ავტორი:

ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან

ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან

​ბულგარეთ-თურქეთის საზღვართან დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოემგზავრებიან. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს 80-მდე მოქალაქე, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად ბულგარეთიდან თურქეთის გავლით საქართველოში დაბრუნებას ვეღარ ახერხებდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ შექმნილი უწყებათაშორისო სააკორდინაციო საბჭოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აქტიური ჩართულობით სამშობლოში დაბრუნებას შეძლებენ.

მათივე ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრება სპეციალური ავტობუსებით მოხდება. აღნიშნულმა მოქალქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ბულგარეთში საქართველოს სელჩოს ცხელ ხაზს მიმართეს.

მართვის მოწმობის მისაღები თეორიული და პრაქტიკული გამოცდები დროებით უქმდება

დარჩით სახლში და გაუფრთხილდით თავს!

"მე ვრჩები სამსახურში შენთვის, შენ დარჩი სახლში ჩვენთვის" - ქართველი ექიმების კამპანია "ფეისბუქზე"