სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
The Guardian: ბრიტანეთში კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და მოსახლეობის 80% დაინფიცირდება
The Guardian: ბრიტანეთში კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და მოსახლეობის 80% დაინფიცირდება

ბრი­ტა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "გარ­დი­ა­ნი" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის კრი­ზი­სი 2021 წლის გა­ზა­ფხუ­ლამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

გა­მო­ცე­მამ მო­ი­პო­ვა ინ­გლი­სის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის (Public Health England (PHE) მიერ შედ­გე­ნი­ლი სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტი, რო­მელ­შიც აღ­წე­რი­ლია ინ­გლი­სის ჯან­დაც­ვის ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პროგ­ნო­ზე­ბი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რო­გორც The Guardian წერს, ვირუ­სის ცირ­კუ­ლა­ცია ბრი­ტა­ნეთ­ში, ყვე­ლა­ზე ცუდ შემ­თხვე­ვა­ში, მომ­დევ­ნო 12 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა. ინ­გლი­სის ჯან­დაც­ვის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცენ­ტრი პროგ­ნო­ზი­რებს, რომ ამ პე­რი­ოდ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით ბრი­ტა­ნელ­თა 80% და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა.

“მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ბრი­ტა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის 80% და­ინ­ფი­ცირ­დე­ბა Covid-19-ით, მათ­გან 15% (და­ახ­ლო­ე­ბით, 7.9 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი) შე­საძ­ლოა, ვირუ­სის გამო მოხ­ვდეს კლი­ნი­კა­ში" - ცი­ტი­რებს "გარ­დი­ა­ნი“ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტში მო­ცე­მულ პროგ­ნოზს.

და­ინ­ფი­ცი­რე­ბის მთა­ვარ რისკ ჯგუ­ფად სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვან სექ­ტორ­ში და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან მიჩ­ნე­უ­ლე­ბი - ჯან­დაც­ვის სფე­რო­ში, ასე­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით, ექ­სპერ­ტე­ბი მათი დიდი ნა­წი­ლის კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბას პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

დო­კუ­მენ­ტში ასე­ვე ნათ­ქვა­მია, რომ "ბრი­ტა­ნე­თის ჯან­დაც­ვის სერ­ვი­სე­ბი ვერ გა­უმკლავ­დე­ბა ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, სიმპტო­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას, რომ­ლებ­საც ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი ტეს­ტი ჩა­ტა­რე­ბა სჭირ­დე­ბათ.“

"გარ­დი­ა­ნი“ აქ­ვეყ­ნებს ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბებ­საც. ისი­ნი ბრი­ტა­ნეთ­ში, ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით, პიკს, მა­ი­სის ბო­ლო­სა და ივ­ნი­სის შუა რი­ცხვებ­ში პროგ­ნო­ზი­რე­ბენ.

ექ­სპერ­ტე­ბი ურ­ჩე­ვენ მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებს, რომ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, რათა თა­ვი­ანთ ქვეყ­ნებ­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­ა­ხან­გრძლი­ვონ, გა­წე­ლონ მდგო­მა­რე­ო­ბა ისე, რომ პი­კის პე­რი­ო­დი მა­ლე­ვე არ მი­ი­ღონ. შე­დე­გად, ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა გა­მოწ­ვე­ვას უფრო მომ­ზა­დე­ბუ­ლი შეხ­ვდე­ბა და უფრო უკეთ შეძ­ლე­ბენ კო­რო­ნა­ვირუს­თან გამ­კლა­ვე­ბას. ამას­თან, იმ დრო­ის­თვის, შე­საძ­ლოა, უკვე არ­სე­ბობ­დეს ახა­ლი და ეფექ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბის მე­თო­დე­ბი.

ამას­თან, კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში 70 წელს გა­და­ცი­ლე­ბულ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქეს თვი­თი­ზო­ლა­ცი­ა­ში გა­დას­ვლა მო­უ­წევს,- ამის შე­სა­ხებ ქვეყ­ნის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა მეთ ჰენ­კოკ­მა გა­ნა­ცხა­და. ქვე­ყა­ნა­ში მცხოვ­რებ ხან­დაზ­მულ მო­ქა­ლა­ქე­ებს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის დროს 2 -მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა მო­უ­წევთ.

ამ დრო­ის­თვის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში Covid-19-ით 1391 ადა­მი­ა­ნია და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი, მათ­გან 35 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 20 გა­მო­ჯან­მრთელ­და.

რაც შე­ე­ხე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის გლო­ბა­ლურ მას­შტაბს, ის უკვე მსოფ­ლი­ოს 141 ქვე­ყა­ნა­შია გა­მოვ­ლე­ნი­ლი. ვირუ­სით 173 111 ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, სა­ი­და­ნაც 77 785 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხოლო 6 664 გარ­და­იც­ვა­ლა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vaivui
3

ამ სტატიებით ხალხს გულს ნუ უხეთქავთ, წინანსწარ კლავთ. ეს რაღა უბედურებააა კორონაზე უარესია

Zara
0

ნუ აპანიკებთ ხალხს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ენტონი ფაუჩი მიმართვას ავრცელებს - "აიცერი, თუ არ ხარ აცრილი და მიიღე "ბუსტერ" დოზა, თუ უკვე აცრილი ხარ"
ავტორი:

The Guardian: ბრიტანეთში კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და მოსახლეობის 80% დაინფიცირდება

The Guardian: ბრიტანეთში კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება და მოსახლეობის 80% დაინფიცირდება

ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" ექსკლუზიურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის კრიზისი 2021 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდება.

გამოცემამ მოიპოვა ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის (Public Health England (PHE) მიერ შედგენილი საიდუმლო დოკუმენტი, რომელშიც აღწერილია ინგლისის ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენელთა პროგნოზები კორონავირუსთან დაკავშირებით.

როგორც The Guardian წერს, ვირუსის ცირკულაცია ბრიტანეთში, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ინგლისის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრი პროგნოზირებს, რომ ამ პერიოდში კორონავირუსით ბრიტანელთა 80% დაინფიცირდება.

“მოსალოდნელია, რომ ბრიტანეთის მოსახლეობის 80% დაინფიცირდება Covid-19-ით, მათგან 15% (დაახლოებით, 7.9 მილიონი ადამიანი) შესაძლოა, ვირუსის გამო მოხვდეს კლინიკაში" - ციტირებს "გარდიანი“ საიდუმლო დოკუმენტში მოცემულ პროგნოზს.

დაინფიცირების მთავარ რისკ ჯგუფად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სექტორში დასაქმებული ადამიანები არიან მიჩნეულები - ჯანდაცვის სფეროში, ასევე სოციალური საქმიანობით დაკავებულები. დოკუმენტის მიხედვით, ექსპერტები მათი დიდი ნაწილის კორონავირუსით დაინფიცირებას პროგნოზირებენ.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ "ბრიტანეთის ჯანდაცვის სერვისები ვერ გაუმკლავდება ინფიცირებული ადამიანების რაოდენობას, სიმპტომების მქონე ადამიანების რაოდენობას, რომლებსაც ლაბორატორიული ტესტი ჩატარება სჭირდებათ.“

"გარდიანი“ აქვეყნებს ჯანდაცვის ექსპერტების მოსაზრებებსაც. ისინი ბრიტანეთში, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, პიკს, მაისის ბოლოსა და ივნისის შუა რიცხვებში პროგნოზირებენ.

ექსპერტები ურჩევენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებს, რომ ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიანთ ქვეყნებში მაქსიმალურად გაახანგრძლივონ, გაწელონ მდგომარეობა ისე, რომ პიკის პერიოდი მალევე არ მიიღონ. შედეგად, ჯანდაცვის სისტემა გამოწვევას უფრო მომზადებული შეხვდება და უფრო უკეთ შეძლებენ კორონავირუსთან გამკლავებას. ამასთან, იმ დროისთვის, შესაძლოა, უკვე არსებობდეს ახალი და ეფექტური მკურნალობის მეთოდები.

ამასთან, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დიდ ბრიტანეთში 70 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს თვითიზოლაციაში გადასვლა მოუწევს,- ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა მეთ ჰენკოკმა განაცხადა. ქვეყანაში მცხოვრებ ხანდაზმულ მოქალაქეებს საზოგადოებასთან კომუნიკაციის დროს 2 -მეტრიანი დისტანციის დაცვა მოუწევთ.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში Covid-19-ით 1391 ადამიანია დაინფიცირებული, მათგან 35 გარდაიცვალა, ხოლო 20 გამოჯანმრთელდა.

რაც შეეხება კორონავირუსის გავრცელების გლობალურ მასშტაბს, ის უკვე მსოფლიოს 141 ქვეყანაშია გამოვლენილი. ვირუსით 173 111 ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც 77 785 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 6 664 გარდაიცვალა.

კორონავირუსი და მსოფლიო - ფოტოებში ასახული ერთი კვირა

"არ ვიცით, როდის გაექცა ხელისუფლებას კონტროლი... აქ პანიკაა" - ქართველი ემიგრანტები თურქეთში არსებულ ვითარებაზე

იტალიის ეროვნული ნაკრების მორაგბე მოხალისე გახდა და სასწრაფოს მძღოლად მუშაობს - "თავს ვეუბნები, არ დაიღალო!"