუბარის თქმით, ყოველი ასეთი ინფორმაცია შესაბამის სამსახურთან მოწმდება და ჯერჯერობით, ასეთი ინფორმაცია არ დადასტურებულა. ამასთან, სუბარი არ გამორიცხავს, რომ დაფიქსირდეს აღნიშნული მუნიციპალიტეტების საზღვრის ფეხით გადაკვეთის ერთეული შემთხვევები.

"სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი ინფორმაცია ვრცელდება იმის შესახებ, რომ არსებობს შემოვლითი გზები, რომლითაც მანქანები გადაადგილდებიან. ყოველ ასეთ ინფორმაციას, რაც ჩემამდე მოდის, ყოველწუთიერად ვამოწმებთ შესაბამის სტრუქტურებთან და ამ დრომდე ყველა ასეთ ინფორმაციაზე პასუხი იყო: დიახ, ვიცით ეს გზა გადაკეტილია.

უბრალოდ ბოლნისიდან ან მარნეულიდან მანქანა რომ გადის ამ მიმართულებით, ხალხს ჰგონია, რომ ის წავიდა. სინამდვილეში, ისინი იძულებული არიან გაჩერდნენ ამ მუნიციპალიტეტების საზღვარზე და გამობრუდნენ უკან.

ძალიან ხშირად, ეს ინფორმაცია შეშფოთებული მოქალაქეების მხრიდან არის ხოლმე მოწოდებული, რომლებმაც დაინახეს, რომ ვიღაცამ რაიონიდან გასვლა დააპირა, თუმცა მათ აღარ იციან, რომ იმ პირმა გასვლა ვერ მოახერხა. რა თქმა უნდა, არ გამოვრიცხავთ, რომ ორი - სამი შემთხვევა შეიძლება დაფიქსირდეს, სადღაც მინდვრების გავლით. ვიღაცა შეიძლება ფეხით გადავიდეს, თუმცა ავტომობილებით გავლა არის შეუძლებელი.

ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ასეთი სიფხიზლე, რომ თითოეულ ასეთ შემთხვევაზე ხდება განგაშის ატეხვა. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, რომ მოქალაქეებს კარგად აქვთ გაცნობიერებული, რა გლობალურ საფრთხესთან გვიხდება დღეს ბრძოლა," - განაცხადა სუბარმა.

LIVE: გადაცემა "სპორტალი" - ჩოგბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აკა მეტრეველი

როგორ ებრძვის საქართველო დასავლურ ქვეყნებზე წარმატებულად კორონავირუსს - რას წერს ცნობილი გამოცემა

"დაინფიცირებული ქალი "ლარიანების" მაღაზიაში მუშაობდა, გასვენებასა და ქორწილს არ აკლდებოდა" - რას ჰყვებიან მარნეულელები