ავტორი:

საბერძნეთის რეიტინგულმა ტელეარხმა კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა

საბერძნეთის რეიტინგულმა ტელეარხმა კორონავირუსთან ეფექტური ბრძოლის მაგალითად საქართველო დაასახელა

საბერძნეთის ყველაზე რეიტინგულმა ტელეარხმა Skai TV-მ, კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, საქართველოში მიღებულ ეფექტურ ზომებზე ისაუბრა.

"ისინი არ დაელოდნენ მოვლენების განვითარებას, ყველა საჭირო აკრძალვა შემოიღეს მანამდე, ვიდრე კორონავირუსის გავრცელების არეალი გაიზრდებოდა", - იუწყება Skai TV.

ბერძენმა ჟურნალისტმა ხაზი გაუსვა ქართველი ექიმების მაღალ პროფესიონალიზმს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ შეფასებაზე. შეგახსენებთ, ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს მხრიდან კორონავირუსის გავრცელების საფრთხისადმი რეაგირებას.

სანამ ადამიანები სახლებში იზოლაციაში არიან, იაპონიის ქუჩებში ირმების ჯოგი გამოჩნდა...

"10 კვირაში კორონავირუსის ძალიან მცირე შემთხვევები გვექნება“ - ბილ გეითსი

"ეს ომზე უარესია“ - უმძიმესი მდგომარეობა იტალიაში, სადაც კუბოების დეფიციტია, გარდაცვლილთა ახლობლები კი დაკრძალვის რიგს ელოდებიან