სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
"ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე..." - გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს
"ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე..." - გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს მო­უ­წო­დებს, სახ­ლში დარ­ჩნენ და ამით საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი და­იც­ვან ვირუ­სით ინ­ფი­ცი­რე­ბის­გან:

"#მე­სახ­ლში­ვარ

ძვირ­ფა­სო მე­გობ­რე­ბო! უნდა შე­გა­ში­ნოთ! და უნდა გა­გამ­ხნე­ვოთ! #დარ­ჩი­სახ­ლში კუკუ-და­მა­ლო­ბა­ნას თა­მა­ში ან ათი წლის წი­ნან­დე­ლი ფო­ტო­ე­ბის გან­თავ­სე­ბის გა­მოწ­ვე­ვა არ არის, არ შე­იმ­ჩნიო ან ერთხელ აქ გა­ნა­თავ­სო სხვე­ბის და­სა­ნა­ხად. მაგ­რამ რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ამას უფრო ად­ვი­ლად იტა­ცე­ბენ, გთა­ვა­ზობთ, გა­და­ი­ღოთ ერთი ასე­თი ფოტო და გა­ნა­თავ­სოთ წარ­წე­რით #მე­სახ­ლში­ვარ რად­გან - დარ­ჩი სახ­ლში უდ­რის დარ­ჩი სი­ცო­ცხლეს­თან, დარ­ჩი ადა­მი­ან­თან, გნე­ბავთ - დარ­ჩი ღმერ­თთან!

თქვენ იცით რა ხდე­ბა ახლა იტა­ლი­ა­ში და ეს­პა­ნეთ­ში? თუ ესეც მე­ო­რე ოთახ­ში ჩარ­თუ­ლი ფილ­მი გგო­ნი­ათ? ადა­მი­ა­ნებს ვერ კრძა­ლა­ვენ და სი­ცო­ცხლე მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის სცე­ნა­რი­ვით "გა­ი­აფ­და". ყო­ველ­დღე მწე­რენ იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბი, რომ მკვდრე­ბის თვლაა ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე. მკვდრე­ბის თვლა და შიში. ამ ორი თვის მან­ძილ­ზე გამ­ხნე­ვებ­დით და ვცდი­ლობ­დი, ცოტა გა­მერ­თეთ კი­დეც. ახლა გა­ში­ნებთ! დიახ, გა­ში­ნებთ! რად­გან ეს შიში მარ­თლა სიყ­ვა­რუ­ლი­საა და მარ­თლა სიყ­ვა­რულს შე­იქმს.

დარ­ჩი სახ­ლში! ჩათ­ვა­ლეთ, რომ თვითმფრი­ნა­ვე­ბი გბომ­ბა­ვენ და თან ისე, რომ არც თვითმფრი­ნა­ვე­ბი ჩა­ნან და არც ბომ­ბე­ბი! და ერ­თა­დერ­თი სა­ცა­ვი, ახლა თქვე­ნი გა­და­რა­ზუ­ლი კა­რია! მე განა არ მი­ჭირს, თან მუ­შა­ო­ბაც მიხ­დე­ბა გრა­ფი­კით და ჩემ­ზე მე­ტად უჭირს სხვას, მაგ­რამ ახლა სხვა გა­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს! თუ ასე ხმა­მაღ­ლა არ და­გი­ძა­ხეთ, ეტყო­ბა ძნე­ლად ის­მენთ. არა­და მხო­ლოდ თქვენ­თვის გე­ძა­ხით! სიფრ­თხი­ლე, მხნე­ო­ბა და თა­ნა­გან­ცდა!

p.s. ძვირ­ფა­სო მარ­ნე­უ­ლე­ლე­ბო და ბოლ­ნი­სე­ლე­ბო, ახლა თქვენ გჭირ­დე­ბათ დიდი სიმ­ტკი­ცე. გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ბავ­შვებს მი­ვე­სალ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც სულ გვე­ლი­ან და გვწე­რენ - ქარ­თვე­ლებს, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლებს, სომ­ხებს. "რო­დის ჩა­მოხ­ვალ?" მალე ვერ ჩა­მო­ვალ, მაგ­რამ არც ისე გვი­ან! გა­ვუძ­ლოთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ!" - წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" და სახ­ლში დარ­ჩე­ნის გა­მოწ­ვე­ვა­ში მე­გობ­რებს და კო­ლე­გებს იწ­ვევს.

ოჰო ესეც
7

,,მწერალი,,-მეტი პოზიტივი

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

"ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე..." - გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

"ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე..." - გიორგი კეკელიძე მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

მწერალი გიორგი კეკელიძე თანამოქალაქეებს მოუწოდებს, სახლში დარჩნენ და ამით საყვარელი ადამიანები დაიცვან ვირუსით ინფიცირებისგან:

"#მესახლშივარ

ძვირფასო მეგობრებო! უნდა შეგაშინოთ! და უნდა გაგამხნევოთ! #დარჩისახლში კუკუ-დამალობანას თამაში ან ათი წლის წინანდელი ფოტოების განთავსების გამოწვევა არ არის, არ შეიმჩნიო ან ერთხელ აქ განათავსო სხვების დასანახად. მაგრამ რადგან ადამიანები ამას უფრო ადვილად იტაცებენ, გთავაზობთ, გადაიღოთ ერთი ასეთი ფოტო და განათავსოთ წარწერით #მესახლშივარ რადგან - დარჩი სახლში უდრის დარჩი სიცოცხლესთან, დარჩი ადამიანთან, გნებავთ - დარჩი ღმერთთან!

თქვენ იცით რა ხდება ახლა იტალიაში და ესპანეთში? თუ ესეც მეორე ოთახში ჩართული ფილმი გგონიათ? ადამიანებს ვერ კრძალავენ და სიცოცხლე მეორე მსოფლიო ომის სცენარივით "გაიაფდა". ყოველდღე მწერენ იქაური ქართველები, რომ მკვდრების თვლაა ყოველდღიური საქმე. მკვდრების თვლა და შიში. ამ ორი თვის მანძილზე გამხნევებდით და ვცდილობდი, ცოტა გამერთეთ კიდეც. ახლა გაშინებთ! დიახ, გაშინებთ! რადგან ეს შიში მართლა სიყვარულისაა და მართლა სიყვარულს შეიქმს.

დარჩი სახლში! ჩათვალეთ, რომ თვითმფრინავები გბომბავენ და თან ისე, რომ არც თვითმფრინავები ჩანან და არც ბომბები! და ერთადერთი საცავი, ახლა თქვენი გადარაზული კარია! მე განა არ მიჭირს, თან მუშაობაც მიხდება გრაფიკით და ჩემზე მეტად უჭირს სხვას, მაგრამ ახლა სხვა გამოსავალი არ არსებობს! თუ ასე ხმამაღლა არ დაგიძახეთ, ეტყობა ძნელად ისმენთ. არადა მხოლოდ თქვენთვის გეძახით! სიფრთხილე, მხნეობა და თანაგანცდა!

p.s. ძვირფასო მარნეულელებო და ბოლნისელებო, ახლა თქვენ გჭირდებათ დიდი სიმტკიცე. განსაკუთრებით იმ ბავშვებს მივესალმები, რომლებიც სულ გველიან და გვწერენ - ქართველებს, აზერბაიჯანელებს, სომხებს. "როდის ჩამოხვალ?" მალე ვერ ჩამოვალ, მაგრამ არც ისე გვიან! გავუძლოთ და გავიმარჯვებთ!" - წერს გიორგი კეკელიძე "ფეისბუქზე" და სახლში დარჩენის გამოწვევაში მეგობრებს და კოლეგებს იწვევს.

"გარდაცვლილ ნინის დავპირდი: აუცილებლად დავუნიშნავდით მისი სახელობის სტიპენდიას ვინმეს..." - რას წერს ესპანეთში COVID-19-ით დაღუპული ქალის შვილებზე გიორგი კეკელიძე

"10 დღე-ღამის განმავლობაში ურთულესი გზა გავიარე" - ვინ არის 80 წლის ქართველი ქალი, რომელმაც კორონავირუსი დაამარცხა

თბილისი სამი თვის წინ და დღეს (ფოტო)