სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
რა უნდა ვიცოდეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ
რა უნდა ვიცოდეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ

ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ზე რე­გის­ტრა­ცია მარ­ტის და­სა­წყის­ში და­ი­წყო და თვის ბო­ლომ­დე გაგ­რძელ­დე­ბა. აბი­ტუ­რი­ენ­ტებს შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვთ, 31 მარ­ტამ­დე შე­ვიდ­ნენ შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის WWW.NAEC.GE ვებ გვერ­დზე­და აირ­ჩი­ონ მათ­თვის სა­სურ­ვე­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი (KIU) სტუ­დენ­ტე­ბის პირ­ველ ნა­კადს წელს მი­ი­ღებს. უნი­ვერ­სი­ტე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს მა­თე­მა­ტი­კის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებს სთა­ვა­ზობს.

KIU-ში ჩა­რი­ცხვა ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მოხ­დე­ბა და მო­მა­ვალ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სურთ სწავ­ლა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში უნდა მი­უ­თი­თონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კოდი - 197.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ახალ­გაზ­რდებს სთა­ვა­ზობს ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, რომ­ლე­ბიც შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლია მი­უნ­ხე­ნის ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან (TUM) თა­ნამ­შრომ­ლო­ბით. წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სას­წავ­ლო და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი გრან­ტე­ბი. სხვა­დას­ხვა სას­ტი­პენ­დიო და გაც­ვლი­თი პროგ­რა­მე­ბი.

ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის (KIU) კამ­პუ­სი ქუ­თა­ის­თან ახ­ლოს, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა ად­გი­ლას, 150 ჰექ­ტარ მი­წა­ზეა გა­შე­ნე­ბუ­ლი. კამ­პუ­სი მო­ი­ცავს: სრუ­ლად აღ­ჭურ­ვილ აკა­დე­მი­ურ კორ­პუ­სებს, სტუ­დენ­ტურ სა­ცხოვ­რებ­ლებს, ბიბ­ლი­ო­თე­კებს, კა­ფე­ტე­რი­ებს, კე­თილ­მო­წყო­ბილ სას­პორ­ტო და საგ­ზაო ინფრას­ტრუქ­ტუ­რას, სა­ერ­თო სა­მუ­შაო სივ­რცე­ებს, სა­ცხოვ­რებ­ლებს აკა­დე­მი­უ­რი და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პერ­სო­ნა­ლის­თვის.

რო­გორც უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე აღ­ნიშ­ნავს, KIU იქ­ნე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­დაც სწავ­ლე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბი­ან რო­გორც ქარ­თვე­ლი, ასე­ვე უცხო­ე­ლი პრო­ფე­სო­რე­ბი.

„ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სთა­ვა­ზობს მა­თე­მა­ტი­კის, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მებს. მე­ნე­ჯმენ­ტის პროგ­რა­მა ახალ­გაზ­რდებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლევს, აირ­ჩი­ონ პროგ­რა­მუ­ლი კონ­ცენ­ტრა­ცი­ე­ბი - მათ შო­რის ინო­ვა­ცი­ებ­ში, მარ­კე­ტინ­გში, ფი­ნან­სებ­ში, ეკო­ნო­მი­კა­ში. არ­ჩე­ვა­ნი დი­დია არა მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი, არა­მედ მო­მიჯ­ნა­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი­თაც. უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია შემ­დგო­მი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის სპექტრის გა­ფარ­თო­ე­ბაც. მათ შო­რის და­გეგ­მი­ლია სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო, სა­ინ­ჟინ­რო დარ­გე­ბი­სა და სა­მე­დი­ცი­ნო პროგ­რა­მე­ბის და­მა­ტე­ბა“, - აღ­ნიშ­ნავს ალექ­სან­დრე თევ­ზა­ძე.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტი აბი­ტუ­რი­ენ­ტებს სთა­ვა­ზობს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, რომ­ლე­ბიც ინ­გლი­სურ ენა­ზე გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც სტუ­დენ­ტებს და­ეხ­მა­რე­ბა ენობ­რი­ვი კომ­პე­ტენ­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ში.

„კამ­პუ­სის გან­ვი­თა­რე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა ეთ­მო­ბა ჯან­სა­ღი სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მოს, რა­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს გარ­შე­მორ­ტყმუ­ლი ტყის მა­სი­ვი. იმე­დი გვაქვს, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კამ­პუს­ში ცხოვ­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ჩვენს სტუ­დენ­ტებ­ში და­ტო­ვებს წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას“, - აღ­ნიშ­ნავს უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი.

უნი­ვერ­სი­ტე­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია იხი­ლეთ:

https://kiu.edu.ge/

https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity/

Emigranti
1

ნომერი 865437 უნივერსიტეტი საქართველოში. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

რა უნდა ვიცოდეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შესახებ

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მარტის დასაწყისში დაიწყო და თვის ბოლომდე გაგრძელდება. აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, 31 მარტამდე შევიდნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის WWW.NAEC.GE ვებ გვერდზედა აირჩიონ მათთვის სასურველი უნივერსიტეტი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) სტუდენტების პირველ ნაკადს წელს მიიღებს. უნივერსიტეტი აბიტურიენტებს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს.

KIU-ში ჩარიცხვა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოხდება და მომავალ სტუდენტებს, რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი - 197.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებს სთავაზობს ევროპული სტანდარტის საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც შემუშავებულია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) თანამშრომლობით. წარჩინებული სტუდენტებისთვის კი გათვალისწინებულია სასწავლო და საცხოვრებელი გრანტები. სხვადასხვა სასტიპენდიო და გაცვლითი პროგრამები.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კამპუსი ქუთაისთან ახლოს, ეკოლოგიურად სუფთა ადგილას, 150 ჰექტარ მიწაზეა გაშენებული. კამპუსი მოიცავს: სრულად აღჭურვილ აკადემიურ კორპუსებს, სტუდენტურ საცხოვრებლებს, ბიბლიოთეკებს, კაფეტერიებს, კეთილმოწყობილ სასპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურას, საერთო სამუშაო სივრცეებს, საცხოვრებლებს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

როგორც უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე აღნიშნავს, KIU იქნება საერთაშორისო უნივერსიტეტი, სადაც სწავლებაში ჩართული იქნებიან როგორც ქართველი, ასევე უცხოელი პროფესორები.

„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამებს. მენეჯმენტის პროგრამა ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, აირჩიონ პროგრამული კონცენტრაციები - მათ შორის ინოვაციებში, მარკეტინგში, ფინანსებში, ეკონომიკაში. არჩევანი დიდია არა მხოლოდ ტექნიკური, არამედ მომიჯნავე მიმართულებებითაც. უნივერსიტეტის განვითარების გეგმით გათვალისწინებულია შემდგომი წლების განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამების სპექტრის გაფართოებაც. მათ შორის დაგეგმილია საბუნებისმეტყველო, საინჟინრო დარგებისა და სამედიცინო პროგრამების დამატება“, - აღნიშნავს ალექსანდრე თევზაძე.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტი აბიტურიენტებს სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამებს, რომლებიც ინგლისურ ენაზე განხორციელდება, რაც სტუდენტებს დაეხმარება ენობრივი კომპეტენციის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამებში ინტეგრაციაში.

„კამპუსის განვითარებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ჯანსაღი სასწავლო პროცესისთვის აუცილებელ ეკოლოგიურად სუფთა გარემოს, რასაც უზრუნველყოფს გარშემორტყმული ტყის მასივი. იმედი გვაქვს, საუნივერსიტეტო კამპუსში ცხოვრების გამოცდილება ჩვენს სტუდენტებში დატოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას“, - აღნიშნავს უნივერსიტეტის რექტორი.

უნივერსიტეტის შესახებ ინფორმაცია იხილეთ:

https://kiu.edu.ge/

https://www.facebook.com/KutaisiInternationalUniversity/

ნენსკრა ჰესი – არა მხოლოდ ელექტროენერგია

"ქართული ფონდი" უცხოეთში მცხოვრები ქართველებისთვის, რომელთაც უკან დაბრუნების სახსრები არ აქვთ, კამპანიას იწყებს

მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა