სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რატომ გაუკეთდა მარნეულელ ქალს COVID 19-ზე ტესტი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვიდან 4 დღის შემდეგ
რატომ გაუკეთდა მარნეულელ ქალს COVID 19-ზე ტესტი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვიდან 4 დღის შემდეგ

სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის, ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძის გან­ცხა­დებთ, კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ, მარ­ნე­უ­ლი­დან თბი­ლის­ში გად­მოყ­ვა­ნილ ქალს 100-ზე მეტ ადა­მი­ან­თან ჰქონ­და კონ­ტაქ­ტი. ამის შე­სა­ხებ ტი­კა­რა­ძემ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ტი­კა­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, მიმ­დი­ნა­რე­ობს არა მხო­ლოდ ამ ადა­მი­ა­ნე­ბის მოკ­ვლე­ვა, არა­მედ მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დად­გე­ნა.

"თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია მარ­ნე­ულ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი. აქ გა­მოვ­ლე­ნი­ლია 100-ზე მეტი კონ­ტაქ­ტი, რო­მელ­საც ჩვენს პა­ცი­ენ­ტთან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. გა­სუ­ლია ჯგუ­ფე­ბი, ატა­რე­ბენ სა­ვე­ლე სა­მუ­შა­ო­ებს და მიმ­დი­ნა­რე­ობს ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის არა მხო­ლოდ მოკ­ვლე­ვა, არა­მედ მათი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის დად­გე­ნა. დღის ბო­ლოს ვე­ლო­დე­ბით გარ­კვე­ულ შე­დე­გებს, რო­მელ­საც ჩვენ მო­ქა­ლა­ქე­ებს გა­ვაც­ნობთ", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

ამას­თან, ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა გან­მარ­ტა, რა­ტომ გა­უ­კეთ­და მარ­ნე­უ­ლელ ქალს ტეს­ტი კო­რო­ნა­ვირუს­ზე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის­თვის მი­მარ­თვი­დან 4 დღის შემ­დეგ.

"სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით ფიქ­სირ­დე­ბა ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბის დი­აგ­ნო­ზის 700-მდე შემ­თხვე­ვა და რა თქმა უნდა, არას­დროს კეთ­დე­ბა და არ ით­ვლე­ბა სა­ჭი­როდ, რომ ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ტარ­დეს შეს­ვლი­დან პირ­ვე­ლი­ვე დღეს. თუმ­ცა, ექი­მე­ბის მო­თხოვ­ნი­დან მე­ო­რე დღეს ეპი­დე­მი­ო­ლო­გე­ბის მხრი­დან ჩა­ტარ­და გა­მოკ­ვლე­ვა, სა­დაც მოხ­და და­დას­ტუ­რე­ბა COVID 19-ის და პა­ცი­ენ­ტი გად­მო­ვიყ­ვა­ნეთ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში. იმ პე­რი­ოდ­ში, რო­დე­საც ეჭვი იყო აღე­ბუ­ლი, აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ჩვე­ნი ექი­მე­ბის მხრი­დან და­ცუ­ლი იყო მათი უსაფრ­თხო­ე­ბა და პა­ცი­ენ­ტი იმ­ყო­ფე­ბო­და იზო­ლა­ცი­ა­ში.

თქვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ დღეს­დღე­ო­ბით ჩვენს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ტეს­ტე­ბი ავ­ლენს და­ა­ვა­დე­ბას და­ა­ვა­დე­ბის სიმპტო­მის გა­მოვ­ლე­ნი­დან ან და­ა­ვა­დე­ბის მე-8 დღი­დან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არ არის პა­ცი­ენტს კვლე­ვა ჩა­უ­ტარ­დეს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან. ის ტეს­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ხვა­ლი­დან იქ­ნე­ბა, მო­ახ­დენს და­ა­ვა­დე­ბის გა­მოვ­ლე­ნას პირ­ვე­ლი დღი­დან. იქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ჩვენ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ტეს­ტე­ბის ხა­რის­ხი, მოხ­და ტეს­ტე­ბის შერ­ჩე­ვა ამე­რი­კე­ლი და კო­რე­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის დახ­მა­რე­ბით. ის ტეს­ტე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა, მოგ­ვცემს სა­შუ­ა­ლე­ბას 100%-იანი სი­ზუს­ტით და­ვად­გი­ნოთ COVID 19 პირ­ვე­ლი და მე­ო­რე დღის სი­ზუს­ტით", - გა­ნა­ცხა­და ტი­კა­რა­ძემ.

და­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პა­ა­ტა იმ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, მარ­ნე­ულ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ქალ­თან ახლო კონ­ტაქ­ტში მყო­ფი პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა პირი დად­გე­ნი­ლია.

"ისი­ნი ყვე­ლა­ნი იმ­ყო­ფე­ბი­ან იზო­ლა­ცი­ა­ში და შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ მიმ­დი­ნა­რე­ობს მათი გა­მო­კი­თხვა. თუ ვინ­მეს სიმპტო­მე­ბი აქვთ, ჩა­უ­ტარ­დე­ბათ გა­მოკ­ვლე­ვა. მარ­ნე­უ­ლის კონ­ტაქ­ტე­ბი უკვე გა­მოკ­ვლე­უ­ლია და სამი არის უარ­ყო­ფი­თი" , - გა­ნა­ცხა­და პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ მარ­ნე­უ­ლე­ლი ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია. ის ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ან­თან ერ­თად წლის­თავ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­მელ­საც მარ­ნე­უ­ლი­სა და ბოლ­ნი­სის მცხოვ­რებ­ლე­ბის გარ­და, უცხო ქვეყ­ნი­დან ჩა­მო­სუ­ლი სტუმ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
2

დაიცავით სოციალური დისტანცია, თორემ მერე სააერთო წლისტავი იქნება

მარიამი
3

კი, მაგრამ ხალხმრავალი ქორწილები და ქელეხები ავკრძალეთო, მარნეული სხვა სახელმწიფოა? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რატომ გაუკეთდა მარნეულელ ქალს COVID 19-ზე ტესტი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვიდან 4 დღის შემდეგ

რატომ გაუკეთდა მარნეულელ ქალს COVID 19-ზე ტესტი სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვიდან 4 დღის შემდეგ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებთ, კორონავირუსით დაინფიცირებულ, მარნეულიდან თბილისში გადმოყვანილ ქალს 100-ზე მეტ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი. ამის შესახებ ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, მიმდინარეობს არა მხოლოდ ამ ადამიანების მოკვლევა, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა.

"თქვენთვის ცნობილია მარნეულში მიმდინარე მოვლენები. აქ გამოვლენილია 100-ზე მეტი კონტაქტი, რომელსაც ჩვენს პაციენტთან ჰქონდა ურთიერთობა. გასულია ჯგუფები, ატარებენ საველე სამუშაოებს და მიმდინარეობს ყველა ადამიანის არა მხოლოდ მოკვლევა, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენა. დღის ბოლოს ველოდებით გარკვეულ შედეგებს, რომელსაც ჩვენ მოქალაქეებს გავაცნობთ", - განაცხადა ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რატომ გაუკეთდა მარნეულელ ქალს ტესტი კორონავირუსზე სამედიცინო დაწესებულებისთვის მიმართვიდან 4 დღის შემდეგ.

"საქართველოს მასშტაბით ფიქსირდება ფილტვების ანთების დიაგნოზის 700-მდე შემთხვევა და რა თქმა უნდა, არასდროს კეთდება და არ ითვლება საჭიროდ, რომ ტესტირება ჩატარდეს შესვლიდან პირველივე დღეს. თუმცა, ექიმების მოთხოვნიდან მეორე დღეს ეპიდემიოლოგების მხრიდან ჩატარდა გამოკვლევა, სადაც მოხდა დადასტურება COVID 19-ის და პაციენტი გადმოვიყვანეთ საუნივერსიტეტო კლინიკაში. იმ პერიოდში, როდესაც ეჭვი იყო აღებული, აღსანიშნავია, რომ ჩვენი ექიმების მხრიდან დაცული იყო მათი უსაფრთხოება და პაციენტი იმყოფებოდა იზოლაციაში.

თქვენთვის ცნობილია, რომ დღესდღეობით ჩვენს ხელთ არსებული ტესტები ავლენს დაავადებას დაავადების სიმპტომის გამოვლენიდან ან დაავადების მე-8 დღიდან. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის პაციენტს კვლევა ჩაუტარდეს პირველივე დღიდან. ის ტესტები, რომელიც საქართველოში ხვალიდან იქნება, მოახდენს დაავადების გამოვლენას პირველი დღიდან. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ტესტების ხარისხი, მოხდა ტესტების შერჩევა ამერიკელი და კორეელი სპეციალისტების დახმარებით. ის ტესტები, რომელიც საქართველოში ჩამოვა, მოგვცემს საშუალებას 100%-იანი სიზუსტით დავადგინოთ COVID 19 პირველი და მეორე დღის სიზუსტით", - განაცხადა ტიკარაძემ.

დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულში კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი პრაქტიკულად ყველა პირი დადგენილია.

"ისინი ყველანი იმყოფებიან იზოლაციაში და შემიძლია ვთქვა, რომ მიმდინარეობს მათი გამოკითხვა. თუ ვინმეს სიმპტომები აქვთ, ჩაუტარდებათ გამოკვლევა. მარნეულის კონტაქტები უკვე გამოკვლეულია და სამი არის უარყოფითი" , - განაცხადა პაატა იმნაძემ.

შეგახსენებთ, რომ მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ის ათეულობით ადამიანთან ერთად წლისთავზე იმყოფებოდა, რომელსაც მარნეულისა და ბოლნისის მცხოვრებლების გარდა, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

"მე და ანას შვილები არ გვყავს, მაგრამ ბედნიერი ოჯახი გვაქვს..." - თენგიზ ცერცვაძე მეუღლეზე, კარიერასა და უცნაურ ჰობზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 70-მდე გაიზარდა

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"